სხვა როგორ უნდა გავაშენოთ ხილის ბაღი აივანზე 2017, 5 თებერვალი, 11:05 ქოთანში ჩარგული ლიმონით და ფორთოხლით, დღეს უკვე ვერავის გააკვირვებთ და საერთოდ, კურკიდან ამოსული ხის პირველი მოსავალის ლოდინი, დიდი ხნის მანძილზე არის საჭირო. სულ სხვა საქმეა, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ქლიავი, ატამი და ვაშლატამა! ახალი ტენდენცია მებაღეობაში — ხეხილის და კენკრის ახალი – nano ხეები არის ანუ ხეხილის ჯუჯა ჯიშები. ბაღი აივანზე უბრალოდ წარმოიდგინეთ – ბაღის გაშენება, პირდაპირ აივანზე შეიძლება… მიუხედავად იმისა, თუ სად აპირებთ ბაღის გაშენებას, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე, თუ უბრალოდ, აივანზე, რამოდენიმე საბაზო პრინციპის ცოდნა აუცილებელი არის: პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა განსაზღვროთ, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება გინდათ აივანზე – ტროპიკული სამოთხე გინდათ მოაწყოთ, თუ გინდათ «შირმის გაკეთება» თქვენს აივანსა და მეზობელ მრავალსართულიან სახლს შორის? I. აივნის მდებარეობის განსაზღვრა ჰორიზონტის მხარეების მიმართ; რაც შეეხება მცენარეების მოვლას: 3. ხე უნდა იდგას მზიან ადგილზე. არ უნდა ხვდებოდეს ორპირ ქარში. პირველი ყინვების შემდეგ, საჭიროა მრავალწლოვანი ნარგავების გასხლა, გრუნტის გადახურვა (“კალკა", პოლიეთილენი, პლასტიკატი და ა. შ.) და გადახურულ ადგილზე გადატანა (დახურული აივანი, საკუჭნაო, ავტოფარეხი...); 4. ზამთარში მცენარე, თვეში 2-3-ჯერ უნდა მოირწყას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი ისე დგას, რომ მასში თოვლი არ ჩადის; 6. რეგულარული მორწყვის და სასუქის მიწოდების შემთხვევაში (განსაკუთრებით კალიუმის და აზოტის საფუძველზე დამზადებული), მადლიერების ნიშნად, ჯუჯა ხე კარგი მოსავლით დაგაჯილდოვებთ. და კიდევ, იგივე წესით, შეიძლება ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა და ვარდების ან ნებისმიერი სხვა ყვავილების ბაღის გაშენება.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: რატომ უნდა ჩავარჭოთ ასანთის ღერები ქოთანში სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს 1859 8-ს მოსწონს
|