სხვა მან კბილის ჯაგრისს ფუნჯები მოაჭრა და შედეგმა ყველა გააოცა. სცადეთ 2017, 16 იანვარი, 9:25 ჩვენს სამყაროში ყველაზე ღირებული, რაც ხშირად გულუხვად ანაზღაურდება ხოლმე- კრეატიული შედევრია. თანამედროვე შემოქმედებითი ნიჭიც ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს- ჩვეულებრივი ნივთიდან შექმნას არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელი, რაც ყველას გაოცებას გამოიწვევს. ხელოვნება ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.
დამეთანხმება ყველა ქალბატონი, რომ მათი ყოფა სამკაულის გარეშე წარმოუდგენელია. ამ საკითხში კი ჩაცმის სტილიდან, მოდური ლუქიდან თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე დეკორაციები სხვადასხვაა. არც ის ფაქტი ითვლება სამარცხვინოდ, რომ საყურე, სამაჯური თუ ყელსაბამი ნიჭიდან გამომდინარე საკუთარი ხელით შევქმნათ, ხელნაკეთი ნივთები ხომ უფრო განსხვავებულ სტილს გვმატებს. კარგად ვიცით, რომ კბილის ერთი და იმავე ჯაგრისის გამოყენება მხოლოდ რამოდენიმე თვეა დასაშვები და სტომატოლოგები მოგვიწოდებენ ის წელიწადში 4-ჯერ მაინც გამოვცვალოთ. თუ გინდათ, რომ თქვენს სამკაულს შემატოთ კრეატიული სამაჯურები, ნუ გადააგდებთ უკვე გამოყენებულ ჯაგრისს. ბლოგერი DIY-ს მასტერ-კლასის გაკვეთილების წყალობით გექნებათ შესაძლებლობა უსარგებლო ჯაგრისისგან შექმნათ სარგებლიანი ნივთი- ახალი სამაჯური. ამისათვის კი დაგჭირდებათ თავისუფალი დროის მხოლოდ ნახევარი საათი და: ● პლასტმასის გამჭვირვალე ჯაგრისი. ● ბრტყელტუჩა. ● მდუღარე წყალი. უსარგებლო ჯაგრისს მაკრატლის საშუალებით მოაჭერით ფუნჯები, ჩააგდეთ მდუღარეში, დააყოვნეთ გარკვეული დრო, შემდეგ ბრტყელტუჩას დახმარებით ამოიღეთ წყლიდან და სანამ პლასტმასი რბილი და მორჩილია, მიეცით სამაჯურის ფორმა. (იხილეთ ვიდეო) ზაფხულში, მოშიშვლებულ მაჯაზე მსგავსი აქსესუარი ნამდვილად გამოგადგებათ და აღარ მოგიწევთ ფულის გადაყრა, ასე მარტივად შეძლებთ თქვენი ხელით მის შექმნას. იხილეთ აგრეთვე: ● მათ ჩვეულებრივი CD დისკები დაჭრეს და ნანახმა ყველა გააოცა ● სუპერ–წებო და სოდა ერთად სასწაულებს ახდენს- გაოცდებით! ● 15 ხრიკი სახლის ინტერიერის სრულყოფილებისთვის ● ამის შემდეგ თქვენ აღარასოდეს გადააგდებთ უსარგებლო ტუშს ● როგორ შევკეროთ საკუთარი ხელით "უგები" ● 10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ ● 10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ● ის მხოლოდ თქვენი მობილურის ეკრანზე უნდა დადოთ და ჯადოსნობა ნამდვილად გაგაოცებთ ● რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა ● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო ● როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოა ● ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან 12540 22-ს მოსწონს
|