საბუნებისმეტყველო დინოზავრების რეკორდები 2017, 10 იანვარი, 15:02 დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი ცხოველები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე ყველა ცხოველზე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. ისინი 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს, 65 მილიონი წლის წინ კი იდუმალებით მოცულ ვითარებაში მოულოდნელად გადაშენდნენ. სულ მცირე, 80 თეორიიდან ერთ-ერთის მიხედვით, მათი გადაშენება გამოიწვია კომეტის დაჯახებამ მექსიკის ყურის სამხრეთ სანაპიროზე, დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, რომლის დროსაც ქვიშისა და ქვების უზარმაზარმა მტვერმა მზე დააბნელა და დედამიწაზე საგრძნობლად აცივდა. დინოზავრებიც ალბათ სწორედ ამ ყინვიანმა დრომ შეიწირა. მიუხედავად ამისა, ისინი დედამიწაზე მობატონე ყველაზე დიდებული არსებები იყვნენ. ყველაზე დიდი დინოზავრი-სეისმოზავრი, სიგრძე 50 მეტრი, წონა 30 ტონა ყველაზე დიდი მტაცებელი-გიგანოტოზავრი, სიგრძე 12, 5 მეტრი. წონა 8 ტონა ყველაზე გრძელი მტაცებელი-სპინოზავრი, სიგრძე 17 მეტრი ყველაზე სწრაფი დინოზავრი-გალიმიმუსი, სიჩქარე 80კმ/სთ ყველაზე პატარა დინოზავრი-კუბის ფუტკრისებრი კოლიბრი, წონა 1.6 გრამი. ყველაზე ძველი დინოზავრი-ჰერერაზავრი, დაახლოებით 228მლნ. წლის წინ ყველაზე პატარა ტვინი სხეულთან შედარებით-აპატოზავრი ყველაზე დიდი ტვინი სხეულთან შედარებით-ტროოდონი ყველაზე გრძელი სახელი-მიკროპაქიცეფალოზავრი ყველაზე მოკლე სახელი-მინმი ყველაზე სახელგანთქმული-ტირანოზავრი 363 1-ს მოსწონს
|