x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე?
ჩვენი პიროვნების ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: აღზრდა, განათლება, ოჯახური ატმოსფერო, სამეგობრო წრე და ა.შ. თუმცა, გარდა აქ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან, არსებითი მნიშვნელობა აქვს თვეს თუ როდის დაიბადეთ, რომელიც პიროვნების თვისებებზე ახდენს უდიდეს გავლენას. ვინაიდან და რადგანაც სულ 12 თვე გვაქვს, თითოულ თვეში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული თვისობრივი მახასიათებლებით გამოირჩევიან.


image


გაინტერესებთ მოახდინა თუ არა თქვენს პიროვნულ თვისებებზე დაბადების თვემ გავლენა? მაშინ ამოიკითხეთ თქვენი თვის შედეგები და შთაბეჭდილებები გაგვანდეთ კომენტარებში.



1. იანვარი. ამბიციურები, აი ესაა ამ თვეში დაბადებულების მეორე სახელი. არიან საოცრად ჯიუტები და ბოლომდე დგანან თავიანთ აზრზე, რომელიც მხოლოდ საკუთარი მოსაზრებაა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ გამოირჩევიან საოცარი ინტუიციით.





2. თებერვალი. ამ თვეში დაბადებულები რთული ხასიათით გამოირჩევიან, განსაკუთრებით კი ქალები. არიან ძალიან ემოციურები, მიზანდასახულები და ხშირ შემთხვევაში წარმატებული ხელმძღვანელები.




3. მარტი. ამ თვეში დაბადებული ადამიანები ფარული და მორცხვები არიან. ძალიან მცირე მათგანი თუ მიეკუთვნება კატეგორიას, რომელთა გონების მიღმა მიმდინარე ფიქრებზე გარშემომყოფმა რამე იცოდეს. პატივმოყვარენი არიან და დაწყებული საქმე ყოველთვის მიყავთ ბოლომდე. არიან საიმედოები და თავისუფლად შეგიძლიათ მათ ენდოთ, ისინი არ გაგყიდიან.




4. აპრილი. ამ თვეში დაბადებული ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. დაიბადნენ მებრძოლებად- სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გამოირჩევიან კარგი ოგანიზაციული უნარებით. თავისუფლად შეუძლიათ მართონ დიდი ჯგუფები. აპრილში დაბადებული ადამიანები ყოველთვის და ყველაფერში პირველები არიან.




5. მაისი. მაისში დაბადებული ქალები ძალიან პრინციპულები და ჯიუტები არიან. ძალიან რთულია მათთან ურთიერთობა, რადგან შურისმაძიებლები არიან და უჭირთ პატიება. თუმცა აქვთ მაღალი უნარი ფიზიკური და ფსიქიური გამძლეობის მანამ, სანამ ძალუძთ სრულ დატვირთვას გაუძლონ.




6. ივნისი. ამ თვეში დაბადებული ადამიანები დიდი ხიბლით გამოირჩევიან, განსაკუთრებით იმ მომენტში, თუ განწყობაც უწყობთ ამაში ხელს. შეუძლებელია არ წარმოიდგინოთ ისინი, როგორც კარგი მეგობრები, თუმცა ვერ შეინარჩუნებთ ურთიერთობებს დიდი ხნის განმავლობაში. დაპირებებს და გეგმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებენ, თუ ისინი მათ ინტერესებში შედის.




7. ივლისი. ივლისში დაბადებული ადამიანები გადაჭარბებული შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ასევე გააჩნიათ თანაგრძნობის გულწრფელი უნარი. ახასიათებთ მოუსვენრობა, ყოველთვის განიცდიან ფინანსურ მხარეებზე და სტაბილურობის შემთხვევაშიც საქმეს ეჭვის თვალით უყურებენ.




8. აგვისტო. აგვისტოში დაბადებული ადამიანი დამოუკიდებელი და ამაყია. ყოველთვის იღწვიან ლიდერობისკენ, ხალხის ნაკადს მხოლოდ შემდგომად აღიქვამენ. უყვართ და აღაფრთოვანებთ, როდესაც მათ აქებენ. ძალიან უყვართ ფლირტი, თუმცა არიან გულწრფელები და ღირსეულები, სწორედ ამ თვისებების გამოა ოჯახური თანაცხოვრებისთვის იდეალური პარტნიორი აგვისტოში დაბადებული.




9. სექტემბერი. ამ თვეში დაბადებული ადამიანების ცხოვრება როგორც წესი სიხარულით ვითარდება. მათ გააჩნიათ ძალიან დიდი ინტელექტი, მახსოვრობის საოცარი უნარი, არიან ფრთხილები, ამიტომ მარტივი არაა მათი მოტყუება ან შეცდომაში შეყვანა. ყველაფერს კარგად აანალიზებენ რაც მათ კეთილდღეობას განაპირობებს. შესანიშნავად უძღვებიან ყოველგვარ საქმეს და ამიტომ ადვილად ამჩნევენ რა დევს თავის ადგილას და რა არა.




10. ოქტომბერი. ამ თვეში დაბადებულ ადამიანებს საოცრად მოწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. აქვთ ცხოვრებისგან ჯილდოდ ჯანმრთელობა, სიცოცხლისუნარიანობა და სითბო. სურთ რომ ცხოვრება იყოს ძალიან მარტივი- ფუფუნება, ფული და ბედნიერება. თუმცა არიან ძალიან მგრძნობიარენი და აქვთ მიდრეკილება ნერვული დეპრესიისა და საკუთარ თავში ჩაკეტილობისკენ.




11. ნოემბერი. ამ თვეში დაბადებული ადამიანი აქტიური, ენერგიული და შურისმაძიებელია. ხშირად არ არიან ტაქტიანები და მზრუნველები საუბრის დროს, თუმცა მათი ზრახვები ყოველთვის კეთილია, ამიტომ არ ღირს მათ ენერგიული ქცევებს მივაწეროთ "უხეშის" იარლიყი. არიან ძალიან ერთგული მეგობრები და მათთვის მზად არიან თავის გასაწირად.




12. დეკემბერი. დეკემბერში დაბადებულები მიზნისკენ ისე ისწრაფიან, როგორც შვილდიდან გასროლილი ისარი. ყოველთვის მკვეთრები (უხეში) და გულწრფელები არიან, რაც ხშირად შეურიგებელ მტრებად აქცევთ ხოლმე. ყოველთვის ორიენტირებულნი არიან ერთი ფაქტისკენ და ამის გამო გარშემო ბევრ დეტალს ვერ ამჩნევენ. აქვთ გამჭრიახი და სხარტად მოაზროვნე გონება.




იხილეთ ასევე:


* ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით

* იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?

* იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი? (მე-2 ნაწილი)

4
12803
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
12803
  
2019, 21 თებერვალი, 23:41
მიყვარს ნოემერი მე უხეშს
2017, 5 იანვარი, 20:31
"არ არიან ტაქტიანები და მზრუნველები საუბრის დროს"-ზუსტად ასეა :D ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან უხეში ვარ)))
2017, 5 იანვარი, 20:06
დაემთხვა?? :))) მე აპრილი.
2017, 5 იანვარი, 15:47
ნოემბერი :))
0 1 4