სხვა ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს 2016, 29 დეკემბერი, 9:49 ![]() ეს სასუქი პირდაპირ საოცრებებს ახდენს. მას შეუძლია ავადმყოფი და სუსტი მცენარის გამოცოცხლბა და მისთვის ჯანმრთელი იერ-სახის დაბრუნება. გარდა ამისა, ის თითქმის არაფერი ჯდება, უფრო ზუსტად კი მისი დამზადება ბანანის ნარჩენიდან ხდება. ბანანის სასუქის მომზადება უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ ბანანის ნაყოფი — ასევე ძალიან სასარგებლო სასუქი არის! 1 ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი. ![]() მოურიეთ და ეს ნაზავი პირდაპირ დაუსხით მცენარეს! ეს საშუალება იმ შემთხვევისთვის არის, თუ სასწრაფოდ არის მცენარე გადასარჩენი ანუ ექსპრეს საშუალებაა, დაღუპვის პირას მდგარი მცენარისთვის. ![]() თუმცა, ბანანის ქერქის სასუქი — ბევრად უფრო იაფია და ეფექტურობით, ნაყოფისგან დამზადებულ სასუქს არაფრით ჩამოუვარდება. ![]() სასუქის მოსამზადებლად, დაასხით ბანანის ქერქს იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. დააყენეთ ის 1 დღე-ღამის მანძილზე. მორწყვის დროს, წყლისა და ნაყენის თანაფარდობა 1\5 უნდა იყოს ანუ 1 წილ ბანანის ქერქის ენერგეტიკულ კოქტეილს 5 წილი წყალი უნდა დაამატოთ და ისე დაუსხათ მცენარეს. ![]() მცენარე ყოველთვის ამ ნაზავით მორწყეთ და ის მუდამ კარგ ფორმში იქნება. ![]() აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ქერქის გამოყენება, სასუქის საფუძვლად, რამდენჯერმე შეიძლება!
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო იების მოვლის და გამრავლების ძირითადი წესები ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე 42956 8-ს მოსწონს
|