ინგრედიენტები:
1 ჭიქა კვერცხი*
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა სამარხო მარგარინი ან კარაქი
1 ჭიქა არაჟანი
1 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა სახამებელი
1 ჭიქა მშრალი რძე ან მშრალი ნაღები
1 ჩ. კ სოდა ან 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
ვანილინი – ნახევარი შეკვრა
* 200 მლ-იან ჭიქაში 4 კვერცხი ეტევა;
250 მლ. – 5 კვერცხი;
ინგრედიენტები კრემისთვის:
შესქელებული რძე (მოხარშული) – 1 ქილა
კარაქი – 200 გრ.
კაკაოს ფხვნილი – 1 ს. კ.
დაფქული ყავა – 1 ჩ. კ.
ვანილინი – ნახევარი შეკვრა
მომზადება:
1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ მარგარინი და არაჟანი > შემდეგ დაამატეთ ყველა «მშრალი» კომპონენტი და ყველაფერი საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ.
ცომი სქელი არაჟნისებური უნდა იყოს.
2. გამოაცხვეთ 3 მრგვალი ან 1 მართკუთხედი ფორმის ფენა, 180-185 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში > გაჭერით 3 ნაწილად (თუ ერთს გამოაცხობთ).
3. კრემის მოსამზადებლად, ათქვიდეთ შესქელებული რძე და კარაქი > დაამატეთ კაკაოს ფხვნილი, ყავა (სურვილის შემთხვევაში) და ვანილი > ყველა ფენას* წაუსვით კრემი > ერთმანეთზე დაალაგეთ ფენები და კრემი ზედაპირზეც გადაუსვით.
4. ზემოდან შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გააფორმოთ. მაგ., ცივი გამდნარი შოკოლადით (დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანეთ 35% ნაღები, ჩაყარეთ მასში 100 გრ. დამტვრეული შოკოლადის ფილის ნაწილები და როდესაც შოკოლადი ნაღებში გადნება, გადაასხით ტორტს თავზე), შეგიძლიათ გახეხილი შოკოლადით ან წვრილად დაჭრილი ნიგვზით გააფორმოთ.
* შეგიძლიათ ფენები დანამოთ კიდეც: 50 მლ. წყალს დაამატეთ 2 ს. კ. შაქარი და მოხარშეთ სიროპი > დაუმატეთ 1 ლიმონის (ან ფორთოხლის) წვენი და 30-50 მლ. ვისკი (ბრენდი ან კონიაკი).