x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცხოვრება არ აგეწყოთ? ნახეთ, იქნებ სამყაროს კანონი დაარღვიეთ

არსებობს 7 ძირითადი, საბაზო კანონი, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს სამყარო. ამ კანონების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან. ხოლო ცოდნა — შეცდომებს არ დაგაშვებინებთ, დაგეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში და ბედნიერების მოპოვებაში.


imageimage1. სიცარიელეს კანონი

image

ახალი ფეხსაცმელი თუ გინდათ, ძველი გადაყარეთ. თუ სამოსის განახლებია გინდათ, კარადა დაასუფთავეთ. თქვენი საკუთარი სურვილით უნდა გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან. ახალი მხოლოდ მაშინ მოვა, როდესაც ძველზე უარს იტყვით.

image

2. ცირკულაციის კანონი

image

მზად იყავით რამე დათმოთ თქვენი საკუთრებიდან, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

image

3. წარმოსახვის კანონი

imageთავდაპირველად, თქვენს წარმოსახვაში უნდა წარმოიდგინოთ საკუთარი კეთილდღეობა. ჩამოწერეთ ყველაფერი ფურცელზე და არავის აჩვენოთ, გარდა იმისა, ვისაც ენდობით. შეინახეთ ეს აღწერა სადმე ახლოს, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ.

image

4. შემოქმედების კანონი

image

ადამიანს კეთილდღეობის მიღწევა შეუძლია საკუთარი აზროვნების ენერგიით, ინტუიციით და წარმოსახვით.
image5. გაცემის და მიღების კანონი

image

თუ რამეს გასცემთ, ის გაათმაგებული დაგიბრუნდებათ უკან. როდესაც სიკეთეს ღებულობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ირგვლივმყოფებსაც გაუნაწილოთ. სათანადო პატივისცემით უნდა მოეკიდოთ საკუთარ შესაძლებლობებს. რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების მოპოვებისას, გაიხაროთ და თქვენი სიხარული სხვებსაც გაუზიაროთ. თუ ამას გააკეთებთ, უფრო მეტ სიკეთეს მიიზიდავთ საკუთარი თავისკე.
image6. მეათედის კანონი

image

სამყარომ ყოველთვის უნდა მიიღოს საკუთარი მეათედი. ეს უბრალოდ, შემოსავლის წყაროს მხარდაჭერის კანონია – 10% ყველაფრისგან, რაც თქვენ გეძლევათ. დაეხმარეთ მას ვისაც უჭირს, დახარჯეთ ფული ქველმოქმედებაში. თქვენ არასდროს იცით, როდის და რა პირობებში დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ გაცემული მეათედი. აუცილებელი არ არის, რომ ეს თანხის სახით იყოს. ის შეიძლება ახალი მეგობრის ან გამოჯანმრთელების სახით მოგევლინოთ.
image7. მიტევების კანონი


image

თუ არ შეგიძლიათ მიტევება, თქვენ ვერ მიიღებთ თქვენ წილ სიმდიდრეს. თუ სული სავსეა სიძულვილით, სიყვარული ვეღარ იპოვის მასში საკუთარ ადგილს. თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური გრძნობისგან, რომელიც შიგნიდან გღრღნით და მოსვენებას არ გაძლევთ.

4
2219
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2219
  
2020, 5 იანვარი, 20:43
ყველაფერი კარგია,... მაგრამ რა რთულია მიტევება ზოგჯერ... სიყვარული მტრის! რამხელა სულიერი ძალებია ამისათვის საჭირო...ნეტავი შევძლო, ნეტავი ვინმე მასწავლიდეს... ნეტავი ისე გამაძლიეროს უფალმა მე ცოდვილი ღმერთო, შემეწიე შენს შვილს!
2017, 19 იანვარი, 12:07
მადლობა თქვენ, ოპტიმიზმით რომ მავსებთ :)
2017, 18 იანვარი, 18:27
მადლობა, გაიხარე
2017, 18 იანვარი, 16:10
არაჩვეულებრივია
0 1 4