სხვა მათ ჩვეულებრივი CD დისკები დაჭრეს და ნანახმა ყველა გააოცა 2016, 15 დეკემბერი, 9:10 თუ კი მოგაბეზრათ თავი ძველმა დისკებმა და ისინი ყუილად იკავებს ადგილს თქვენი კომპიუტერის მაგიდის უჯრაში, ეს სტატია სწორედ რომ თქვენთვისაა. ახალგაზრდა წყვილმა ყველაზე მარტივი და კრეატიული გზა გამონახა ძველი კომპაქტური ( CD) დისკებისგან თავის დასაღწევად. ამ უჩვეულო იდეამ, გაენახლებინათ ხელოვნური გზით სწორედაც ძველი, უსარგებლო დისკებისგან სამზარეულოს მოსაწყენი კედელი, სრულიად მნახველი გააოცა.
იდეის ავტორი ვინმე რაინერია, რომელმაც მეუღლე– ილონასთან ერთად თითქმის ორი თვის მანძილზე იმუშავა ამ დიზაინზე და საბოლოოდ მშვენიერი ფერადი მოზაიკა შექმნეს სამზარეულოს ძველ, მოსაწყენ კედელზე.
თუ იდეა მოგეწონებათ და გადაწყვეტთ მსგავსი შექმნათ თქვენი სახლის ნებისმიერ კედელზე, დაგარწმუნებთ წყვილი, რომ ორ თვეზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ, მათ გარკვეული მიზეზების გამო არ შეეძლოთ მხოლოდ ამ დიზაინზე მუშაობა. ამისათვის კი– დაგჭირდებათ გარკვეულო რაოდენობის დისკი, რომლებიც არა მაკრატლის, არამედ "სეკატორის" მეშვეობით უნდა დაჭრათ სხვადასხვა ზომებათ, ხოლო იმისათვის, რომ დიზაინს ცისარტყელის ფერები ჰქონდეს, გაკვრისას შიდა მხარე გარეთ მოაქციეთ. გაკვრის დროს კი გამოიყენეთ კარგი ხარისხის წებო. მართალია პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა შედეგად ნამდვილად ღირს, არ დაიღლებით თუ კი დაიხმართ მეგობრებს ან მხატვარ ახლობლებს, რომლებიც უფრო შეამსუბუქებენ და გაალამაზებენ თქვენს არჩევანს. იხილეთ აგრეთვე: * სუპერ–წებო და სოდა ერთად სასწაულებს ახდენს- გაოცდებით! * 15 ხრიკი სახლის ინტერიერის სრულყოფილებისთვის 1179 16-ს მოსწონს
|