x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
არასოდეს აღარ ჩაღვაროთ საკვების ნარჩენები უნიტაზში! და აი რატომ
ბევრ ჩვენგანს ახასიათებს ეს ჩვევა, რომ საკვების ნარჩენებსა თუ უბრალოდ გაფუჭებულ კერძს ეგერევე უნიტაზში გადავამისამართებთ ხოლმე. ფოტო, რომლის სწრაფი ტირაჟირება მოხდა მთელს მსოფლიოში სოც-ქსელების მეშვეობით, ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა ავტორმა Reddit-მა, რომელმაც განათავსა ფოტო საჯაროდ თქვა, რომ მისმა ბიძამ გადაიღო ერთ-ერთ სასტუმროში და ის სრული რეალობაა. რა მოხდა?


image


"ღამით სასტუმროს საპირფარეშოდან რაღაც ხმაური შემოესმა, რომელიც თავდაპირველად სუსტი იყო, თუმცა დრო და დრო უფრო მკაფიო ხდებოდა და რომ აღარ ჩაწყნარდა, მოითხოვა ადმინისტრაციისგან უნიტაზის დემონტაჟი, რადგან აშკარა იყო ხმა სწორედ იქიდან მოდიოდა. ადმინისტრაციამ უმალ მიიღო ზომები, მოხდა უნიტაზის დემონტაჟი, სადაც მილებში გაჭედილი უშველებელი მღრღნელი ნახეს. იმის გამო, რომ საკმაოდ მოზრდილი იყო, ზევით ამოსვლა ვერ მოახერხა და მილში გაიჭედა"– ყვება Reddit–ი ბიძის ვერსიას.


image



ვირთხები იმ მღრღნელებთაგანნი არიან, რომელთაც შესანიშნავად შეუძლიათ ცურვა, საუკეთესოდ გრძნობენ საკვების სუნს და ნებისმიერ ადგილას შუძლიათ წვდომა. დაუპიატიჟებელი სტუმარი სასტუმროს მე–13 სართულზე, სწორედ ამ მიზეზით გამოჩნდა, რადგან იქ საკვების ნარჩენები ეგულებოდა.


ფოტო თავდაპირველად ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა რა დაინახეს ამაში სახუმარო, წარმოუდგენელია. გარკვეული მიზეზების გამო, თუ რომელ სასტუმროში მოხდა შემთხვევა, არ სახელდება.


ამიტომ გირჩევთ, თუ კი არ გინდათ სახლში დაუპატიჟებლად ვირთხები თუ სხვა პარაზიტები იყოლიოთ, აღარასოდეს ჩაყაროთ უნიტაზში საკვების ნარჩენები.



0
2749
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0