x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
ფანტასტიკური კოლაჟები: რეალურად რამდენად დიდია ჩვენთვის ცნობილი დიდი ზომის ობიექტები?

წარმოგიდგენთ ფოტოსურათების სერიას, რომელიც კევინ ბისბიტმა შექმნა საკუთარი ფანტაზიით და გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით. შედარებისთვის და მათი სიდიდის უკეთესად გასაცნობიერებლად, ობიექტები პლანეტის უჩვეულო ადგილებში არის მოთავსებული. ასევე, შენარჩუნებულია მასშტაბი და პროპორციები.


1. ტიტანიკი U.S.S. Ronald Reagan გემის გემბანზე რომ მოვათავსოთ, ამ უკანასკნელს კიდევ 64 მ. თავისუფალი სივრცე დარჩება.


image



2. ბომბდამშენი B-2 გაჭირვებით დაეტევა ფეხბურთის მოედანზე — რადგან მისი ფრთების სიგრძე 4 მ-ით აღემატება საფეხბურთო მოედნის საზღვრებს.


image



3. ეს კი უილის ტაუერია (ყოფილი სირს ტაუერი – მდებარეობს ჩიკაგოში. არის ყველაზე მაღალი საოფისე შენობა აშშ-ში), მოთავსებული მირის კარიერში (ალმასის საბადო იაკუტიაში). ცათამბჯენის სიმაღლე, ანძების ჩათვლით, 527 მ-ია, ხოლო კარიერის სიღრმე — 525 მ.


image



4. ორბიტალურ სივრცეში, დედამიწის სიახლოვეს, მართლაც რომ იყოს “სიკვდილის ვარსკვლავი" (გამოგონილი მობილური კოსმოსური სადგური და გალაქტიკური სუპერ იარაღი ვარსკვლავური ომების სერიის პირველ ფილმში. აღჭურვილი იყო დაახლოებით 1.7 მილიონი სამხედროთი და 400.000 დროიდით -), მისი ჩრდილი ფლორიდის ნახევარკუნძულს, თითქმის, ნახევარზე დაფარავდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სამხედრო ბაზის დიამეტრი 120 კმ-ია!


image



5. ნავთობის ყველაზე დიდი ტანკერი მსოფლიოში – Knock Nevis ძლივს ეტევა ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტბაში. მისი ტექნიკური მონაცემები ასეთია:

ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი: 1976 წ.
სიგრძე: 458, 45 მ.
სიგანე: 68, 86 მ.
სიჩქარე: 13-16 კვანძი
ეკიპაჟი: 40 კაცი

ტვირთის მასა: 564 763 ტ.



image



6. ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი („ხალიფას კოშკი“) – ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში (828 მ.), ძალიან ორიგინალურას გამოიყურება ნიუ-იორკის ცათამბჯენებს შორის.


image



7. გიგანტური მორიელი Pulmonoscorpius kirktonensis, რომელიც პალეოზოურ ერაში ბინადრობდა, საშუალო ზომის კატის ხელა იყო.


image



imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ფოტოები, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს

საინტერესო და სახალისო ფოტოები ფაუნის სამყაროდან

«ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის» – როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს სინამდვილეში

15 ფოტო ათასობით სიტყვის ნაცვლად. ისტორიული ფოტოები, რომლებიც საკუთარ

25 ისტორიული ფოტოსურათი

თავზე თავად მეტყველებენ

უფრო მეტი, ვიდრე ფოტო

ველური ბუნების ფოტოები პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან

ფოტოსურათები, რომლებიც გაგაოცებთ

ბუნების მიერ შექმნილი შედევრები. შემოდგომა

უჩვეულო საგნები და მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ნანახი არა გქონდეთ

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

0
1475
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0