x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
რატომ აქვს მამაკაცის პერანგს ღილები მარჯვნივ, ქალისას კი მარცხნივ?
ურთიერთობის ფსიქოლოგია მამაკაცსა და ქალს შორის, ეს ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მას არ ასწავლიან სკოლაში და უნივერსიტეტში, არ ატარებენ სპეციალურად მის შემსწავლელ ტრენინგებს, მხოლოდ ცხოვრება და გამოცდილება გვაწვდის მის შესახებ ინფორმაციას. თითქოს ერთი შეხედვით ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა მხოლოდ "გენდერია", ვინაიდან სხვა დანარჩენი პირობებითა და მოთხოვნილებებით ორივე იდენტურია. თანამედროვე მეცნიერები მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და გამოაქვთ ახალ-ახალი დასკვნები, რომ მათ შორის ნამდვილად არსებობს თვისობრივი სხვაობა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ არც დაკვირვებია.


ალბათ ბევრ თქვენგანს შეუნიშნავს მამაკაცის პიჯაკი თუ პერანგი მარჯვენა მხარეს რომ იკვრება, ქალისა კი მარცხნივ, თუმცა ეს სულაც არ უსვამს ხაზს იმას, რომ ამ გზით ეს ორი სქესი უნდა განვასხვავოთ. გასაღები ამ პატარა საიდუმლოსი ბევრად უფრო საინტერესო და გამაოგნებელია. გაინტერესებთ რატომ?


image


ისტორიული წყაროების თანახმად ქალისა და მამაკაცის სამოსის ამ გზით (ღილების განლაგებით) განმასხვავებელი ნიშნული ჯერ კიდევ მე-XIII საუკუნეში გამოჩნდა. მაღალი მოდის პოდიუმზე გამოჩნდა ახალი ტენდენცია- კაბები და ქალის სხვა სამოსი ღილებით, რომელთა მოხმარება მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს შეეძლოთ. ბუნებრივია, რომ ასეთ ქალბატონებს ყავდათ შინა-მოსამსახურე ქალები, რომლებიც არა მარტო სახლის საქმეებით, არამედ ქალბატონების ჩაცმისა და მოკაზმის საკითხებით იყვნენ დაკავებულნი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლების უმეტესობა მემარჯვენეა, ქალბატონების სამოსს ღილები ჰქონდა მარცხნივ, რათა მათ მოახლეებს ისინი ადვილად შეეკრათ. მამაკაცები ხშირ შემთხვევაში თვითონ იცვამდნენ, ამიტომ მათ სამოსს ღილები ჰქონდა მარჯვნივ, რომელიც უფრო მოსახერხებელი იყო შესაკრავად.



როგორც ხედავთ საუკუნეების მანძილზეც არ დაუკარგავს ტრადიციას აქტუალობა, თუმცა მისი წარმოშობის ისტორია დარწმუნებული ვარ ბერვმა თქვენგანმა აქამდე არ იცოდა.

image


იხილეთ აგრეთვე:


* აქამდე შეუმჩნეველი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის

* სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის- 10 სახალისო ფაქტი

* ორივე სქესის საყურადღებოდ! როგორ ამოვიცნოთ ქალი და როგორ ვიბრწყინოთ მამაკაცის გვერდით

* ქალები რომ არ ყოფილიყვნენ...

* რით განსხვავდება ბრძენი ქალი ჭკვიანისგან

0
1189
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0