x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138407
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ახალი წელი 2017. ნაწილი III – საახალწლო ვარცხნილობა მოკლე, საშუალო და გრძელ თმაზე

ახალი წელი საყოველთაო ზეიმია და მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ სად და ვისთან უნდა შევხვდეთ მას, საჭიროა იმაზე დაფიქრება, თუ როგორი სამოსი და ვარცხნილობა მოუხდება იმ გარემოს, სადაც ახალი წლის შეხვედრას ვაპირებთ.


image

image

2017 წლის საახალწლო ვარცხნილობის შექმნის წესი


1. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ კაბა და ფეხსაცმელი, რომელშიც ახალ წელს შევხვდებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ფიქრი ვარცხნილობაზე.

2. ვარცხნილობა, განსაკუთრებით საზეიმო, ყოველთვის ასაკს მატებს გოგონას. ამიტომ, რაც უფრო რთული იქნება ვარცხნილობა, მით უფრო დიდი შეხედულება აქვს გოგონას. თუმცა, ქალებზე ეს ვარცხნილობა შებრუნებით მოქმედებს. საზეიმო ვარცხნილობა ქალბატონებს აახალგაზრდავებს.

3. დამდეგი ახალი წლისთვის, ვარცხნილობის შერჩევის დროს, მთავარი წესი გარეგნობის ლამაზი მხარეების წარმოჩენა და ნაკლის დამალვა არის. თუ ლამაზი, მაღალი კისერი ან ლამაზი მხრები აქვს ადამიანს, ისეთი ვრცხნილობა უნდა გაიკეთოს, რომელიც თმის ზევით აწევას ითვალისწინებს, ხოლო კანთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში – ვარცხნილობა ზურგს და სახის ნაწილს უნდა ფარავდეს, რაც მიმზიდველ გარეგნობას შექმნის და საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს.

image

როგორი ვარცხნილობა მოეწონება 2017 წლის სიმბოლოს — მამალს?

image

მომავალი წლის სიმბოლოს — ცეცხლოვან მამალს კლასიკური, თვალშისაცემი ვარცხნილობები მოსწონს. ამიტომ, ვარცხნილობის შერჩევის დროს, ყურადშება უნდა მიექცეს გასული საუკუნის 30-იანი წლების სტილს.


image

image

ვარცხნილობა მათთვის, ვისაც მოკლე თმა აქვს


მოკლე თმა – არ არის იმის მიზეზი, რომ უარი თქვათ საზეიმო ვარცხნილობის გაკეთებაზე. ასეთი სიგრძე საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა სახის აქსესუარები გამოიყენოთ, თმისთვის გარკვეული ფორმის მიცემის შემდეგ:


image

1. რგოლი – ყველაზე მარტივი საშუალებაა ვარცხნილობის გასალამაზებლად. ასეთი აქსესუარი ადვილად მაგრდება თმაზე.

2. დიადემა – იძლევა საშუალებას, რომ მისმა მფლობელმა განსაკუთრებულად იგრძნოს თავი, ახალი წლის ღამეს. დიადემა შეიძლება იყოს პატარა გვირგვინის ფორმის ან ღია რგოლი ყვავილებით, ქვებით, თასმებით ან ბუმბულებით. ისეთი, რომ თქვენს სამოსს და ვარცხნილობას უხდებოდეს.

image

ვარცხნილობა მათთვის, ვისაც საშუალო სიგრძის თმა აქვს


უმრავლესობას სწორედ ასეთი სიგრძის თმა აქვს და ეს სიგრძე სტილისტებისთვისაც უფრო მისაღებია, ვიდრე დანარჩენი ორი. ასეთი თმის ვარცხნილობა ძალიან ლამაზი და დახვეწილი შეიძლება იყოს.

image

საშუალო სიგრძის თმის საზეიმო ვარცხნილობის ორი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი არსებობს: კულულები რომანტიკულ სტილში და სხვადასხვა სახის აქსესუარებით დამშვენებული, ზევით აწეული და უკან შეკრული თმა ე. წ. ცხენის კუდი.

image

ვარცხნილობა მათთვის, ვისაც გრძელი თმა აქვს


ის ვისაც გრძელი თმა აქვს, ვარცხნილობის შექმნის დროს, უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა დანარჩენები – გრძელი თმისთვის უამრავი ვარცხნილობა არსებობს და მათ შორის არჩევანის გაკეთება რთული არ იქნება.

image

ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ თმა რაც უფრო გრძელი არის, მის ჯანმრთელობაზე უფრო მეტი მზრუნვა არის საჭირო. ამიტომ, თუ საახალწლოდ ვარცხნილობის გაკეთებას დააპირებთ — თმაზე ჯერ დამცავი კრემი წაისვით, რომ მან დღესასწაულების შემდეგაც არ დაკარგოს მომხიბვლელობა.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესი იქნება:


* ახალი წელი 2017. ნაწილი I – საახალწლო მენიუ

* ახალი წელი 2017. ნაწილი II – საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად და საახალწლო სამოსი ქალის, კაცის და ბავშვებისთვის
* საუკეთესო საჩუქარი ახალი წლისთვის

* იდეალური საჩუქარი ანუ რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს და მეგობრებს
* გააკეთეთ საახალწლო მორთულობები მაკარონისგან - მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდი!
* ხელსახოცების დაკეცვის 50 კრეატიული იდეა, რომელიც ელეგანტურობას შესძენს თქვენს სუფრას
* თოვლის პაპა არ არსებობს!-გეყოთ ბავშვების მოტყუება!
* 3 წუთი, რომელიც სრულმეტრაჟიან ფილმზე მეტს იტევს. ეს ყველამ უნდა ნახოს!
* თბილისის ნაძვის ხე მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეების სიაში მოხვდა
* Forbes-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმი დაასახელა

image

0
510
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0