სხვა ჩვეულებრივი სოდა დაიტანეთ ქუთუთოებზე და ნახეთ რა მოხდება– საოცარია 2016, 4 დეკემბერი, 13:43 ბევრ თქვენგანს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ იაროს კოსმეტოლოგთან და გადაიხადოს სახის გაწმენდვის პროცედურებში საკმაოდ სოლიდური თანხები. ამიტომ გვირჩევნია მივმართოთ მამა-პაპურ მეთოდებს, რომლებიც გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვიტანს. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ საცხობი სოდა ყველაზე საუკეთესო საშუალებაა თქვენი კანისთვის, რომელსაც ერთდროულად დამცავი, სამკურნალო და აღმდგენი ფუნქცია გააჩნია, ვინაიდან ეს თეთრი ფხვნილი ეხმარება სხეულს ებრძოლოს ფაქტერიებს, ასუფთავებს კანს, აქვს აკნეს ეფექტი და ეხმარება კანს გახდეს გლუვი და რბილი. ამიტომ, ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ თუ მოვინდომებთ სოდით ნიღბის გაკეთებას, ნამდვილად არ ვინანებთ, რადგან ის ჩვენს იმედებს არ გააცრუებს. სახის ნიღაბი საკვები სოდისგან. საკვები სოდისგან სახის ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი გრილი წყალი და 1, 5 სუფრის კოვზი სოდა. აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს და დაიტანეთ ქუთუთოებსა და სურვილის მიხედვით სახის მთელს კანზე. გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ კანის დამატენიანებლის გამოყენება, ოღონდ ისეთის, რომელიც არ შეიცავს ზეთს. რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სოდის ნიღაბს სახის კანისთვის? * საცხობი სოდა ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს კანის გაწმენდას და საგრძნობლად ამცირებს კანის ანთებით პროცესებს. ის კანის აღმდგენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. * საცხობი სოდა არამარტო ეხმარება კანს ანთებითი პროცესების ჩაქრობაში, არამედ ატენიანებს და არბილებს მას. * გარდა ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი ეფექტისა კი, სოდა კარგად ასუფთავებს კანის ფორებს და შთანთქავს კანზე არსებულ ცხიმებს, რის შედეგადაც კანი უკეთ სუნთქავს და დაბინძურებისგან დაცული ხდება. იხილეთ აგრეთვე: 14497 19-ს მოსწონს
|