x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138509
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512185
რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წელს გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების რისკებთან შეადარა ერთმანეთს დამუშავებული ხორცპროდუქტები (სოსისი, ძეხვი და სხვა) და სიგარეტისა და აზბესტის გამოყენება.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დამუშავებული ხორცი მნიშვნელოვნად ზრდის ნაწლავების კიბოს რისკს და ამიტომ მოგვიწოდებენ მნიშვნელოვნად შევზღუდოთ მათი გამოყენება. მათივე გაფრთხილებით, დღეში მხოლოდ 50 გრამი დამუშავებული ხორცპროდუქტის მიღებაა რეკომენდებული.


image


რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?



მანამ, სანამ მათ მავნებლობაზე გვესაუბრებიან, ექსპერტებმა შეგვახსენეს, რომ ცხოველები, რომელთა ხორციც ამ პროდუქტებში გამოიყენება, იზრდებიან უმოძრაოდ კვების რეჟიმში, რის გამოც მათი ხორცი ქონით სავსე- ღია ფერისაა, კონსისტენცია კი ფხვიერია. თუ ცხოველები იკვებებიან ბალახით, სიმინდით, ცილოვანი დანამატებით და ცხოვრობენ საძოვრების გამოყენებით, მათი ხორცი მაინც და შეიძლება ითქვას უფრო მეტად ცხიმოვანი და მავნეა. (ნაგულისხმებია ამ ხორცის დამუშავებით პროდუქტების შექმნა)


ცხოველების დაკვლის შემდეგ ძვლისა და კანის ცხიმის მაქსიმალური გამოწვილვა ხდება, რაც შემდეგ ემატება ფარშირებულ ხორცს, რათა მეტად წვნიანი და ნოყიერი იყოს პროდუქტი. გარდა ამისა, გამოიყენება ასევე პალმის ზეთი, რომელიც საგრძნობლად ცვლის ფარშის სტრუქტურას და ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემქმნელი ხდება. არადა, ბუნებრივი სახით პალმის ზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო (ბედის ირონია).



ნატრიუმის ნიტრატი მავნე კონსერვანტია, რომელიც ფარშს ორი მიზეზის გამო ემატება: პირველი იმიტომ, რომ ის ბუნებრივი ცხიმის ელფერს ტოვებს და ხორცს ნათელ-წითელ ფერს ძენს; მეორე კი ის ძლიერი კონსერვანტია, რომელიც ხელს უშლის გვამის ბაქტერიებს განვითარებაში. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნატრიუმის ნიტრიტის საკვებში გამოყენება იწვევს კუჭის კიბოს, თუმცა ამ კომპონენტის გარეშე ხორცი თუნდაც მაცივარში იყოს, რამოდენიმე საათში ლპობას დაიწყებს.


გსმენიათ ალბათ, რომ ხორცპროდუქტებში გემოს დანამატები ძირითადი მავნე ნივთიერებებია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს სიმართლე არაა. გემოს დანამატად გამოიყენება ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც არანაირი გვერდითი ეფექტი და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველობა არ გააჩნია. ის ფართოდ გვხვდება პომიდორში, ყველში და სხვა პროდუქტებში. ფარშს გემოსთვის 192 C-ზე ვაკუმში ნახშირორჟანგისა და მაღალი წნეხვის ქვეშ ემატება მცენარეული ცხიმი, სტაბილიზატორები და კონსერვანტები, რომლებიც რაღა თქმა უნდა მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.



მაშასადამე, თანამედროვე ძეხვეული ქიმიური პროდუქტების კომპლექსია, ცოტა მათგანს თუ შეგვიძლია ვუწოდოთ ხორც-პროდუქტი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხორცპროდუქტების შეწვა და მოხარშვა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან მათში შემავალი კომპონენტები ხდება აგრესიულად ოქსიდირებული, რაც კანცეროგენულია და იწვევს კიბოს პროვოცირებას.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა ძეხვეულისა და სხვა ხორციპროდუქტების მავნებლობა ჯანმრთელობისათვის და გვაძლევენ რეკომენდაციას არ მივირთვათ, ან მივირთვათ არაუმეტეს 50 გრამი დღეში.



იხილეთ აგრეთვე:


ეს პროდუქტები მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ!


ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ


ვაშლის ჭამამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ


რა სერიოზული საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას ჩვეულებრივმა პურმა?


როგორ გამოვდევნოთ ბოსტნეულიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ


როგორ გამოვდევნოთ ხილიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ (მე-2 ნაწილი)

10 ყველაზე ბინძური პროდუქტი, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ


როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად


14 პროდუქტი, რომლებიც ერთად არ უნდა მივირთვად - ჯანმრთელობის ოქროს წესი


რატომ უნდა შეწყვიტოთ ყავის სმა.


"ჯანმრთელობა სილამაზის შემადგენელი ნაწილია". (შაქარი არის ნარკოტიკი)


ტიბეტელი ბერების საუკუნო საიდუმლოს ფარდა აეხადა- ჯანმრთელობის ელექსირი ცნობილია


რა მოგვივა, თუ თაფლს ყოველდღე შევჭამთ?


გარგარის კურკა კიბოს წინააღმდეგ- ის, რაც აქამდე არ იცოდით


შარდში მოხარშული კვერცხები- კიდევ ერთი ამაზრზენი დელიკატესი


ვეგეტარიანელები სქესობრივად "დუნენი" არიან - ვეგეტარიანული კვების პლუს-მინუსები


პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ





8
1885
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1885
  
2016, 23 ნოემბერი, 20:17
:))
კარდონს მოინელებ ქიმიას ვერა :((
2016, 23 ნოემბერი, 20:06
ზეიკიძე და რაღაც სომხური სერველადიც მასე არ ღირს? :)) ნეტა "კარდონი" მაინც იყოს შემადგენლობაში და სხვა უარესი არაფერი :))
2016, 23 ნოემბერი, 19:52
აბა რა მაკა, ერთი "ბრენდი" იყო 2 ლარად ყიდდა მოზრდილ შებოლილ ძეხვს, ძაღლსაც კი არ ვაჭმევ პირადად ეგეთს...
2016, 23 ნოემბერი, 19:49
გეთანხმები გუჯა, როდესაც ხორცი კილოგრამი 14-15 ლარი ღირს, როგორ შეიძლება დამუშავებული ხორცპროდუქტი 6-8 ლარი და თუნდაც 11 ლარი ღირდეს?
2016, 23 ნოემბერი, 16:23
იყიდეთ ხარისხის ნიშნით დაცული საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქცია და ყველაფერი კარგად იქნება.
8 ლარად რომ ძეხვს იყიდი ის რა უნდა იყოს თუ არა ქიმია? :)
სტატია კი საინტერესოა
2016, 22 ნოემბერი, 18:21
მადლობა ლეელ, საყვარელო
2016, 22 ნოემბერი, 18:15
კი მავნებელია და რამე მარა გემრიელი რომაა? :დდ
2016, 22 ნოემბერი, 10:58
ვფიქრობ, ამ პროდუქტზე კატეგორიულად უნდა თქვას ყველამ უარი და საერთოდ ამოიღონ რაციონიდან!!! სტატია კი როგორ ყოველთვის საინტერესო და ინფორმატიულია!
0 1 8