ქალი და მამაკაცი სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება 2016, 18 ნოემბერი, 9:12 ბევრი თქვენგანი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ჯანმრთელობა და გონივრული უნარები მჭიდროდაა დაკავშირებული პირად ჰიგიენასთან. ალბათ ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ რაც არ უნდა მოვუაროთ თავს, თუნდაც ორჯერ მივიღოთ დღეში შხაპი, გვრჩება სხეულის ერთი ნაწილი მოსავლელი, სადაც 67-ზე მეტი სახეობის ბაქტერიაა და ჰიგიენურად სუფთად აღარ ვითვლებით. დღევანდელ სტატიაში სწორედ სხეულის ამ ნაწილზე მინდა გესაუბროდ და განგიმარტოდ თუ როგორი მოვლა და ზრუნვაა მასზე საჭირო, ბაქტერიები ხომ მრავალი დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
რეგულარულ შხაპს შეუძლია მოგვაცილოს სხეულიდან ასობით ბაქტერია, თუმცა შხაპიდან გამოსვლის შემდეგ გვრჩება სხეულის ერთი ნაწილი, რომელზე განსაკუთრებული მოვლაც გვავიწყდება და ამიტომ ის ისევ ბინძური რჩება. ვერ წარმოიდგენთ და ეს არის ჭიპი. დიახ ჭიპი, რომელიც იდეალური ადგილია ბაქტერიებისთვის. იმის გამო, რომ ჭიპი ჩვენი სხეულის ზედაპირიდან ჩაზნექილია, მასში გროვდება კანის მკვდარი უჯრედები, ქსოვილის ნაწილები, მტვერი, მარილები, რასაც შხაპის დროს ემატება საპონი და ის კიდევ ხელს უწყობს ამ ბაქტერიებს ზრდასა და განვითარებაში. ამიტომ აუცილებელია მასზე განსაკუთრებული მოვლა სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით. ჭიპის გასუფთავების სწორი მეთოდი: შხაპის მიღების წინ ბამბა დაასველეთ სპირტში (სამედიცინო ან ოჯახის) და გამოისუფთავეთ ჭიპი. გააკეთეთ ბამბის ახალი ტამპონი, რომელზეც დაატანთ საშხაპე გელს და უკვე აბაზანაში ყოფნის დროს გამოისუფთავეთ ჭიპი. შხაპის მიღების შემდეგ კარგად გამოირეცხეთ ჭიპი თბილი წყლით და შეიმშრალეთ რბილი ქსოვილის პირსახოცით (უმჯობესია პირსახოცი იყოს ბამბის ქსოვილის). ნუ დაზარდებით ამ მეტად მარტივ მეთოდს სწორად მოუაროთ ჭიპს და აიცილოდ თავიდან მოსალოდნელი დაავადებები. იხილეთ აგრეთვე: რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"? აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის? თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ! როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ? აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ! როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები ჭამის შემდეგ აღარასოდეს მოიქცეთ ასე... რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი? აღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზე 23165 27-ს მოსწონს
|