x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ცხოვრების 12 კანონი, რომელიც რეალურად მოქმედებს

ნიუტონის III კანონის თანახმად: «ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება». მაგრამ, ეს მხოლოდ ფიზიკურ მოვლენებს არ ეხება — როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, ვსაუბრობთ ან რამეს ვაკეთებთ, ჩვენ იმ ძალების ამოქმედების პროვოცირებას ვახდენთ, რომელებიც იგივე სახით მოქმედებენ ჩვენზე.


imageimage

1. მიზეზის და შედეგის კანონი


რაც არ უნდა გავაკეთოთ ამ სამყაროში, ყველაფერს უკან დაგვიბრუნებს. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა სიყვარულის, ნამდვილი მეგობრობის და ბედნიერების მოპოვება, პირველ რიგში, თავადვე უნდა გვიყვარდეს ახლობლები, უნდა ვიყოთ ერთგული მეგობარი და სხვებს მივანიჭოთ ბედნიერება.

image

image

image

2. შექმნის კანონი

imageშინაგანი მდგომარეობის გასაღები — ყველასგან და ყველაფრისგან, ჩვენი დამოუკიდებლობა არის. ამასთან, ყოველთვის ის უნდა ვიყოთ, ვინც ვართ და იმ ადამიანებთან და ნივთებთან გვქონდეს ურთიერთობა, ვინც და რაც მართლა გვიყვარს და გვინდა ვიხილოთ ჩვენს ცხოვრებაში.

image

image

image

3. მორჩილების კანონი

imageჩვენ ვერ შევცვლით სიტუაციას მანამდე, ვიდრე მას არ მივიღებთ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიღაცაში მხოლოდ მტერს ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით მზად არა ვართ, ცხოვრების უფრო მაღალ დონეზე გადასასვლელად.

image

image

image

4. ზრდის კანონი

imageმთავარი ჩვენთვის ის არის, რომ ჩვენ თვითონ შევიცვალოთ და გავიზარდოთ და არა ადამიანები, ქალაქები და ტექნოლოგიები ჩვენს ირგვლივ. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლე და დრო, რომელიც გვეძლევა — ყველაფერია, რაც რეალურად გაგვაჩნია.

image

image

image

5. პასუხისმგებლობის კანონი

imageცხოვრება — სარკეა. როდესაც მასში რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავად გვაქვს შინაგანი პრობლემა. ამიტომ, ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, პასუხიზმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ და სხვაგან არ ვეძებოთ დამნაშავეები.

image

image

image

6. კავშირის კანონი

imageთუ იმას, რასაც ვაკეთებთ, უმნიშვნელოდ გვეჩვენება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია — პირველი ნაბიჯი არ შეიძლება ბოლოზე მნიშვნელოვანი იყოს და შედეგის მისაღებად, ორივე აუცილებელია.

image

image

image7. კონცენტრაციის კანონი

imageარ შეიძლება ერთდროულად ორ რამეზე ფიქრი. თუ კონცენტრაციას მოვახდენთ რაიმე მნიშვნელოვანზე, მაგ., სულიერ ფასეულობაზე, მაშინ ჩვენს თავში ადგილი აღარ დარჩება სიხარბისთვის და მრისხანებისთვის.

image

image

image8. შემეცნების კანონი

imageჩვენ რეალურად ვგებულობთ და ვღებულობთ მხოლოდ იმას, რაც პრაქტიკაში გამოვცადეთ. თუ ჩვენ ვთვლით რაღაცას სიმართლედ, მაგრამ მზად არა ვართ ამის დასამტკიცებლად — ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ აზრი გაგვაჩნია და არა ცოდნა.

image

image

image

9. კანონი «აქ და ახლავე»

imageწარსულში ქექვას და აკვიატებულ ოცნებებს მომავალზე, ჩვენი ყურადღება იმისგან გადააქვს, რაც მოცემულ მომენტში ხდება. ხოლო, ქცევის ძველი წესები და ძველი ოცნებები, ხელს გვიშლის ახლის პოვნაში.

image

imageimage10. ცვლილების კანონი


imageისტორია მანამდე მეორდება, ვიდრე სათანადო დასკვნას არ გავაკეთებთ, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის და სხვა გზაზე დაგვაყენებს.

image

imageimage11. მოთმინების და დაჯილდოების კანონი

imageნებისმიერი ჯილდოს მიღება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ხოლო, ცხოვრების ჭეშმარიტი სიხარული იმაში მდგომარეობს, რომ ჯიუტად გავაგრძელოთ შრომა, იმ რწმენით, რომ ადრე თუ გვიან, დასახულ მიზანს მივაღწევთ.

image

image

image

12. მიღების კანონი

imageჩვენ მხოლოდ იმას ვღებულობთ, რასაც ვიმსახურებთ და იმ რაღაცის ჭეშმარიტი ფასეულობა, რასაც ვღებულობთ, ყოველთვის ენერგიის და ძალის ტოლია, რომელსაც გავცემთ. მაგრამ, მხოლოდ მას, ვისაც გაცემა უყვარს, შეუძლია მიიღოს რამე შთამბეჭდავი.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageგაიმეორეთ ეს მაგიური სიტყვები ყოველდღე და თქვენი ცხოვრება შეიცვლება

ოქროს წესი «3 რამ»

10 უბრალო რჩევა პიროვნული განვითარების და კარიერაული წინსვლისთვის

ძალიან სასარგებლო რჩევები წარმატების მოსაპოვებლად და არა მხოლოდ

2 ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია

25 მაქსიმალურად სასარგებლო რჩევა წარმატების მოსაპოვებლად. დაიწყეთ ორშაბათიდან!!!

თუ გინდათ, რომ წარმატებული იყოთ...

5 ცხოვრებისეული მინი-გაკვეთილი

image

0
395
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0