ქალი და მამაკაცი რისგან გვიცავს სლოკინი და მთქნარება? ჩვენი სხეულის 9 თავდაცვითი სისტემა, რომელთა შესახებ არ იცოდით 2016, 12 ნოემბერი, 10:19 ჩვენი ორგანიზმი სისტემების კომპლექსური კომბინაციაა, რომლებიც რთულად გასაგებია, თუმცა ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას ასრულებენ კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ისინი გვიცავენ სხვადასხვა გარემო ფაქტორებისგან, რომელთაც შეუძლიათ ავნონ ჩვენს ჯანმრთელობას. დღე არ გავა არ დავამთქნაროდ და არ დავაცემინოთ, თუმცა ვერც კი წარმოიდგენთ რისგან გვიცავენ ეს და კიდევ სხვა ფუნქციები.
მოკლედ, წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზმის 9 სისტემას, რომელთაც თავდაცვითი მიზანი გააჩნიათ. 1. მთქნარება. მთქნარების ძირითადი ფუნქციაა გააგრილოს ჩვენი ტვინი, როდესაც ის გადაიღლება ან გადახურდება. 2. ცემინება. როგორც წესი, ვაცემინებთ მაშინ, როდესაც ცხვირის გარსში გროვდება ალერგენები, მიკრობები და მტვერი, რომლებიც გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენენ. ცემინებით ჩვენ თავს ვაღწევთ მათ. 3. გაზმორვა. გაზმორვის დროს ორგანიზმს ვამზადებთ ფიზიკური მუშაობისთვის, ამ დროს იჭიმება კუნთები და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და განწყობა. 4. სლოკინი. როდესაც სწრაფად ჭამთ, ან გადაჭარბებულად, ამ დროს ვერ ხდება ლუკმების დამუშავება და ღიზიანდება კუჭის ე.წ. მოხეტიალე ნერვი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს კუჭსა და დიაფრაგმასთან და ამიტომ ვასლოკინებთ. 5. მიოკლონური კრუნჩხვა. მიოკლონური კრუნჩხვა ბევრმა თქვენგანმა არ იცის რა პროცესს ჰქვია, თუმცა უმეტესი თქვენგანი განიცდის. როდესაც საწოლში წვებით დასაძინებლად, მყისიერად ძილსა და სიზმარში მიდიხართ და უცებ რაღაც შეგაქანებთ ან გადმოგაგდებთ საწოლიდან. დაწოლისთანავე სიზმრები იწვევს თქვენი კუნთების დაჭიმულობას, სიზმარში გადმოვარდნა, ჩავარდნა და დაცემა კი მიოკლონურ კრუნჩხვას. ფაქტია, რომ როდესაც გძინავთ, სუნთქვა, პულსი და გულის მუშაობაც სუსტდება, კუნთები და ორგანიზმი კი მოდუნებულია, ტვინი ამას აღიქვამს და სიკვდილისპირა დმგომარეობასთან აიგივებს. სწრაფად ჩაძინების და სიზმრის შემთხვევაში კი, რადგან კუნთები დაძაბულია და რითმიც დარღვეულია, ქვეცნობიერად გადარჩენის მიზნით ტვინი ცდილობს თქვენს გადარჩენას მიოკლონური კრუნჩხვით. 6. ტენისგან კანის შეშუპება (დაბებრება). თითების შეშუპება განსაზღვრულ როლს თამაშობს. მისი ზედაპირი პრიალაა, თუმცა წყალში განსაზღვრული დროით ყოფნის შემდეგ კი დანაოჭება ხდება, რაც აიხსნება იმით, რომ გლუვ ზედაპირიან საგნებს ადვილად მოვეჭიდოთ. 7. მეხსიერების დაკარგვა. მეხსიერების დაკარგვა ძირითადად მძიმე ფატქების შედეგად ხდება (ძლიერი სტრესი, ავტოკატასტროფა და ა.შ) ტვინი თავად შლის ამ საშინელ მომენტებს ჩვენი მეხსიერებიდან. 8. ქათმის კანი (ტაოს დაყრა). ძირითადად მაშინ "გვბურძგლავს", როდესაც ჩამთბარზე გვცივა, ამ დროს კი კანის ფორების დაბლოკვა ხდება, რათა კანის ფორებში არ შეაღწიოს სიცივემ და შეუნარჩუნოს ორგანიზმს თბილი კლიმატი. 9. ცრემლი. გარდა იმისა, რომ ცრემლი თვალის დამცველობით ფუნქციას ასრულებს, ის ასევე ემოციური თვადაცვის ინსტრუმენტია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სტრესის დროს ორგანიზმი ქმნის ახალ, ძალიან ძლიერ გაღიზიანების ცენტრს, რათა აღნიშნული ტკივილი შემსუბუქდეს და გადაგვავიწყდეს. მაშასადამე, ჩვენი სხეული მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მუშაობს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. 8866 24-ს მოსწონს 1-ს არა
|