x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"კომბლეების თლას და ჭერში წყობას, მიეხედა თავისი ცხვრებისთვის, რომ თავში აღარ ჩაეცხო..."
imageგანათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ქართული ზღაპრის გმირის, კომბლეს შესახებ გამოთქმულმა მოსაზრებამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მინისტრის თქმით "კომბლე ცუდი მეცხვარე და მოძალადეა".

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ალექსანდრე ჯეჯელავას ამ მოსაზრებას "ფეისბუქით" გამოეხმაურა, რასაც მისი მეგობრების მხრიდან დიდი განსჯა და ხალისი მოყვა:

"1. კომბლე მოძალადეა.
2. ნაცარქექია ზარმაცი და თაღლითი.
3. განათლების მინისტრი ჯიგარი, ეს რომ თქვა."

აი, რას წერენ კომენტარებში:



ანა ბუკია-დარწმუნებული ვარ, ჯეჯელავას აზრადაც არ გაუვლია ქართული ხალხური ზღაპრების მნიშვნელობის დაკნინება, უბრალოდ, რაღაცებს, ალბათ, სჭირდება გადაფასება.მაინცადამაინც "კომბლეს" არ ვგულისხმობ...

ნანუკა- და რაღაცეებს თავის სახელის დარქმევა. ამიტომაც სწორი ქნა, ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომელი გმირი -როგორია. ზღაპრის გმირი არ ნიშნავს სავალდებულოდ კარგს...

"და რატომაა კომბლე მოძალადე? ცხვრებმა უთხრეს, არ შეგვჭამო, თორემ კომბლე თავში ჩაგცხებაო. მაინც მისი ქონება მიითვისა მგელმა, თანაც შეჭამა. კომბლეც ადგა და სამართლიანობა აღადგინა, ვახ!

ნანუკა-რა გზით... და თან კიდევ მგელს, სხვისი ცხვრების "მოპარვაში" რომ დაეთანხმა რა გაგებაა?

რა სხვისი, ის ორი ცხვარი კომბლესი არ იყო? იარა კაცმა, რა ცხოველსაც ჩიჩია არ ჰქონდა, ხელი არ ახლო. მგელი კიდევ მოლაპარაკების შედეგად ხომ არ ამოაყლაპებდა იმ ცხვრებს?"

"არა, მე კომბლეს არაფერს ვერჩი. რომ ამბობენ, კომბლებს რატო თლიდა, ალბათ, უსაქმური იყოო, - ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მგლებისგან მომდინარე საფრთხე როცა არსებობდა, ბუნებრივია, კომბლებიც მზად უნდა ჰქონოდა, ალბათ ...

ნანუკა-კომბლე რა კაციაო, კომბლე ის კაციაო, კომბლეს თლის და ჭერში აწყობსო, ვინც ჩვენს მოგვიტაცებს თავში ჩაცხებსო... კომბლეების თლას და ჭერში წყობას, მიეხედა თავისი ცხვრებისთვის, რომ თავში აღარ ჩაეცხო..."


"ძლიან კი გავერთე მთელი დღე. მასე, ფიფქიას პრინცი ნეკროფილი იყო, რამდენი ხნის მკვდარი ქალი რომ შეუყვარდა, მარა ხმას კი არ ვიღებთ, ვახ!"

"ეგრე მე იმდენი ქართველი "ნეკროფილი" მინახავს, მკვდარს რომ ვერ ააგლიჯავ, განსაკუთრებით კაცები, ქელეხში კარგად რომ გამოტყვრებიან და მერე გაახსენდებათ გარდაცვილის კოცნა-პროშნა..."

"რაც ცხოვრებაში რეალობაა ისაა ზღაპრის მორალიც... წართმეულს მოფერებით ვერ დაიბრუნებ, კარგი ცხოვრება ნაცარქექიას ნაირებს რომ აქვთ აწყობილი, ზუსტადაც რომ გაიძვერობით, ესეც რეალობაა... ასე რომ არც ზღაპრები მოსულა ჰაერიდან."image"ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები ხშირ შემთხვევაში სულაც არ არიან ისეთი გმირები, რომლებისგანაც ბავშვები თუნდაც ჰუმანიზმს ისწავლიდნენ... ზოგჯერ იმდენი სისასტიკეა ამ ზღაპრებში, რომ მე პირადად ჩემს შვილებისთვის წინასწარ ვარჩევ ხოლმე ტექსტებს..."

"ზღაპარმა მარტივად თქვა ჭეშმარიტებაი" ამბობს სულხან-საბა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ზღაპარს, ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სიუჟეტით თავისი სიმბოლური, ჰერმენევტიკული ფონი გააჩნია. ეს კი, როგორც წესი ფილოსოფიურია. ბავშვი, როგორც უშუალოდ შემეცნების უნარის ჯერ კიდევ მქონე, ამას თავისებურად, ხედავს, ჭვრეტს. ცხადია, არა ლოგიკურად, აზრობრივად, ცნებითად, არამედ უშუალოდ. მეორეც, მარტო ქართულ ზღაპრებშია ძალადობრივი შინაარსის სიუჟეტები? სხვა ხალხთა ზღაპრებში არ არის? და ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებლის" ან ჯოანა როულინგის "ჰარი პოტერის" თანამედროვე ზღაპრები ამისგან სულ დაცლილია?

მერე მეორე, ალბათ მინისტრმა ისიც არ იცის რომ, სუპერგმირებმა, რომელიც მას ასე მოსწონს, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეატანინეს ბავშვებსა და მოზარდებს ამერიკაში, რასაც მოჰყვა არასრულფასოვნების კომპლექსის განვითარება. ალბათ არც ის ახსოვს რომ, შტატებში უბედური შემთხვევა მოხდა, როდესაც პატარა ბიჭი ცოცხით გადმოხტა აივნიდან, გაფრენის იმედით. სანამ ასეთი დაბეჯითებით გააკეთებს განათლების მინისტრი განცხადებას, დაინტერესდეს ალბათ უნდა და ფსიქოლოგებსაც კითხოს აზრი, ან გამოიყენოს ინტერნეტით კაცობრიობისათვის მინიჭებული "ძალა", საკუთარი შესანიშნავი ინგლისური ენის ცოდნა და პატარა მოკვლევა ჩაატაროს. ასე რომ, come on ნანუკა, სიჯიგრეს ხანდახან სიბრძნე სჯობს. "

"წითელქუდა კანიბალიზმზეა, კარლსონი ქურდია, ბატი-ტასიკო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, კონკიაზე დედინაცვალი ასევე ძალადობს, ჯერიც ძალადობს ტომზე, ამცირებს, აბა?! თერძი ბესო მატყუარაა, "წუნა და წრუწუნას" ყვავი არის ტერორისტი და ბაბაიაგა სადისტი!"

0
395
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0