x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
მელანია ტრამპი-10 საინტერესო ფაქტი აშშ-ს პირველ ლედიზე
imageამ დღეების მთავარი გმირი რა თქმა უნდა აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, თუმცა არანაკლები ყურადღების ღირსია ამერიკის ახალი პირველი ლედი მელანია ტრამპი.

მოდით გავიხედოთ წარსულში და გავარკვიოთ ვინ იყო და რას წარმოადგენდა ეს ქალბატონი, რომელსაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვს პრეტენზია მთელს მსოფლიოში ულამაზესი პირველი ლედის ტიტული მოირგოს.





1)მელანია დაიბადა ქალაქ სევნიცაში, იუგოსლავია(ახლანდელი სლოვენია), მამამისი ავტოსალონში მუშაობდა, ხოლო დედა ბავშვთა ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკაში.

image


ფოტოზე: 7 წლის მელანის პირველი სამოდელო ნაბიჯები(1977 წელი)




2)16 წლის ასაკში სწავლა განაგრძო არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე, პირველსავე კურსზე სწავლა მიატოვა და სამოდელი ბიზნესი აირჩია, არც შემცდარა, მისი ოჯახი მილანში გადაბარგდა, იქვე მოაწყო პირველი ჩვენება მელანიმ .აქედან იწყება მისი სამოდელო კარიერა.


image




3)მელანია პრაქტიკულად ყველა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე იყო.მათ შორის: Vogue, Harper's Bazaar, Ocean Drive, In Style, New York Magazine, Avenue, Allure, Vanity Fair, Self, Glamour, Elle, GQ და Sports Illustrated Swimsuit -ი.მოდელი არც პროვოკაციულ ფოტოებზე ამბობდა უარს.

image

imageimageimage

4) იცის 5 ენა:სერბული, ინგლისური, ფრანგული, სერბული და გერმანული.


image




5)როდესაც სამოდელო კარიერა ნელნელა უკან წავიდა, ამის შემდეგ მელანიამ გადაწყვიტა აშშ-ში გადასვლა, იქ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს პაულო ზამპოლის სააგენტოსთან, რომელიც დახურულ შეხვედრაზე უშვებდა მოდელებს, სადაც ცნობილი ფოტოგრაფები, პროდიუსერები და მდიდარი ადამიანები იკრიბებოდნენ.აქვე გაიცნო დონალდ ტრამპმა მელანია კნავსი.


ტრამპი იმ დროს 52 წლის იყო, ხოლო კნავსი 28 წლის.

image



6)2004 წელს მელანია და დონალდი დაინიშნენ.მილიარდლემა საპატარძლოს 12 კარატიანი ბრილიანტი აჩუქა, რომლის ფასი 1, 5 მლნ.დოლარი იყო.

image




7)დაქორწინდნენ 2005 წელს, ქორწილი გაიმართა Bethesda-by-the-Sea-ს ეკლესიაში, რომელსაც 350 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ:ბილი და ჰილარი კლინტონი, არნოლდ შვარცნეიგერი, აშერი, ჰაიდი კლუმი და სხვა.


image



მელანის კაბის შეკერვა ბრენდ Dior-ს მიანდეს.ყოველი მაქმანი იკერებოდა ხელით 23 დღის განმავლობაში და დაჯდა 100 000$.შუა ქორწილში მელანიმ კაბა გამოცვალა და უფრო მსუბუქი Vera Wang-ის კაბა ჩაიცვა.

image



8)2006 წლის 20 მარტს მელანიას შეეძინა ვაჟი, რომელსაც ბერონ უილიამსი დაარქვეს, ეს მელანისთვის პირველი შვილი იყო, ხოლო დონალდ ტრამპისთვის რიგით მეხუთე.


imageimage



9)მელანია ქმარს აქტიურად უჭერს მხარს იმ იდეაში, რომ არალეგალურმა მიგრანტებმა უნდა დატოვონ აშშ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ წასასვლელი არსად არა აქვთ.მრავალს უკვირს მელანიას ეს ინიციატივა, "დაავიწყდა, რომ თვითონაც მიგრანტი იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ?"

image



10)მელანია ტრამპი 2005-2009 წლებში წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

image




იხილეთ აგრეთვე მსგავსი თემა:დონალდ ტრამპი და მისი ქალები

0
1228
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0