x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთ
მსოფლიო ისტორია ერთი დიდი და ქაოტური რამ არის, ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელი, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა, უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც- დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ. მაშასადამე კაცობრიობის ისტორია სავსეა უძველესი, მითიური ცივილიზაციითა და რიგ განვითარებებით, სწორედ ასეთ ფენომენებზე მინდა გესაუბროთ, კერძოდ კი იმ იდუმალ მოვლენებზე, რომელთაც საოცარი დამთხვევები შეგვიძლია ვუწოდოთ და აუცილებლად გაგაოგნებთ.



1. 1913 წელს ჰიტლერი, სტალინი, ტროცკი, ტოტი და ფრეიდი ცხოვრობდნენ ვენაში ერთმანეთისგან მცირე კილომეტრებით მოშორებით და ხშირად სტუმრობდნენ ერთი და იგივე ყავის სახლს.

image





2. ეგვიპტური ქანდაკება, რომელიც ქ.შ-მდე 1050-1550 წლებით თარიღდება, საოცრად გავს 2009 წელს გარდაცვლილ პოპ-მეფე მაიკლ ჯექსონს.


image





3. სპორტსმენ Walter Summerford-ს კი ცხოვრებაში სამჯერ დაარტყა ელვამ, რომელსაც ის გადაურჩა. სიკვდილის შემდეგ კი მის საფლავსაც დაარტყა ელვამ და ქვა შუაზე გახლიჩა.

imageimage





4. 1975 წელს დეტროიტში მე-14 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა ბავშვი და დაეცა Joseph Figloka-ს. ერთი წლის შემდეგ იგივე ბავშვი კვლავ გადმოვარდა ფანჯრიდან და ისევ Joseph Figloka-ს დაეცა. ორივე შემთხვევა ჯოზეფის და ბავშვის ჯანმრთელობის დადებითი მდგომარეობით დასრულდა.

image




\


5. 1988 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა ცნობილი მეწარმე Enzo Ferrari, ამავე წლის 15 ოქტომბერს კი დაიბადა ცნობილი ფეხბურთელი მესუთ იოზილი (Mesut Ozil), ისინი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს.

image






6. კაცი, რომელსაც გადაუნერგეს სუიციდის მსხვერპლი კაცის გული, ცოლად მოიყვანა დონორის ქვრივი. 69 წლის ასაკში კი სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, იარაღიდან თავში გასროლით, სწორედ ისე, როგორც მისმა დონორმა.

image






7. ლეგენდარული ლაინერი "ტიტანიკის" ჩაძირვამდე 14 წლით ადრე მწერალმა Morgan Robertson-მა ეს ამბავი გამოიგონა. საინტერესო კი ის არის, რომ 14 წლის შემდეგ მართლა შეიქმნა ლაინერი "ტიტანიკი" და იგივე მარშუტით, სიჩქარითა და მიზეზით- აისბერგთან შეჯახებით მართლა ჩაიძირა, როგორც ეს წიგნში იყო.

image






8. 1976 წელს, დიზაინერმა John Richardson-მა შექმნა სცენა ფილმ "Omen"-ზე, სადაც გმირები ყვებოდნენ "ავარიაში". მალევე მან და მისმა თანაშემწემ Liz Moore-მ გაიზიარეს იგივე ბედი პარასკევ დღეს, 13 რიცხვში ქალაქ Ommen-დან 66, 6 კილომეტრში.

image






9. 1941 წელს სტალინმა გაგზავნა ექსპედიციის გუნდი სამარყანდში Tamerlane-ს საფლავის გასახსნელად. საფლავის ქვის დისკოზე აღმოაჩინეს წარწერა: "ჩემი კანონის დარღვევისთვის დაისჯებით სასტიკი, ცივი ომით". გუნდმა სტალინს მოახსენა ყველაფერი, თუმცა მას ამ სიტყვებზე გაეცინა და მისი ბრძანებით საფლავი ამავე წლის 21 ივნისს გაიხსნა. მეორე დღეს მართლა დაიწყო ომი.

image





10. 1835 წელს დედამიწას ჩაუფრინა ჰალეის კომეტამ, ორი კვირის შემდეგ კი დაიბადა მარკ ტვენი. 1909 წელს მან დაწერა წიგნი: "ამ ქვეყნად მოვედი კომეტასთან ერთად და მასთან ერთად დავტოვებ სამყაროს". გაოცდებით და მართლა ასე მოხდა. მარკი გარდაიცვალა 1910 წლის 21 აპრილს, კომეტამ კი მას შემდეგ მეორედ წინა დღეს ჩაიფრინა, ანუ 20 აპრილს.

image






11. ასევე წარმოუდგენელი დამთხვევა მოხდა 1975 წელს. ბერმუდის ახლო კუნძულებიდან, კერძოდ ჰამილტონიდან იყვნენ ძმები, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მოპედით გადაადგილების დროს ტაქსის დაჯახებით დაიღუპა 17 წლის ასაკში. ერთი წლის შემდეგ მისი ძმა იგივე მოპედით, იგივე ტაქსითა და მძღოლით, რომელსაც იგივე მგზავრი მიყავდა ტაქსით დანიშნულების ადგილამდე, იგივე ქუჩის გადაკვეთაზე ასევე ავარიით დაიღუპა.

image






12. 1903 წელს ლივერვოლტის ციხეში მიიყვანეს პატიმარი ვინმე William West-ი. ციხის სხვა თანამშრომლები გაოგნებულები დარჩნენ ამ ხუმრობით, ადრე ის უკვე იხდიდა იქ სასჯელს, თუმცა განსაზღვრული დროის შემდეგ ისევ დაბრუნდა ციხეში, ამჯერად კი სუფთა წარსულით. ეს ტყუილი აღმოჩნდა, რადგან William West-ი ირწმუნებოდა, რომ ეს პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში და ციხეში ადრე მართლა იყო სხვა პატიმარი William West-ი, რომელიც ფიზიკურადაც ძალიან გავდა მას. სწორედ ამის შემდეგ შემოიღეს თითის ანაბეჭდის საჭიროება.

image






13. მზესა და მთვარეს შორის სხვაობა დიდია, თუმცა ვიზუალურად გამოიყურებიან როგორც ტოლი ციური სხეული და ეს განპირობებულია იმით, რომ მზე 400-ჯერ ახლოა, მთვარე კი 400-ჯერ პატარა.

image






14. Violet Jessop-ი სამჯერ გადაურჩა სიკვდილს და სამივე შემთხვევა მოხდა ლეგენდარულ გემებზე. პირველად ის იყო ექთანი გემზე RMS Olympic, რომელიც სამხედრო გემს შეეჯახა; მეორედ Titanic-ზე, რომელიც აისბერგს დაეჯახა და მესამედ Britannic-ზე, რომელიც აფეთქდა.

image

4
2103
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2103
  
2016, 7 ნოემბერი, 11:29
მადლობა ალექს :*
2016, 7 ნოემბერი, 11:25
გავაზიარე ცემს გვერდზე
2016, 7 ნოემბერი, 11:22
გაიხარეე ;)
2016, 7 ნოემბერი, 11:21
აი ეს ძალიან მომეწონაააა...
0 1 4