x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


image


მომავალი 2017 წელი კი ცეცხლისფერი მამლის წელია. ასტროლოგები გვინმარტავენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი გველოდება წინ, კერძოდ კი მინდა შემოგთავაზოდ ასტროლოგების მიერ გამოთვლილი სასიყვარულო ურთიერთობები 2017 წლისათვის.



1. ვერძი.


image

ვინაიდან 2017 ცეცხლისფერი მამლის წელია, ვერძისთვის სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ყველაზე ხელსაყრელი წელია. ემოციური, ექსტრავაგანტური, ნათელი ურთიერთობების დასაწყისია წლის პირველი ნახევარი, თუმცა მამრ ვერძებს ცოტა ბრძოლა მოუწევთ საყვარელი ადამიანისთვის, ქალ ვერძებს კი თაყვანისმცემლების ნამდვილი "კოლონა" ექნებათ და ერთი სიყვარულიდან და ვნებიდან მეორეში გადაეშვებიან.


ნუ იჩქარებთ, ეს ყველაფერი წლის პირველ ნახევარში მოხდება, მეორე ნახევარში კი გამოჩნდება ნამდვილი და არჩევანის გაკეთებაც აღარ გაგიჭირდებათ.




2. კურო.

image

ამ წელს კუროს ორივე სქესის წარმომადგენელი დაძლევს იმ ყველა არსებულ კომპლექსს საპირისპირო სქესის მიმართ და ელოდებათ ნამდვილი რომანი. მათთვის კი, ვინც ქორწინებასა და ორმხრივ ურთიერთობაში ფორმალურად იყო და ეს გარემოება ბოჭავდა, ახალი ემოციური სუნთქვა გამოჩნდება. თუ კი ხართ მზად არაორდინალური ექსპერიმენტებისთვის სასიყვარულო ურთიერთობებში, წლის მეორე ნახევარში გელოდებათ ეროტიული სიახლეები.




3. ტყუპები.

image

ტყუპებს წლის პირველ ნახევარში ელოდებათ სასიყვარულო ვნებები, თუმცა ეს ურთიერთობა სიყვარულის დაგვირგვინება არ იქნება. თუ კი ჰორიზონტზე გამოჩნდება კიდევ ვინმე, სავარაუდოდ ამ შანსსაც გაუშვებენ ისინი ხელიდან.


თუმცა, თუ ვინმე აიტანს თქვენს ყველა უარყოფითს და მერყევ მიდგომას წლის მეორე ნახევრამდე, დაჯილდოვდება თქვენით. მოეშვებით ყველა პირად საქმეს თუ სამსახურს და ოჯახთან ერთად მოგინდებათ განმარტოვება გრძნობების გამოსახატად.




4. კიბო.

image

დამწყები სასიყვარულო ურთიერთობების "რაღაც მეტში" გადაზრდის დიდი ალბათობაა და თვითონ კიბოც ვერ შეამჩნევს ამას, ერთდღიანი სექსუალური თავგადასავალი ისე შეიძლება გადაიზარდოს ნამდვილ გრძნობაში.


თუმცა წლის პირველ ნახევარში დაქორწინების იდეა მცდარი და არასასურველი იქნება.





5. ლომი.

image

თავგადასავლების მოყვარულებს 2017 წელს გეძლევათ ამის დიდი შანსი. ჩათვალეთ, რომ თქვენზე ნადირობის სეზონი ცხადდება.


აქამდე თუ რამოდენიმე რომანი ერთდროულად გქონდათ, წელს ეს რადიკალურად შეიცვლება და ბოლო მოეღება ამ ურთიერთობებს, რასაც ჩვენი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი არ ხართ შეჩვეულნი. შემოდგომის დასასრულს ან ზამთრის დასაწყისში კი ვნებები თავისთავად განელდება.




6. ქალწული.

image

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მიდრეკილნი არიან სასიყვარულო ურთიერთობებისკენ. იციან რა სურთ და 2017 წელს საგრძნობლად გამოიხატება ეს კონტურები- იპოვნიან პოტენციურ მეორე ნახევრებს.



რეალურ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში კი ყველაფერი გართულდება, რადგან შეგროვებული წვრილმანები, წყენა და პრობლემები გაართულებს თქვენს ცხოვრებას დიდი ხნის მანძილზე. უბრალოდ გმართებთ კარგი დაფიქრება- ყველაფერი ხომ ყოველთვის ისე არ იქნება, როგორც თქვენ გსურთ.




7. სასწორი.

image

წლის დასაწყისში სასწორი დროს მხოლოდ ნავარდობაში და ბედნიერების ძიებაში დახარჯავს, რადგან ახალი შეგრძნებები სწყურია. თუმცა რათ გინდათ ორმოს "თხრა" ახალი ურთიერთობების წამოსაწყებათ, როდესაც შეგიძლიათ განაახლოთ ის თქვენ ერთგულ ძველ პარტნიორთან.


მათი უგულებელყოფა იქნება დიდი დანაკარგი და რამოდენიმე თვის მანძილზე შეგაწუხებთ სინანული. გონს მოსული კი მხოლოდ ჩაკეტილი და მოსაწყენი გახდებით.




8. მორიელი.

image

მთელი 2017 წელი მხოლოდ საპირისპირო სქესის მიმართ მიპყრობილ ყურადღებაში გავა, რადგან მორიელის ეროტიული პოტენციალი პიკს მიაღწევს. ამიტომ გაფრთხილდით, რადგან ამ თავგადასავლებით არ შეგიყვარდეთ ის, ვისთვისაც თქვენ მხოლოდ მორიგი გასართობი იქნებით.




9. მშვილდოსანი.

image

სასიყვარულო ურთიერთობების მაძიებელ მშვილდოსანს 2017 წელს ამაში ცაც კი დაეხმარება. თავიანთი პოტენციური რომანტიული ურთიერთობების რეალიზების საშუალება მიეცემათ.


2017-ში ნამდვილ სიყვარულს იპოვით, ხოლო მათ, ვიცნ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაშია და ერთ-ერთი მეუღლე მშვილდოსანია, ასევე წარმატება და ურთიერთობების განვითარება ელოდებათ.




10. თხის რქა.

image

ახალი წლის დადგომასთან ერთად თხის რქა ნაყოფიერი, შრომისუნარიანი და პრაქტიკული გახდება. სახლიდან გაიტანს არამარტო უსარგებლო ნივთებსა და ნაგავს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მისი ხელშემშლელები არიან.


ეს ენერგია უმჯობესია ჯანსაღ ურთიერთობებზე დახარჯოთ. ხელსაყრელი წელია შვილის დაბადებისთვის და ამაზე დაფიქრდით.




11. მერწყული.

image

მერწყულს არ უნდა სერიოზული ურთიერთობებისთვის შეწუხება. ფლირტი და ერთჯერადი ურთიერთობები უფრო მოსახერხებელია მისთვის.


მხოლოდ წლის ბოლოს მოხდება საბედისწერო შეხვედრა. მათთვის კი, ვინც ოჯახურ თანაცხოვრებას ეწევა და აუტანელია ეს ყოფა, ცეცხლისფერი მამალი აძლევს შანსს ეს ჯაჭვი შეიკრას.





12. თევზი.

image

წლის პირველ ნახევარში ბევრს იყოყმანებენ და იბორგავენ, თუმცა შესაძლოა ეწვიოთ ნამდვილი გრძნობა და ამგვარი ქმედების გამო უბრალოდ ხელიდან გაუშვან ეს შანსი.


დროა გაიზარდოთ ურთიერთობების სერიოზული დამოკიდებულებებისა და სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების საკითხში.



1
15246
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
15246
  
2016, 6 ნოემბერი, 23:51
მიმიქარავს ჩვენი პრეზიდენტი, მომავალ წელს მე ბობოქარი "სექსის" წელი მქონია. :)
0 1 1