x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირს
image

ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



ზოდიაქოს მიხედვით ბევრი რამის თქმაა შესაძლებელი ადამიანის პიროვნებაზე. ამიტომ მამაკაცებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გეგმავთ ცოლის შერთვას, მოგიწოდებთ შეხედოთ ამ 3 ქალ ზოდიაქოს, ისინი ყველაზე საუკეთესო მეუღლეები იქნებიან იმ თორმეტთაგანიდან.



1. ვერძი- იმპერატორი. ვერძ ქალს შეუძლია მამაკაცი მუხლებზეც კი დააჩოქოს, რადგან თვითონ ძლიერი და ურყევია. ის ყოველთვის იღწვის მიზნის მისაღწევად, ამიტომ ღირს მასთან ცხოვრების დაკავშირება, რადგან სულიერად ძლიერი ქალია. ამ გზით შეგეძლებათ ისარგებლოთ სოციალური სტატუსით, ის გაქცევთ უფრო ძლიერ კაცად და რაც მთავარია გვერდით გეყოლებათ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და ღირსეული ქალი. მას კარგად ესმის რას უნდა ელოდოს საზოგადოებისგან და რას არა, ყოველთვის რეალისტია. ადვილი არაა ვერძი ქალის მოპოვება, თუმცა თუ კი ამას მოახერხებთ, ის თქვენ გაგაძლიერებთ და გაგაბედნიერებთ. მკაცრი დედები არიან, რომლებიც შვილებისგან ლიდერებს ზრდიან.





2. კიბო- დედოფალი. ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ძლიერ ემოციებს განიცდიან თავიანთი პარტნიორის მიმართ. აქედან გამომდინარე, კაცებს სთავაზობენ უპირობო სიყვარულს და საყვარელი ადამიანის გამო ყველაფრისთვის მზად არიან. თუ გადაწყვეტთ კიბო- ქალზე ქორწინებას, ეს იქნება სწორი არჩევანი, რადგან ის გაგაბედნიერებთ. თუმცა ხშირად კიბო-ქალი ზედმეტად დრამატულია და ისეთ რაღაცეებზე განიცდის მწვავედ, რაც საერთოდ არ ღირს ამად. თუმცაღა, ის შეგიქმნით მყუდრო ატმოსფეროს სახლში, რადგან მშვენიერი მზარეულები და კარგი დედები არიან. მათთვის კი მთავარია პარტნიორი იყოს კეთილი და პატიოსანი.

image



3. ლომი- მმართველი. ქალი ლომი ნამდვილი მებრძოლი, ძლიერი და მკაცრია. სწორედ ამიტომ გვერდით სჭირდებათ ასევე ძლიერი პიროვნება. ისინი არ იზიდავენ არაჩვეულებრივ მამაკაცებს, მათ ხიბლავთ ბუნებრივობა. თქვენ ვერ მოძებნით ქალს, რომელსაც ეყვარებით ისე ძლიერად, როგორც ქალ-ლომს. მისი სიყვარული წრფელი და თავდაუზოგავია. ყოველთვის საუკეთესო უნდა ქმარ-შვილისთვის და ყველაფრისთვის მზადაა მათ დასაცავდ.

image

1
31040
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
31040
  
2018, 7 თებერვალი, 16:16
ტყუილია თუ მართალი პირველი რომ ხარ ყველაფერში მაინც სასიამოვნოა
0 1 1