სხვა იცოდით თქვენი მყესი რაზე მეტყველებს?- გაოცდებით 2016, 29 ოქტომბერი, 12:58 უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში კაცობრიობამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა ევოლუციისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვგავართ ჩვენს წინაპრებს, თანამედროვე ადამიანი მათგან საოცრად განსხვავდება ფიზიკური და ანატომიური თავისებურებებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის სხეულის რუდიმენტარული ორგანოების არსებობას.
რუდიმენტარულ ორგანოებს მეცნიერები უწოდებენ სხეულის იმ ნაწილებსა თუ ორგანოებს, რომელთაც დაკარგეს თავიანთი ფუნქცია, თუმცა ჯერ კიდევ ინახება ადამიანის სხეულში. დედა ბუნებას მიაჩნია, რომ ეს ორგანოები არაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათი აუცილებლობა დაჭკნა, თუმცა შეუცვლელად კვლავ რჩება ჩვენს ორგანიზმსა და სხეულში. სხეულის ზოგიერთი ორგანოსა თუ ნაწილის ფუნქცია კვლავ რჩება ძალაში, ზოგიერთის კი ქრება- რაც ბუნების ერთ-ერთ რეალურ საიდუმლოს წარმოადგენს. მათი უდიდესი ნაწილი ზიანის მომტანი არაა, ხოლო რომლებსაც შეუძლიათ ზიანის მოყენება, მათი მოშორება ადვილი არაა (მაგალითად სიბრძნის კბილი და ბრმა ნაწლავი). მაშასადამე რუდიმენტარული ორგანოებია- ბრმა ნაწლავი, სიბრძნის კბილი, მამაკაცის ძუძუ, ხორცმეტი, გლანდები და ყურის გარეთა ნაწილი. ოდესღაც ეს ორგანოები საჭირო ფუნქციას ასრულებდნენ ორგანიზმისთვის, დღეს კი მათი როლი არაფერია, რაც ევოლუციის შედეგია. როგორ განვსაზღვროთ ევოლუციის კვალი საკუთარ სხეულზე? ეს ძალიან მარტივია, ამოატრიალეთ თქვენი მთლიანი ხელი მკლავიანათ ისე, რომ ხელის გული მოექცეს ზევით, შემდეგ კი ცერა და ნეკა თითები ერთმანეთს მიადეთ. (იხილეთ ფოტო) დააკვირდით მყესზე კანის გროვა თუ გამოჩნდება. თუ ასე მოხდა, ე.ი. თქვენ გაქვთ რუდიმენტარული კუნთი, რასაც ლათინურად palmris longus-ს ეძახიან (ხელისგულის გრძელი კუნთი). თუ არ გამოიკვეთა მყესი და კანის გროვა, ე.ი. თქვენ მოსახლეობის იმ 10-15%-ში ხართ. არ ინერვიულოთ, თუ რუდიმენტარულ კუნთს ვერ აღმოაჩენთ, მას ხომ ჩვენს ცხოვრებაში როლი არ აკისრია. მეცნიერების მტკიცებით კი ამ კუნთის ქონა არ ქონა არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენი მკლავის ძალაზე. მსგავსი მყესები, მხოლოდ პრიმატებსა და იმ ცხოველებს აქვთ და სჭირდებათ, ვინც ხიდან ხეზე დახტიან, რადგან მყესები ეხმარებათ მათ ამაში, ჩვენ, ადამიანებს კი ეს არაფერში არ გვჭირდება. 3468 20-ს მოსწონს
|