x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყველაზე ამაზრზენი ტრადიცია- იაპონელი ბერები თვითმუმიფიცირებას ახდენდნენ
ჩრდილოეთ იაპონიაში, კერძოდ ნაგანოში რამოდენიმე ათეული წლის წინ არსებობდა მეტად უჩვეული და ამაზრზენი ტრადიცია- იაპონელი ბერები ახდენდნენ თვითმუმიფიცირებას, რასაც სოკუშინბუტსუ ეწოდებოდა. ამ ტრადიციას პირველი პრაქტიკა საფუძვლად დაუდო 1000 წლის წინათ ერთ-ერთმა ბერმა ზედმეტსახელად Kuukay. Kuukay იყო ერთ-ერთი ბუდისტური სექტის შინიონის დამფუძნებელი, რომელიც მიმდევრებს უქადაგებდა ფიზიკურ წამებაზე. ათწლეულების მანძილზე არსებულმა ამაზრზენმა და უჩვეულო ტრადიციამ ბევრი მიმდევარი გაიჩინა, თუმცა მუმიფიცირება მხოლოდ რამოდენიმე ათეულმა ბერმა თუ მოახერხა და ისინი ჩვენს დრომდე იდეალურად არიან შემონახულნი.


image


მუმიფიცირების პროცესი 1000 დღიანი დიეტით იწყებოდა, ამ პერიოდში კი ისინი საკვებად მხოლოდ თხილსა და მარცვლეულს იყენებდნენ, პარალელურად კი ფიზიკურ აქტივობებს აქცევდნენ დიდ ყურადღებას, რაც დიეტის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იყო. მომდევნო 1000 დღე იკვებებოდნენ ხის მერქანითა და ფესვებით და მიირთმევდნენ უშურის შხამიან ნაყენს. სწორედ ამ ნაყენის მეშვეობით, რომელიც იწვევდა ღებინებას, ხდებოდა არსებული სითხის ორგანიზმიდან დრენირება და ხორცი ხდებოდა გამოფიტული. ბერი უკვე მზად იყო ჩაკეტილიყო ქვის სამარხში მჯდომარე პოზიციაში, პირში ჰქონოდა მილი, რათა ჟანგბადი ჩაესუნთქა და დაერეკა ზარი ყოველ დღე, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ის ჯერ ცოცხალია. ერთ დღესაც, როდესაც ბერი შეწყვეტდა ზარის რეკვას, ჩათვლიდნენ, რომ მან სული განუტევა, საჰაერო მილს გამოაცლიდნენ და დალუქავდნენ, რადგან სამარხში ჰაერს არ შეეღწია. მხოლოდ 1000 დღის შემდეგ გახსნიდნენ სამარხს, რათა ენახათ წარმატებით ჩაიარა თუ არა სოკუშინბუტსუმ. წარმატებული მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, იქ უმეტესად გახრწნილი სხეულები ხვდებოდათ. მუმიფიცირებულ ბერებს კი სახალხოდ ტაძარში აბრძანებდნენ.


ბერები მუმიფიცირდებოდნენ სამარხში პირად ნივთებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მუმიფიცირების გამო თვალები აღარ ჰქონდათ, მიიჩნეოდა, რომ ისინი ყველაფერს ხედავდნენ და გრძნობდნენ რაც ირგვლივ ხდებოდა. მსგავსი, მუმიფიცირების შემთხვევები ძველ ეგვიპტესა და ჩინეთშიც იქნა აღმოჩენილი.



დღეს, იაპონიაში კანონითაა აკრძალული სოკუშინბუტსუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუდისტური სექტის ბევრ წარმომადგენელს ექნებოდა ამის სურვილი. მუმიფიცირებული ბერების სანახავად კი იქ ბევრი ტურისტი ჩადის.


imageimageimageimageimageimage

7
1007
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1007
  
2017, 15 იანვარი, 23:51
გაიხარეთ.
2017, 15 იანვარი, 19:24
იაპონიაზე უზომოდ ვარ შეყვარებული და მიუხედავად იმისა რომ ვცდილობ ყველაფერი შევისწავლო მათზე ეს ნამდვილად არ ვიცოდი, რესპექთ (ყ) ლაიქ დიარრრ
2016, 15 ნოემბერი, 22:21
ითაგელოვიც ეგრე მოკვდა?....სოკუშინბუტსუ ჩაიტარა?.....ბუდისტ ბერ ითაგელოვს ვგულისხმობ,....
2016, 27 ოქტომბერი, 9:42
არაფრის :-)
2016, 26 ოქტომბერი, 17:27
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს მასალებს და ასევე გმადლობთ დადებითი კომენტარისთვის.
2016, 26 ოქტომბერი, 17:12
აი საღოოლ :-) 1000 დღიანისა რა გითხრათ და ის ორ კვირიანი არ მაწყენდა :-))

მეამეას კი მოწონება ჩემთვის სიახლე იყო სოკუშინბუტსუ,
2016, 24 ოქტომბერი, 12:36
რა უბედურებაა, რას აღარ იგონებენ.
0 1 7