შესანახი პროდუქტები ვაშლის მშრალი და ძალიან არომატული მურაბა 2016, 15 ოქტომბერი, 16:34 მშრალი მურაბის მომზადება რთული არ არის და დიდ დროსაც არ მოითხოვს. ამასთან, ის ძალიან გემრიელი და წარმოუდგენლად არომატული გამოდის. ინგრედიენტები: ვაშლი – 1 კგ. შაქარი – 300 გრ. დარიჩინი – 1 ს. კ. ლიმონის მჟავა – 1 ჩ. კ. მომზადება: ამ დახვეწილი დესერტის მოსამზადებლად, საუკეთესო ვარიანტია მომჟავო-ტკბილი ან ტკბილი გემოს მქონე ვაშლის ჯიშის გამოყენება.
1. ვაშლი კარგად გარეცხეთ > გაამშრალეთ > ამოაჭერით კურკიანი გული > დაჭერით თხელ ნაჭრებად. 2. დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები თუნუქის ფირფიტაზე ერთ ფენად, ერთმანეთის გვერდიგვერდ. 3. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, ლიმონის მჟავა და დარიჩინი > მოაყარეთ ვაშლსის ფენას ზემოდან. 4. მოათავსეთ ვაშლი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით. 5. პერგამენტის ქაღალდს მოაყარეთ ცოტა შაქარი > ზემოდან გაანაწილეთ ვაშლი > ასე დატოვეთ 2–3 დღე, რომ კარგად გაშრეს. გამზადებული დესერტი შეგიძლიათ შეინახოთ მინის ქილაში, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე. P. S. მშრალი მურაბა იმდენად გემრიელია, რომ ზამთრამდე ნამდვილად ვერ შეინახება! კარგია რომ ვაშლი ზამთრის ხილია. 650 10-ს მოსწონს
|