x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 ნიშანი იმისა, რომ ყავაზე ხართ დამოკიდებული
მემგონი ახსნა-განმარტება აღარ ჭირდება იმას, თუ რა არის ყავა. ეს უკანასკნელი, თუმცა უმეტესი თქვენგანისთვის უპირველესი სასმელი მასტიმულირებელი საშუალებაა კოფეინის შემცველობის გამო. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც იწყება ბევრი ჩვენგანის დილა ყავით და დღის მანძილზეც გარკვეული პერიოდი მის მირთმევას უკავია. მიუხედავად მეცნიერთა ორაზროვანი მოსაზრებისა, რომელთაგან ერთის თანახმად ყავა უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და საერთოდ ნერვულ სისტემაზე, მეორეს მხრივ კი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რათა ვიყოთ მუდამ ენერგიის გავლენის ქვეშ, სულაც არ ვითვალისწინებთ და ყავა მაინც ერთ-ერთ შეუცვლელ სასმელად რჩება.


როგორც მასტიმულირებელ საშუალებას, ორგანიზმს სჩვევია ყავაზე შეჩვევა, ანუ ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ყავაზე დამოკიდებული და თუ კი ამ ყველაფერს ამოიცნობთ საკუთარ თავში, სჯობს დროულად მოახდინოთ რეაგირება.


image

გათენდა დილა და თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფიქრალი ფინჯანი ყავაა, რომელიც მთელი დღის ენერგიის საწინდარი იქნება? სწორედ ესაა მანიშნებელი იმისა, რომ ყავაზე ხართ დამოკიდებული.




ხშირად, საწოლში გამოძინებას ან საუზმის დროულად მირთმევას, ფინჯან ყავას ამჯობინებთ, ან თუნდაც აგვიანებთ სამსახურსა თუ ავტობუსზე სწორედ ამავე მიზეზით? ესეც ყავაზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზია.



დღის მანძილზე უკვე სამი ფინჯანი ყავა მიირთვით, თუმცა ნაცნობი არომატის სუნზე თუ შანსზე მაინც არ ამბობთ უარს მასზე? აქაც ანალოგიურის თქმა შეგვიძლია.



ერთადერთი დღე იყო თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ვერ მოახერხეთ ყავის მირთმევა და მას მერე სულ გახსოვთ? ესეც ერთ-ერთი მიზეზია...



ისიც ერთ-ერთი მიზეზია ყავაზე დამოკიდებულებისა თუ ხანმოკლე მგზავრობის დროსაც კი ყოველ გაჩერებაზე ყავის აპარატს მიმართავთ.



თუ თქვენ კატასტროფად წარმოიდგენთ ხსნადი ყავის მირთმევას და არ გესმით ხალხის, ვინც მას მიირთმევს, აქაც ანალოგი მიზეზია.



სამსახურში არასოდეს გადიხართ შესვენებაზე სუფთა ჰაერზე და თანამშრომლებს მოუწოდებთ თქვენთან ერთად ყავის დასალევად წამოვიდნენ? თქვენ ყავაზე დამოკიდებული ხართ.



ნერვული აშლილობა გემართებათ თუ ყავისთვის განკუთვნილი ნაღები არასწორად მოგიმზადეს და რძის ნაღების ნაცვლად კრემით მორთეს? ან ფინჯანის ძირში ნალექი არ დარჩა? ეს აშლილობებიც ყავაზე დამოკიდებულებას მიუთითებს.



თუ არ გესმით იმ ხალხის, ვინც საღამოს საათებში არ სვამს ყავას იმ მოტივით, რომ ძილს დაუფრთხობს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში თამამად მიირთმევთ, თქვენს მისდამი დამოკიდებულებაზე მიუთითებს.



და თუ კი თქვენი სპეციალური კომპლექტი გაქვთ მადუღარას, ფინჯნისა და სხვა საჭირო აუცილებელი აღჭურვილობით, რომლებსაც ყავის მოსამზადებლად იყენებთ, ესეც სწორედ მისდამი დამოკიდებულებას გამოხატავს.


image

0
216
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0