x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჰკითხეთ აბა, თქვენს სტომატოლოგს, შეუძლია ამის გაკეთება? – ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის სტომატოლოგია

imageინკებამდელი სტომატოლოგია. ფოტო გადაღებულია კუენკას (ეკვადორი) ეთნოგრაფიულ მუზეუმში


თქვენ წარმოგიდგენიათ, თუ როგორი წვრილი და როგორი სწრაფი უნდა ყოფილიყო ბურღის აპარატი, რომ ერთ კბილზე სამი ხვრელის გაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი. არა და, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოლუმბამდელ ამერიკაში, ბორბალი რა იყო, არ იცოდნენ.

სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, ვიდრე ინკების კულტურა ჩამოყალიბდებოდა, ინდიელების სხვა ტომები ცხოვრობდნენ. ინკების კულტურა შედარებით გვიან გაჩნდა, მანამდე კი ისტორიულ არენაზე, ჯერ კიდევ II ათასწლეულში ჩვენს ერამდე, ანდებში, სხვა ტომები ცხოვრობდნენ და მათ შორის, ყველაზე უძველესად, ჩავინის და პარაკასის კულტურები ითვლება.

ეს ტომები მომთაბარე ცზოვრებას არ ეწეოდნენ და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მოჰყავდათ სიმინდი, პარკოსნები, გოგრა და სხვა ბაღჩეული კულტურები. ცნობილია ისიც, რომ ამზადებდნენ ბამბის ქსოვილს, ანუ მათთვის არც ბამბა იყო «უცხო ხილი».

ჩავინის (ძვ. წ. აღრ. XII – VIII სს. – ახ. წ. აღრ. IV ს. ) ცენტრი ჩავინ-დე-უანტარი იყო, რომელიც ცენტრალურ ანდებში მდებარეობდა და თავის მნიშვნელობას, ინკების იმპერიის არსებობის პერიოდშიც ინარჩუნებდა. მოგვიანებით, ჩრდ. სანაპიროზე, სხვა კულტურებიც ჩამოყალიბდა და მათ შორის, მაჩიკას კულტურა არის აღსანიშნავი (დაახლოებით, ძვ. წ. აღრ I – VIII სს.), რომელმაც თავისი უნიკალური არქიტექტურით, ოქრომჭედლობით და კერამიკით, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა სამხრეთ ამერიკელი ინდიელების კულტურულ მემკვიდრეობაში.

image

არქიტექტურა

image

image

image

ოქრომჭედლობა

image

image

კერამიკა

imageimageimage


კიდევ უფრო შორეული წარსულიდან იღებს სათავეს პარაკასის კულტურა. პარაკასელები დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 1800 - 860 წწ. ცხოვრობდნენ და კოლუმბამდელ ამერიკაში, ქსოვილების წარმოებით გაითქვეს სახელი. დღემდე არის შემონახული მათ მიერ შექმნილი ქსოვილების ნიმუშები და ხანდაზმულობის მიუხედავად, ფერები ისეთივე ხასხასაა, როგორიც შექმნის მომენტში იყო.

image

imageპარაკასის კულტურის ქსოვილები

image

საფეიქრო მრეწველობის გარდა, პარაკასელებს დიდი მიღწევები ჰქონდათ მედიცინაში. ამის მტკიცებულება, ზემოთ წარმოდგენილი, იმ დროინდელი, სტომატოლოგიური მანიპულაციები ფოტო და ქ. იკის გარეუბანში, აღმოჩენილი მოხატული ქვები არის. დღეს ქ. იკის მუზეუმში 5 დარბაზი არის გამოყოფილი, რომლებშიც უამრავი მოხატული ქვა არის გამოფენილი. ქვებზე არა მარტო ცალკეული ნახატები, არამედ ნახატების მთელი სერიებია წარმოდგენილი. ისე, როგორც თანამედროვე კომიქსებშია.


imageimageნახატებზე გამოსახულია ადამიანები, რომლებიც გამადიდებელი ლუპებით რაღაცას იკვლევენ, სხვები ტელესკოპით ცას აკვირდებიან. არიან ქირურგები, რომლებიც ოპერაციებს ატარებენ. ნახატებიდან ირკვევა, რომ იმ ცივილიზაციის ექიმებს, არა მარტო გულის, არამედ ტვინის გადანერგვაც შეეძლოთ.

image

image

image

imageimage

4
2443
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2443
  
2017, 9 იანვარი, 12:24
მადლობა
2017, 9 იანვარი, 11:33
აი სტატია! ყოჩაღ!
2016, 5 ოქტომბერი, 14:54
საინტერესო წასაკითხი იყო
2016, 28 სექტემბერი, 15:06
ძლიერი და ნიჭიერი იყო ადამიანი წარსულში, ეხლა ტექნიკურმა და კომუნიკაციურმა განვითარებამ სულ დააკნინა.
0 1 4