x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
აღმოსავლური სიბრძნე ქალის შესახებ

image

image... დაიბადა ქვეყანაზედ პირველი კაცი, რომელსაც დაერქვა სახელად ადამი. ადამმა დაათვალიერა ყველა ცხოველი და ვერ ჰპოვა მათ შორის თავის მსგავსი, თავისი თანასწორი. მისთანა გონიერი და მეტყველი არ ერია ცხოველებში არცერთი და ამიტომ ადამს არ შეეძლო თავისი აზრი ვისთვისმე განეზიარებინა, თავისი სიხარული სხვისთვის შეეტყობინებინა. მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო. ღმერთმა რომ ეს შენიშნა, სთქვა: არ არის კარგი ადამის მარტო დარჩენა, გავუჩინოთ მას თანაშემწე, მეგობარი; მოჰგვარა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი და შეუქმნა მეგობარი – ცოლი, რომელსაც დაარქვა ევა. (დაბ. 1, 1 – 26; 2, 2, 7, 18, 20 – 21 3, 20)

image

ღმერთმა, ვიდრე ევას ქმარს ჩააბარებდა, ადამი გააფრთხილა:
«ფრთხილად იყავი! ნურასოდეს ატირებ მას, რადგან ღმერთი ითვლის მის ცრემლებს! ქალი შექმნილია შენი ნეკნიდან, არც ფეხიდან, რომ მისი განადგურება შეძლო; არც თავიდან, რომ შენზე აღმატებული იყოს;

ის შენი ნეკნიდან არის შექმნილი, რომელიც შენი ხელის სიახლოვეს არის — რომ ყოველთვის ხელი შეგაშველოს, მხარში დაგიდგეს;

და შენს გულთან ახლოსარის არის — რომ ის მუდმივად გიყვარდეს».

imageimageრატომ არ აძლევენ მუშაობის უფლებას კაცები ქალებს აღმოსავლეთში

image

imageროდესაც ქალი საკუთარ თავს სოციუმში ავლენს, ის იქ მთელ თავის შემოქმედებით ენერგიას ტოვებს და ქმრისთვის და ოჯახისთვის აღარაფერი რჩება. რატომ ზრუნავენ კაცები ქალებზე და რატომ ცდილობენ, რომ ქალმა საკუთარი თავის რეალიზება ოჯახში მოახდინოს? იმიტომ, რომ იციან, ქალის ენერგია — მადლის, სიუხვის და ბედნიერების წყარო არის. თუ კაცი საკუთარ თავზე ქალის სრულ მფარველობას იღებს, თუ უზრუნველყოფს მის ემოციურ სტაბილურობას, აძლევს მას მატერიალური და ფიზიკური დაცვის გარანტიას, მაშინ ქალის ენერგიის წყალობით, ოჯახში კეთილდღეობის ნაკადები შეედინება.
რაც უფრო კარგად ზრუნავს კაცი მეუღლეზე, რაც უფრო მდიდრულია მისი სამკაული და სამოსი, რაც უფრო მეტად ანებივრებს, რაც უფრო ფართოდ იღება მისი გული, მით უფრო მეტად ივსება ქალი შემოქმედებითი ძალებით და სახლი ივსება სიუხვით და ბედნიერებით.
«იქ, სადაც ქალს სცემენ თაყვანს, ღმერთები ცხოვრობენ»... – ასე ესმით აღმოსავლეთში, ქალის როლი და დანიშნულება კაცის ცხოვრებაში.

3
965
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
965
  
2016, 26 სექტემბერი, 9:59
პრობლემა ის არის, რომ აზიის ქვეყნებში ძალიან ბევრი გაჭირვებული და გაუნათლებელი ადამიანია და მათ ამ სიბრძნის შესახებ არაფერი იციან, რადგან წერ-კითხვაც კი არ იციან და როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, რა უნდა მოეკითხოს. კარგი და ცუდი ადამიანები ყველგან არიან. ჩვენთანაც არის სიბრძნე ქალებთან დაკავშირებით: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", მაგრამ რეალურად, არის გენდერული თანასწორობა?
2016, 24 სექტემბერი, 16:18
იგივე აღმოსავლეთში როგორ ექცევიან ქალებს? საშინლად! მას ადამიანადაც კი არ თვლიან ! აბა, ეს სიბრძნე ვისთვისაა?
2016, 19 სექტემბერი, 11:34
შეიძლება თეორიულად ასე ესმით, მაგრამ ის, რაც აღმოსავლეთში ხდება ქალის თაყვანისცემას ნაკლებად ჰგავს :((
0 1 3