x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვიოლა - «ბაღის ია». ნაწილი I – ქოთნის და ღია გრუნტის სახეობები

ვიოლა – გვარი იისებრთა (Violaceae) ოჯახიდან. ცნობილია მცენარის 500-მდე, ხოლო ზოგიერთი მონაცემით, 700-მდე სახეობა. ის, უპირატესად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის გავრცელებული — მთებში და ზომიერი კლიმატის რეგიონებში.
ვიოლა, ყვავილების მოყვარულებს შორის, ძალიან პოპულარული მცენარეეა. ის, დაახლოებით, 25 სმ-მდე სიმაღლის იზრდება, ხოლო მისი უამრავი ფერი და ფორმა, პროფესიონალ სელექციონერებს, ამ კულტურის ახალი ჯიშების გამოყვანის საშუალებას აძლევს. მცენარის მამა-დამფუძნებლად ლორდი ჰემპბერის მებაღე უილიამ ტომპსონი ითვლება. მას, ამ სახეობის ველური მცენარიდან, ახალი ჯიშის გამოყვანა დაევალა. ლორდი, რომელსაც მცენარეები ძალიან უყვარდა, თავის მებაღეს, ყველანაირად ედგა გვერდში და ხშირად, ეხმარებოდა კიდეც. მცენარეზე მუშაობა 1813 წელს დაიწყო და 4 წლიანი შრომის შემდეგ, პირველ წარმატებასაც მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, ამ მცენარის, უფრო დიდი და ლამაზი სახეობები შეიქმნა, ტომპსონის ღვაწლი, ამ სფეროში, ბევრი სელექციონერის მიერ არის აღიარებული.

XIX საუკუნის 20-იან წლებში, სელექციური სამუშაოები ვიოლას ახალი სახეობების შესაქმნელად, მიმდინარეობდა საფრანგეთში და ბელგიაშიც. ამ ქვეყნებში, 20 წლის მანძილზე, თავაუღებელი შრომის შედეგად, უამრავი ახალი ჯიშის და გამაოგნებელი სილამაზის მცენარე გამოიყვანეს.

ამ ყვავილის სელექციის საქმეში, ამერიკელებმაც შეიტანეს საკუთარი წვლილი. პორტლენდში, XX საუკუნის დასაწყისში, გამოიყვანეს მცენარის ჯიში, რომლის გვირგვინის დიამეტრი 10-12 სმ-ს აღწევს.

ყვავილი ვიოლა – იგივე ბაღის ია, სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, არის ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარე. როდესაც ამ მცენარის სახეობას ირჩევენ, ბაღისთვის ან ქოთნისთვის, ჩვეულებრივ, რამდენიმე სახეობაზე აკეთებენ არჩევანს. ესენია:


ვიტროკის ია (Viola Wittrockiana)


ვიტროკის (სახელი ბოტანიკოსი ვეიტა ვიტროკის საპატივცემულოდ დაარქვეს) ია ყველაზე პოპულარულია სახეობაა, ბაღისა და სახლის მცენარეების მოყვარულებს შორის. სწორედ მისი თესლი იყიდება ყველაზე ხშირად ყვავილების მაღაზიებში.

ვიტორკის ია ჰიბრიდული მცენარეა, რომელიც გამოყვანილია იაჟუჟუნა (Viola tricolor), ალტაის (Viola altaica), ყვითელი (Viola lutea), რქიანი (Viola cornuta) და ზოგიერთი სხვა სახეობის იების შეჯვარებით.


image


ვიტროკის ია ხშირტოტებიანი სწორედ მდგარი ბუჩია და 20-30 სმ. სიმაღლის იზრდება. ფოთლები – მომრგვალო-ოვალური აქვს, მომრგვალებული კბილებით. ყვავილები დიდი – 6-11 სმ. დიამეტრის. არის სხვადასხვა ფერის და ტონის. ყვავილები ყოველთვის ფოთლების თავზე არის განლაგებული და ის იშვიათად არის ერთი ფერის, უფრო ხშირად, აქვს დიდი ზომის ლაქები გვირგვინის ცენტრში და შტრიხები.
მცენარის ამ სახეობა, ბაღების გარდა, ზრდიან ქოთნებში და ჩამოკიდებულ კალათებში. მას შეუძლია სრულად დაფაროს ნიადაგი და შექმნას 60-75 სმ-ს ფერადი «ბალიში».


image

image

ტრადიციულად, ითვლება, რომ ვიტროკის ია ორწლოვანი მცენარეა. თუმცა, ნაადრევად დათესვის შენთხვევაში (ზამთრის ბოლოს), ის იმავე წელს გაყვავდება, ზაფხულის სხვა ყვავილებთან ერთად – მაისში ან ივნისში. ხოლო შემოდგომაზე დათესვისას – ის მომდევნო წელს, ადრე გაზაფხულზე ყვავის.


ვიტროკის იის ბევრი ჯიში არსებობს, ზოგიერთი მათგანი სერიებში ერთიანდება:


შვეიცარული გიგანტი – კომპაქტური ბუჩქი არის, დიდი – 6-8 სმ. დიამეტრის ყვავილებით. ფერი – კაშკაშა, მრავალი ფერის, ტრადიციული «თვალით» და მუქი «პეპლით» ყვავილის ცენტრში.

imageimageროკოკო – აქვს უჩვეულო, დაგოფრილი ყვავილები, რომელთა ზომა 6 სმ-ია. გამოირჩევა კაშკაშა ფერებით, რასაც ემატება მკვეთრი შტრიხები და მუქი ლაქებით.

imageimageბამბინო – მკვეთრი ფერის, უხვყვავილიანი მცენარეა. ყვავილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ძალიან ბევრია ნაზი, პასტელის ტონებში – ღია ცისფერი, ვარდისფერი, ღია იასამნისფერი, ბეჟი. ყვავილის ცენტრალურ ნაწილში აუცილებლად არის თეთრი ან ყვითელი «პეპელა». ყვავილი საკმაოდ დიდი ზომის არის, დაახლოებით 6 სმ-მდე დიამეტრის.

imageimageდიდებული გიგანტი სერიიდან F1 (Majestic Giants Series F1) – მცენარემ ასეთი სახელი, მისი 9-10 სმ. დიამეტრის გიგანტური ყვავილის გამო მიიღო. ყვავილი, ზომის გარდა, კაშკაშა ფერებით და ცენტრში ფაფთის მაგვარი ლაქებითაც იქცევს ყურადღებას. კიდევ უფრო შთამბეჭდავი ზომა აქვს (11სმ.) ამ სერიის შემდეგ თაობას – Super Majestic Giants Series F1.

imageimage

უილიამსის ია (Viola williamsii)


უილიამსის ია – ორწლოვანი ჰიბრიდია, მისი ღეროები 30 სმ-მდე იზრდება, ხოლო ყვავილი, არც თუ ისე დიდი ზომის – 3-4 სმ. დიამეტრია. ფერი – კაშკაშა, აქვს მკვეთრად გამოხატული შტრიხები. ბუჩქისებური ჯიშის გარდა, არის ასევე ამპელური (გადმოკიდებული) ჯიშის მცენარეებიც.

image

imageპოპულარული ჯიშები:

image«მარგალიტის ჩანჩქერი» – ამპელური ია, უამრავი თეთრ-ლურჯი ყვავილებით. აქვს სასიამოვნო სურნელი.

image

image

«ბენგალური ცეცხლი (შუშხუნა)» – ესეც ამპელური მცენარეა, აქვს ბორდოსფერი ყვავილი, ყვითელი «პეპლით».

image

image

«ქარვის კოცნა» – ბუჩქოვანი მცენარეა, რომელსაც შეუძლია ბრინჯაოსფერი ყვითელი ხალიჩის შექმნა.

imageimage«გაყინული შოკოლადი» – ბუჩქოვანი ფორმა აქვს, რომელიც სწრაფად იზრდება სიგანეში; აქვს პატარა ზომის ყავისფერი ყვავილები, ყვითელი გულით და მუქი შტრიხებით.

image


image

სორორიას ია (Viola sororia)


სორორიას ანუ პეპლისებური ია – მრავალწლოვანი ბუჩქოვანი სახეობაა, სიმაღლე, დაახლოებით 20 სმ. აქვს. პირველი ყვავილები აპრილ-მაისში იშლება, ხანდახან, მეორედ – ზაფხულის ბოლოს. ეს პატარა, კომპაქტური ბუჩქებია, გულის ფორმის ფოთლებით და პატარა 2, 5 სმ. დიამეტრის ყვავილებით. სახეობა ძირითადად წარმოდგენილია ლურჯი, იისფერი, ცისფერი და თეთრი ყვავილებით.
სორორიას ია გამოიყენება ნიადაგის საფარად – ბორდიურების, ბაღის ბილიკების და ბაღის ყვავილნარების გასაფორმებლად.


image


პოპულარული ჯიშები:

imageRuba – აქვს მოლურჯო იისფერი ყვავილები;

imageimageFreeckles («ჭორფლები») – თეთრი ფერის ყვავილები ცისფერი წერტილებით;

imageimageAlbiflora – თეთრი ყვავილები დამატებითი წერტილების, ლაქების და შტრიხების გარეშე.

imageimage

იაჟუჟუნა (Viola tricolor)


სამფერა, იგივე იაჟუჟუნა – ბალახოვანი მცენარეა, უპირატესად, ველური ჯიშებით არის ცნობილი. გვხვდება ხეობებში და მდელოებზე. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ველურ იას.
მცენარე პატარა ზომის ბუჩქებს ქმნის, რომლის სიმაღლე 15 სმ. შეიძლება იყოს. აქვს მომრგვალებული ფოთლები წვეტიანი დაბოლოებით. წვრილ ღეროებზე აქვს პატარა ზომის (1, 5 სმ. დიამეტრი) ყვავილები. ყვავილების შეფერილობაში გამოყოფენ რამდენიმე ფერს. ეს შეიძლება იყოს: თეთრი, ყვითელი, ლურჯი და იისფერის კომბინაციები.


image


ითვლება, რომ იაჟუჟუნა 1 ან 2 წლოვანი მცენარეა, თუმცა, რეალურად, უფრო დიდ ხანსაც შეუძლია «ცხოვრება». ყვავილობის პერიოდი – აპრილიდან სექტემბრამდე აქვს.

image

რქიანი ია (Viola cornuta)


რქიანი ია – მრავალწლოვანი მცენარეა ბაღებისთვის. მაგრამ! ყინვაგამძლეობა მის ჯიშზე არის დამოკიდებული. სახეობის ჯიში ზამთარს კარგად იტანს, ხოლო ჰიბრიდული, შესაძლებელია ზამთარში გაიყინოს და აღარ ამოვიდეს.
ვიოლა კორნუტას (cornuta) დამახასიათებელი ნიშანი აქვს: მისი გვირგვინის ერთი ფურცელი, რომლის სიგრძე 10-15 მმ-ია, მკვეთრად არის მოღუნული და უკან გაწეული, რაც ვიზუალურად რქის შთაბეჭდილებას ტოვებს.


image


ამ სახეობის იას პატარა ზომის ყვავილები აქვს, რომლის დიამეტრი 3-5 სმ. არის. სახეობის მცენარეები ღია ფერებით გამოირჩევა. არის ცისფერი, ლურჯი იისფერი – ყვითელი თვალით ცენტრში, ხოლო ჰიბრიდული ჯიშები უფრო მკვეთრი და მრავალფეროვანი შეფერილობის არის: თეთრი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი, წითელი. ყვავილებს ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს.
რქიან ია კარგად ეგუება როგორც სახლის (ქოთნის) პირობებს, ისე ღია გრუნტს – ბორდიურებს და ყვავილნარებს. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მცენარე კარგად იმტვერება სხვა სახეობის ბაღის იებით და მიიღება მცენარე, რომელიც ნაკლებად შეიძლება ჰგავს, გარკვეული კომპოზიციის შესაქმნელად, დათესილ ყვავილს.

ამ სახეობის ია მთელი სეზონის მანძილზე ყვავის: აპრილიდან – პირველ ყინვამდე. კარგად მრავლდება თესლის ჩაბნევით, დაფესვიანებით, ზოგიერთი ჯიში – ბუჩქის გაყოფით. ია უნდა დაითესოს შემოდგომაზე ან დაირგას ადრე გაზაფხულზე, ნერგების სახით.


image


რქიანი იის ჯიშები:

imageAlba – ქათქათა თეთრი ყვავილებით;

image

image

Boughton Blue – ღია ცისფერი ყვავილები, თეთრი გულებით;

image

image

Columbine – თეთრ-იისფერი ყვავილები, კაშკაშა ყვითელი თვალებით;

image

image

Etain – თეთრ-ყვითელი ყვავილები იისფერი კიდეებით;

image

image

Hansa – მუქი იისფერი ყვავილები;

imageimage

სურნელოვანი ია (Viola odorata)


სურნელოვანი ია – მრავალწლოვანი მცენარეა, სასიამოვნო არომატით. ამის გამო, იის ეს სახეობა, სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების შექმნისას გამოიყენება. არის მისი დეკორატიული ანუ კულტივირებული სახეობებიც. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ჰიბრიდული ჯიშების გაველურება ხდება.


image


სურნელოვან იას მომრგვალებული ფოთლები აქვს, კბილოვანი კიდეებით. ყვავილი პატარა, დაახლოებით, 2 სმ-ს დიამეტრის არის. სახეობის ჯიშის ფერი იისფერი, ლურჯი და თეთრი შეიძლება იყოს, ხოლო კულტივირებული – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და მეწამური. ყვავდება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, შესაძლებელია, ზაფხულის ბოლოს, მეორედაც გაყვავდეს.

სურნელოვან იას, ჩვეულებრივ, პატარა ზომის ბიჩქი აქვს, მაგრამ რამდენიმე ძირის ერთად დარგვის შემთხვევაში, ძალიან ლამაზი და კარგად მოზრდილი ბუჩქი მიიღება.

სურნელოვანი ია კარგი გაფორმებაა ღია აივნების, ყვავილნარების, ბორდიურების და მიქს ბორდიურებისთვის.

image

სურნელოვანი იის ყველაზე პოპულარული ჯიშები:

imageСоеur d’Alsace – ვარდისფერი (ორაგულის ფერი) ყვავილები, ძალიან სურნელოვანია;

image

image

Alba – უბრალო თეთრი ყვავილები, დახვეწილი არომატით;

image

image

Ashvale Blue – დიდი ხავერდოვანი ყვავილები ცისფერი ლაქებით კიდეებზე;

image

image

Marie Louise – ცისფერი ხავერდოვანი ყვავილები თეთრი ცენტრით და ძლიერი არომატით;

imageimageLydia Groves – ცალკეული დიდი ვარდისფერი ყვავილები, ტკბილი არომატით;

image

image

La France – მარტივი აგებულების დიდი იისფერი ყვავილები;

image

image


1
1565
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1565
  
2016, 22 სექტემბერი, 22:20
როგორ მაგრად ვერკვევი ამ ყვავილებში იცი? ვერ მოვიფიქრე როგორი კომენტარი დამეწერა
0 1 1