x
მეტი
  • 24.01.2025
  • სტატია:139610
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512847
გოგონამ გულის გარეშე 118 დღე გაძლო
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. თუმცა, ძველ სამედიცინო ტრაქტატში ე.წ. "ლურჯ ბერილს" ენიჭება მნიშვნელოვანი როლი, სადაც ძირითად სამკურნალო საშუალებას ბალახები წარმოადგენდა.


მიუხედავად მედიცინისა და სწავლული ექიმების ამხელა პრაქტიკისა, ის რომ მოზარდმა გოგონამ 114 დღე გულის გარეშე გაძლო, ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო და ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვა მედიცინის ისტორიაში.


სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები მოზარდი გოგონა ვინმე D`Zhana Simmons-ი გახდა სამედიცინო ისტორიაში ნამდვილი სასწაული, რომელმაც თითქმის 4 თვე გაძლო გულის გარეშე. მას აწუხებდა დილატაციური კარდიომიოპათია (DCM). (დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც ძირითადად გულის მთავარ საკანში ყალიბდება (მარცხენა პარკუჭი). მარცხენა პარკუჭი იწელება და თხელდება, შედეგად მას არ შეუძლია გადატყორცნოს იგივე რაოდენობის სისხლი, რაც ჯანმრთელ გულს).


image



D`Zhana Simmons-მა თითქმის 4 თვე დღე გაძლო გულის გარეშე, რომელიც დაზიანებული იყო და ამოკვეთა გახდა აუცილებელი. ეს 118 დღე სწორედ დონორი ორგანოს ლოდინს დაჭირდა. საავადმყოფო Miami Holtz-ის ბავშვთა ქირურგიული განყოფილების ექიმმა Ricci-მ 2008 წლის 2 ივლისს, იმის გამო, რომ ჟანას გულმა შეწყვიტა მუშაობა, ის ამოკვეთა და მანამდე გოგონას ხელოვნური ტუმბოების მეშვეობით აცოცხლებდნენ, რომელიც სისხლის მიწოდების ფუნქციას ასრულებდა.


"ნამდვილი სასწაულის მომსრწე გავხდით, რადგან ასეთი შემთხვევები პაციენტის ფატალური ფინალით სრულდება. ჩვენ, ორი ტუმბოს საშუალებით ვახერხებდით ჟანასთვის გულის ფუნქცია გაგვეწია, დონორი ორგანო მხოლოდ 118 დღის შემდეგ გამოჩნდა, გოგონა სასწაულებრივად გადარჩა"- ამბობს Miami Holtz-ის დირექტორი, ბავშვთა კარდიოქირურგი Ricci.


imageimage

1
327
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
327
  
2016, 12 სექტემბერი, 13:26
დაუჯერებელია... საწყალი :(
0 1 1