ქალი და მამაკაცი ქალის სამი კატეგორია- თქვენ რომელს მიეკუთვნებით? 2016, 7 სექტემბერი, 13:38 ის, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველამ კარგად იცით, თუმცა, ქალების სიღრმეს, დღემდე ვერ ჩაწვდა ვერავინ და ეს უკანასკნელი, ამოუცნობ ფენომენად დარჩა. მხოლოდ ისაა შესაძლებელი, რომ ქალი დაიყოს კატეგორიებად- ცუდი, კარგი და ჭკვიანი. ცოტა ხნის წინ გადავაწყდი ერთ მეტად სახალისო შედარებას, თუ რა სხვაობაა გოგოების სამ- კარგ, ცუდ და ჭკვიან კატეგორიას შორის, ვიხალისე და მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამენდო.
გოგოების სამი კატეგორია არსებობს: კარგი, ცუდი, ჭკვიანი... კარგი გოგოები კითხულობენ ზღაპრებს, ცუდები კამასუტრას, ჭკვიანები სამედიცინო ენციკლოპედიას... კარგ გოგოებს სჯერათ მამაკაცების, ცუდებს არ სჯერათ, ჭკვიანებს არავისი არ სჯერათ… კარგი გოგოები წუხილს ტირილით გამოხატავენ, ცუდები სმით, ჭკვიანი გოგოები კი მაღაზიებში დადიან... კარგი გოგოები კომპლექსდებიან მკერდის პატარა ზომით, ცუდები სილიკონს იკეთებენ, ჭკვიანები კი კმაყოფილდებიან იმით რაც აქვთ... კარგ გოგოებს საჭმლის გაკეთება შეუძლიათ, ცუდებს შეკვეთა, ჭკვიანები კი დიეტაზე სხედან… კარგი გოგოები სწავლობენ მამაკაცის ფიზიოლოგიას, ცუდები თავიანთ თავს, ჭკვიანები კი მამაკაცის ფსიქოლოგიას... კარგ გოგოებს სჯერათ სამოთხის, ცუდებს ჯოჯოხეთის, ჭკვიანებს სჯერათ დარვინის... კარგი გოგოები ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, ცუდები – მილიონერს შავი მერსედესით, ჭკვიანები კი თვლიან, რომ ორივე ეს პერსონაჟი გამოგონილია... კარგ გოგოებს პიჟამოთი სძინავთ, ცუდ გოგოებს არაფრით, ჭკვიანებს კი - სიტუაციიდან გამომდინარე… კარგი გოგოები ქმრის ერთგულები არიან, ცუდი გოგოები - საყვარლის, ჭკვიანები – ორივეს ერთგულები არიან… კარგ გოგოებს სჯერათ წმინდა სიყვარულის, ცუდებს ხშირის, ჭკვიანებს კი - ხარისხიანის… კარგი გოგონები ქალიშვილობას კარგავენ გათხოვების შემდეგ, ცუდი გოგონები პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჭკვიანი გოგონები საშუალოდ 2-3 ჯერ... P.S. გამოტყდით, თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? :) 934 14-ს მოსწონს
|