x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ტყუილები, რომლებსაც სკოლაში გვასწავლიან და მთელი ცხოვრების მანძილზე გვჯერა

image

ალმასი ნახშირისგან წარმოიქმნება


როგორც ცნობილია, ალმასი — სხვა არაფერია, თუ არა ნახშირი, რომელმაც, დროთა განმავლობაში, კრისტალიზაცია განიცადა და მეტამორფოზის შედეგად, დედამიწაზე ყველაზე მყარ მინერალად იქცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრილიანტი ოდესღაც ნახშირი იყო.

მინერალოგების აზრით, ალბათობა იმისა, რომ ალმასი მცენარეების გაქვავებული ნარჩენებისგან წარმოიქმნა, ძალიან მცირეა — ნახშირბადი, რომლისგანაც ალმასების უმრავლესობა შედგება, ბევრად უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე მეცნიერებისთვის ცნობილი ხმელეთის პირველი მცენარეები, რომლებიც დედამიწაზე 400 მლნ. წლის წინ გაჩნდნენ. რაც შეეხება ალმას, სხვადასხვა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ მინერალის ასაკი 900 მილიონიდან – 4, 25 მილიარდამდე შეიძლება იყოს. უფრო «ახალგაზრდა» ალმასი არ არსებობს და ამიტომ, გამორიცხულია, რომ მას კავშირი ჰქონდეს მცენარესთან და მისგან წარმოქმნილ ქვანახშირთან.

image



ღამურა ბრმა არის

image

image

ღამურას ხსენებაზე, თქვენ ალბათ, გაგახსენდებათ სკოლის მასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ღამურები ვერაფერს ხედავენ. მაგრამ, ეს ასე არ არის. ეს მცდარი აზრი იმ არის გამოწვეული, რომ ღამურები, ირგვლივ არსებული საგნების მდებარეობას ბიოსონორებით აღიქვამს. მსგავსი თვისება ბევ ცხოველს გააჩნია. თუმცა, ექოლოკაციის უნარი (ღამურების ექოლოკაციის პრინციპი რადარის მოქმედების მსგავსია. ღამურა პირის ან ცხვირის ღრუდან გამოსცემს ულტრაბგერების ნაკადს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. უძრავ ან მოძრავ (მფრინავ) ობიექტზე დაცემული ბგერები აირეკლება და ღამურას ბგერითი ტალღის, ექოს სახით უბრუნდება. ამ ბგერების გაანალიზების შედეგად ღამურას შეუძლია ააგოს გარემოს სურათი, განსაზღვროს საგნების ზომა, ლოკალიზაცია და სიმკვრივე. გარემოს ასეთი ინტერპრეტაცია იმდენად დახვეწილია, რომ ზოგიერთ ღამურას 1 მმ-ზე მცირე დიამეტრის მავთულის დაფიქსირებაც კი შეუძლია. ფიქრობენ, რომ თევზისმჭამელი ღამურები მსხვერპლს ამჩნევენ ბგერითი ტალღებით, რომელიც უბრუნდებათ თევზის წყლის ზედაპირზე ამოსვლისას წარმოქმნილი ნაკადებიდან არეკლის შედეგად - ვიკიპედია), ყველაზე კარგად ღამურებს აქვთ განვითარებული. სინამდვილეში, ღამურას თვალებიც აქვს და კარგი მხედველობაც, ისინი მხოლოდ დღის სინათლეზე ხედავენ (ძუძუმწოვართა ამ ოჯახის წარმომადგენლებს შორის, სიბნელესთან ადაპტირებული მხედველობა, მხოლოდ მფრინავ მელიებს აქვთ), ნადირობით, კი მხოლოდ ღამე ნადირობენ. ამიტომ არსებობს მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ღამურები, ბრმები არიან.



მთვარიდან ჩინეთის დიდი კედელი ჩანს

image


სკოლაში ბავშვებს ეუბნებიან, რომ ჩინეთის დიდი კედელი - ადამიანების მიერ შექმნილი, ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც მთვარიდან ჩანს. ეს მითია, რომელიც არც “აპოლონის" ასტრონავტებმა დაადასტურეს და არც ორბიტალური სადგურის კოსმონავტებმა. კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე, არანაირი კედელი არა ჩანს. მაგრამ, კარგად ჩანს დიდი ქალაქების სინათლეები.

image

image

imageimage

კუკი აბორიგენებმა შეჭამეს

image

ჯეიმზ კუკი, ჰავაის კუნძულებზე ადგილობრივ აბორიგენებსა და მისი ეკიპაჟის წევრებს შორის, გაუგებრობის გამო წარმოქმნილი შეტაკების დროს დაიღუპა. კუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა ისტორიულ წყაროში წერია, რომ: «გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ინგლისელებმა კაპიტნის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს. კუნძულელებმა მათ კუკის ნარჩენები გადასცეს – მხოლოდ მაშინ გაიგეს მეზღვაურებმა, რომ კ. კეალკეკუა კანიბალებით იყო დასახლებული. დიდი ინგლისელი მეზღვაურის ნარჩენები საზღაო წესის მიხედვით ოკეანის ფსკერზე ჩაუშვეს» (ვიკიპედია).

image

image

image

სინამდვილეში, ჰავაის კუნძულებზე კუკმა და მისმა ეკიპაჟმა, თითქმის ერთი წელი გაატარა და კანიბალებით რომ ყოფილიყო ეს კუნძულები დასახლებული, იქიდან ინგლისში ვეღარავინ დაბრუნდებოდა. რაც შეეხება ეკიპაჟისთვის დაბრუნებულ ჯ. კუკის სხეულის ნაწილებს, მას გარდაცვალების შემდეგ, აბორიგენები ისე მოექცნენ, როგორც თავიაანთი ტომის ბელადს და გამორჩეულ ადამიანებს ექცეოდნენ: მის გვამს ხორცი მოაცილეს და ძვლები ბელადებმა გაინაწილეს, რომ სახლში ისეთი პატივსაცემი პიროვნების ნაწილი ჰქონოდათ, როგორიც კუკი იყო. როდესაც ინგლისელებმა მისი გვამის გადაცემა მოითხოვეს, კაპიტნის სხეულის ის ნაწილები მიუტანეს, რომელიც განაწილების შემდეგ დარჩა, ხოლო მას შემდეგ, რაც ინგლისელები კუნძულზე გადავიდნენ და კუკის გვამის დასახიჩრების გამო, შური იძიეს, კაპიტნის დანარჩენი ნაწილებიც დააბრუნეს.

ასე, რომ, კუნძულზე კანიბალები არ ყოფილან და აბორიგენები კუკს ისე მოექცნენ, როგორც მისი დონის, ღირსების და თანამდებობის კაცს შეეფერებოდა. მაგრამ, ინგლისელებმა ადგილობრივი ტრადიციების შესახებ არაფერი იცოდნენ.

imageინფორმავია ჯ. კუკის ცხოვრების უკანასკნელი ერთი წლის შესახებ, შეგიძლიათ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში იხილოთ:

რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? რეალური ამბავი ინგლისელი კაპიტნის სიკვდილის შესახებ

image
http://intermedia.ge/სტატია/77274-რატომ-შეჭამეს-აბორიგენებმა-კუკი-რეალური-ამბავი-ინგლისელი-კაპიტნის-სიკვ/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

4
3708
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3708
  
2017, 4 ოქტომბერი, 15:19
ეს სამეცნიერო შეცდომებია
2017, 4 ოქტომბერი, 12:44
სკოლის სისულელეები ამით არ მტავრდება, კიდევ უამრავ სისულელეს გვასწავლოდნენ, ჩამოტვლა შორს წაგვიყვანს :)))
2016, 8 სექტემბერი, 19:54
მეც მჯეროდა :), მაგრამ ერთმა ტყუილმა ნამდვილად გაამართლა. რომ არა ღამურას ვითომ უსინათლობის ამბავი, აკაკი წერეთელი ,,ღამურას" არ დაწერდა :)
2016, 8 სექტემბერი, 13:53
აქ რაც წერია ყველაფერი მასწავლეს და მართლა დღემდე მჯეროდა :(( :D
0 1 4