სხვა რა წონის და სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი 1 თვიდან - 3 წლამდე? 2016, 3 სექტემბერი, 17:08 ყველა ბავშვი იზრდება და ვითარდება ინდივიდუალური გრაფიკით. მშობელთა განსაზღვრულ კატეგორიას ძალიან კარგად ესმის ყველა ეტაპის სიზუსტე ბავშვის ჯანმრთელობისა და სწორად განვითარების მიზნით, თუმცა არის მშობელთა ის კატეგორია, რომლებიც ნაკლებ ინტერესს იჩენენ შვილების ზრდა-განვითარების საკითხებში. ასევე გამოიყოფა ბავშვთა რამოდენიმე კატეგორია- მჭამელი და მატებადი და პირიქით; სიმაღლეში ზრდადი და ნაკლებად ზრდადი.
ბევრ მშობელს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თავიდანვე თუ ადევნებს თვალყურს შვილის ზრდა-მატების საკითხს, რადგან ეს მომავალში აუცილებლად აისახება ბავშვის ჯანმრთელ ორგანიზმზე (ან პირიქით). შემთხვევით პედიატრის მხედველობის მიღმა თუ დარჩა შენიშვნა, რომ თქვენი შვილი არ ექვემდებარება ბუნებრივ სტანდარტულ პირობებს ამ თვალსაზრისით, შემოგთავაზებთ სქემას, სადაც გარკვევით წერია ჩვილის მატება-ზრდის მონაცემები 1 თვიდან 3 წლამდე და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. ეს მონაცემები შესაძლოა იყოს მერყევი მემკვიდრეობითი ფაქტორების გამო, ამიტომ ეს ანთროროლოგიური ფაქტორები იქნება ოდნავ განსხვავებული სტანდარტული მაჩვენებლისგან. ამიტომ აქვე იმასაც დაგიმატებთ, რომ პედიატრიული მეცნიერების დასკვნის შედეგად გადახრილი დასაშვები ნორმა შეიძლება იყოს: 1. 1-5 თვის განმავლობაში: +/- 800g წონა, სიმაღლე +/- 4 სმ; 2. 6-12 თვე წონა: +/- 1, 5 კგ, სიმაღლე +/- 4 სმ; 3. 1-3 წლის: +/- 3 კგ წონა, სიმაღლე +/- 7 სმ. იმ შემთხვევაში, თუ გადახრის ნორმა ამ მაჩვენებლებისგან განსხვავებულია 10%-ით, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. P.S. ჯანმრთელობას ვუსურვებ დედამიწის ყველა პატარას. 13610 18-ს მოსწონს
|