კომპიუტერები და პროგრამები რისთვის არის ლეპტოპის დამტენზე ეს პატარა ცილინდრი - ეს ბევრმა არ იცის! 2016, 23 აგვისტო, 13:04 ![]() როგორც აღმოჩნდა, ამ ნაკლებად შესამჩნევ ცილინდრს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს! იგი ასრულებს მაღალი სიხშირის ფილტრის როლს და ანეიტრალებს ხმაურს, რომელიც კვების სადენიდან შეიძლება წარმოდგეს. მას ფერიტის ბეჭედს ან ფერიტის ფილტრს უწოდებენ. ![]() რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ამ პატარა ცილინდრის შიგნით არ არის არანაირი მიკროსქემა ან მსგავსი ელექტრული მოწყობილობა. თუ მას გავხსნით და შიგთავსს შევხედავთ, ვერაფერ საინტერესოს ვერ დავინახავთ. უბრალოდ, კაბელი გადის ხისტი მასალისგან დამზადებული ცილინდრის ღრუში. ზოგ შემთხვევაში, კაბელი ცილინდრს სამაგრით ემაგრება. ![]() აღნიშნული ცილინდრი დამზადებულია ფერიტისგან, რაც წარმოადგენს რკინის ოქსიდის ქიმიურ შენაერთს სხვა მეტალების ოქსიდებთან, და არის ფერომაგნიტური იზოლატორი. ამ ნივთიერებაში არ წარმოიქმნება ინდუქციური დენები, ამიტომ ფერიტი ძალიან სწრაფად ახდენს ხელახალ დამაგნიტებას ელექტრომაგნიტური ველის სიხშირის ტაქტში. როგორც ცნობილია, ნებისმიერი არაეკრანირებული კაბელი წარმოადგენს წყაროს ელექტრომაგნიტური ხმაურისა, რომელმაც შეიძლება კომპიუტერის შიგნით საინფორმაციო სიგნალები დაამახინჯოს. ფერიტის ბეჭედი კი ასრულებს ფილტრის როლს და ხელს უშლის აღნიშნული ხმაურის გავრცელებას. ![]() ამასთან, ფერიტის ბეჭედი არა მხოლოდ ხელს უშლის არასასურველი ელექტრომაგნიტური ველების გაჩენას, არამედ ასევე იცავს სიგნალს კაბელის შიგნით შიდა ხმაურისგან. ამიტომ, ამგვარ ცილინდრებს, დამტენი სადენების გარდა, შეიძლება შეხვდეთ მონიტორების, ფოტოაპარატებისა თუ ვიდეოკამერების კაბელებზეც. 10390 12-ს მოსწონს 2-ს არა
|