x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
2017 წლის ჰოროსკოპი- რას გვიწინასწარმეტყველებს ცეცხლისფერი მამალი?
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


image


ჩინური ასტროლოგიის ძირითადი თეზისია 12 ცხოველის პროეცირება არა თვეებზე, როგორც ევროპულ ასტროლოგიაში, არამედ წლებზე. მათ საკუთარი მოწესრიგებული სისტემა აქვთ და ყოველ ნიშანს თავისი წელიწადი ეკუთვნის. მათი მიმდევრობა ასეთია: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. მომავალი 2017 წელი კი ცეცხლისფერი მამლის წელია. ასტროლოგები გვინმარტავენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი გველოდება წინ. მე კი რამოდენიმე წინადადებით გადმოგცემთ დღევანდელ სტატიაში თუ ვის რამდენ ფულს, როგორ კარიერასა და ჯანმრთელობას პირდება ჩვენი ცეცხლისფერი მამალი. (უბრალოდ წაიკითხეთ ის, ვის წელშიც ხართ დაბადებული)

image



ვირთხა- (ვირთხის წელში დაბადებულები არიან 1960, 1972, 1984, 1996 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) ყოველთვის გონივრულად და დინჯად ეკიდება გარშემო ატეხილ აურზაურს, ზის თავის ბუნაგში და ნამდვილად სწორედ იქცევა. მომავალ წელს ქარიშხლის მძვინვარებაა მოსალოდნელი, თუმცა ვირთხას ნაკლებად შეეხება და მთელი წელი სტაბილურად ჩაივლის.



ხარი- (ხარის წელში დაბადებულები არიან 1961, 1973, 1985, 1997 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი)

გარკვეული დროის მანძილზე საკუთარი სულის ძიებასა და შესაძლებლობების ქონის ეჭვებსქვეშ იყო, თუმცა მომავალი წელი სწორედ რომ გამოფხიზლების წელია, დროა თავი ზემოთ აწიოთ, რადგან ვარსკვლავური წელიწადი გელოდებათ, რომელიც მთელს წელს ნათელს გპირდებათ. იფრთხილედ გადაწყვეტილების მიღებისას და ყველა მრჩეველს ნუ ენდობით, მიენდეთ ძალებს და წინ, მიზნისკენ გასწიეთ.



ვეფხვი- (ვეფხვის წელში დაბადებულები არიან 1950, 1962, 1974, 1986, 1998 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) ვეფხვი ერთ-ერთი იშვიათი ნიშანია, რომელსაც 2017 წელს პატარა შესვენების აღება სჭირდება. წარმატების მიღწევა, მხოლოდ მდინარის დინების მიმართულებით ცურვის შემთხვევაშია შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. ნუ აქვითინდებით, ნუ ამბოხდებით და ნუ შექმნით ქაოსს, დამშვიდდით და დაფიქრდით ღირებულებებზე, ეს იქნება შესანიშნავი დამწყები კაპიტალი მომავალი გამარჯვებებისთვის.



კატა-კურდღელი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1951, 1963, 1975, 1987, 1999 და გადათვალთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) არც მათ ელით მაინცდამაინც იღბლიანი წელი, ის საკმაოდ რთული იქნება, თუმცა მაინც ნუ დაგავიწყდებათ წინ-წინ ხტომა, რადგან დაბრკოლებას ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, თუმცა ვინც იბრძოლებს, გამარჯვებას უთუოდ მოიპოვებს.




დრაკონი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) აი ვის პირდება 2017 წელი განსაკუთრებულ უპირატესობებს. ასტროლოგები ვერ ხსნიან რატომ, თუმცა ცეცხლისფერი მამალი, სწორედ რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სწყალობს მომავალ წელს.



გველი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) 2017 წელს თქვენ გელით რიგი გამოცდები, რადგან ცეცხლისფერი მამალი ეჭვისთვალით გიყურებთ. ფრთოსანი არც ისეთი საშიშია, ამიტომ იბრძოლეთ მიზნისთვის, დაბრკოლებები შეგხვდებათ, თუმცა წინსვლა მაინც თქვენზეა დამოკიდებული.



ცხენი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) თქვენ თუ არა, აბა ვის? წარმატებისა და შრომის დაფასების წელი გელით, რადგან გასული ორი წელი უქმედ არ გაგიტარებიათ. სწორედ რომ წარმატების დროა და გამარჯვებას მალე მოიპოვებთ, თუნდაც ცუდის მსურველი გადაგეღობოთ, ცეცხლისფერი მამალი მთელი დადებითი ენერგიით ადვილად გადაგალახინებთ ამას.



თხა-ცხვარი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)

მათთვის 2017 ცისარტყელას ფერებით დახატული და მაჟორული ნოტებით გაფორმებული წელი იქნება, ამიტომ იფრთხილედ, რომ არ დაზარალდეთ, რადგან არაა მცირე ცუდისმოსურნეთა რიცხვი თქვენს გარშემო.



მაიმუნი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) მიუხედავად იმისა, რომ წელს მისი წელია, არც მომავალ წელს ტოვებს უსჩუქროდ ფორტუნა- დამსახურებული სიურპრიზები და დასვენებები უხვად იქნება. ამ ყველაფრისთვის კი ცოტა მეტი უნდა ეცადოთ, ვიდრე წელს, თუმცა მაიმუნებისთვის ხომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ღირსეული გზით თვითდამკვიდრება მათ ყველაზე კარგად გამოსდით.



მამალი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1957, 1969, 1981, 1993, 2005) მამლები ცხენებით თუნდაც ე.წ. ჭორჭილით მიაჭენებენ გამარჯვებისკენ. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ იმისათვის რომ შეაქონ და შეამჩნიონ, რას არ იზამს. საკუთარი შრომისმოყვარეობის გამო წარმატებას გისურვებთ ტანდემი 2017 წელს.



ძაღლი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1958, 1970, 1982, 1994, 2006) გამოცდებისა და წარუმატებლობის წელი მალე მიილევა, უბრალოდ უნდა მიგეღოთ ისინი და გადაგელახათ, რის შემდეგაც წარმატებას მიაღწევდით და არა მინის იქიდან გეცქირათ. თუმცა ეს ყველაფერი გაივლის და 2017 წელს ერთ დღესაც მოვა წარმატება.



ღორი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1959, 1971, 1983, 1995, 2007) ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისათვის უცხოა ცნება მუშაობა, ოჯახის კეთილდღეობა და მიუხედავად ამისა, ცეცხლისფერი მამალი ყველაფერს ხედავს და მზადაა დაეხმაროს მას, თუმცა ღორი ამას იშვიათად ამჩნევს და ღებულობს, ან თუ ღებულობს, ხარჯავს ნეგატიურ ემოციებზე. მთავარია გაუფრთხილდეთ თავს და ახლობლებს და ცეცხლისფერი მამალი დაგეხმარებათ ყველაფრის გადატანაში.


2
37381
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
37381
  
2017, 22 ივლისი, 22:11
:)) ცაგარელის გარდა არავის, ვისაც არ უნდა კითხო, მაგრამ ფიქსირებული 35615 ნახვა აქვს სტატიას და აქ ნახვების მეათედი გვერიცხება და ადვილი მისახვედრია, რომ უარყოფის მიუხედავად, მაინც სჯერა უმეტესობას :))))
2016, 27 სექტემბერი, 16:59
ნეტა ამ ზღაპრების ვინმეს სჯერა საერთოდ ცაგარელის გარდა?
0 1 2