საზოგადოება სურვილი, რომელსაც ღმერთი ყველას უსრულებს 2016, 1 აგვისტო, 13:47
მე ვთხოვე ღმერთს ჩემი მტრის დასჯა, და ღმერთმა მითხრა:
«არა. ის მომავალში შენი საუკეთესო მეგობარი გახდება».
მე ვთხოვე ღმერთს ჩემთვის საკმარისი მოთმინება მოეცა, და ღმერთმა მითხრა: «არა. მოთმინება — გამოცდის შედეგი არის. მას არ აძლევენ, მას სწავლობენ». მე ვთხოვე ღმერთს, რომ მას ჩემი სიამაყე მოეცილებინა, და ღმერთმა მითხრა: «არა. სიამაყე არ მიაქვთ. მასზე უარს ამბობენ». მე ვთხოვე ღმერთს, რომ ჩემთვის ბედნიერება ეჩუქებინა, და ღმერთმა მითხრა: «არა. მე კურთხევას გაძლევ, ხოლო იქნები, თუ არა ბედნიერი, შენზე არის დამოკიდებული». მე ვთხოვე ღმერთს, რომ მე და ჩემი ახლობლები ტკივილისგან დაგვიცვას, და ღმერთმა მითხრა: «არა. ჩვენ ერთად ვიტანჯებით და ტანჯვას ერთად ვამარცხებთ». მე ვთხოვე ღმერთს სულიერი ზრდა, მაგრამ ღმერთმა მითხრა: «არა. სული თავად უნდა გაიზარდოს, მე კი ყოველთვის დავეხმარები».მე ვთხოვე ღმერთს, რომ დამხმარებოდა, სხვები შემყვარებოდა ისე, როგორც მე მას ვუყვარვარ — და ღმერთმა მითხრა: «ამას სიხარულით შეგისრულებ! როგორც იქნა მიხვდი, თუ რა უნდა გეთხოვა ჩემთვის». 698 11-ს მოსწონს 1-ს არა
|