სხვა მალე რუსეთში ტელევიზიით გავა ანფისა ჩეხოვას ახალი რეალიტი-შოუ საქართველოზე- "ანფისა საოცრებათა ქვეყანაში" 2016, 19 ივლისი, 21:24 ახალი რალიტი შოუს მონაწილეები იქნებიან პოპულარული რუსი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა და მისი მეუღლე, მსახიობი გურამ ბიბილეიშვილი.ტელე-გადაცემის პრემიერა შედგება 25 ივლისს რუსულ ტელეარხ «Ю»-ზე.
ტელეარხი იუწყება, რომ ტელე-შოუს სახელი იქნება "ანფისა საოცრებათა ქვეყანაში", სულ იქნება ოთხი გადაცემა, ასაკობრივი შეზღუდვა 12+ იქნება. სპეციალურად გადაცემისთვის ანფისამ და მისმა მეუღლემ მოინახულეს თბილისი, ბათუმი, კახეთი.იქვე მიმდინარეობდა გადაღებები. "ამჟამად ახალგაზრდობა სერიოზულად ფიქრობს გადასახლდეს საქართველოში, მაგრამ დასაწყისისთვის ანფისამ გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ წასულიყო და დარწმუნებულიყო, ადვილია თუ არა ქართველის ცოლობა"-ნათქვამია ანონსში. 201 5-ს მოსწონს 1-ს არა
|