სხვა ცხოვრების ოქროს წესები, რომლებიც ყოველთვის მუშაობს 2016, 2 ნოემბერი, 17:14 ჩვენი მომავალი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას ვღებულობთ დღეს – იმ არჩევანზე, რომელსაც ჩვენ, ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთს ვაკეთებთ. შეიძლება დრო სულელურად დავხარჯოთ და ყოველდღიურად ერთი და იგივე შეცდომა დავუშვათ, არასწორედ გაკეთებული არჩევანის გამო. მაგრამ, შეგვიძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა და კონცენტრაციის იმაზე გაკეთება, რაც ჩვენი ცხოვრებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ეს წესები მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერებაში დაგვეხმარება, რომელიც თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ცოტა თუ იყენებს პრაქტიკაში. ქვემოთ მოცემული წესები დროდადრო ყველამ უნდა გადაიკითხოს და გამოიყენოს, რომ ცხოვრება უფრო მარტივი, უპრობლემო და სახალისო გახდეს. ნუ შეეხებით ადამიანისთვის მტკივნეულ თემას, თუნდაც სერიოზული ჩხუბის დროს. შესაძლებელია, შემდეგ შერიგდეთ, თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები კი დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრება. არ აპატიოთ მოღალატეებს. ისინი არასდროს იცვლებიან. ყოველთვის სიმართლე თქვით, მაშინ არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდებათ. ნუ დასცინებთ სხვის ოცნებებს. იფიქრეთ საკუთარზე. თუ თავში იდეა მოგივათ — აუცილებლად ჩაიწერეთ. დროზე ვერ მიხვალთ? აუცილებლად გააფრთხილეთ — ამის გაკეთება რთული არ არის. ნუ გაავრცელებთ ჭორებს, ნუ მიიღებთ მონაწილეობას მათ განხილვაში — გახსოვდეთ, რომ იგივე ადამიანებს შეუძლიათ ჭორები თქვენზეც გაავრცელონ. უნდა შეგეძლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. შეცდომებს ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს. ნუ დაიჩივლებთ. პრობლემები იმიტომ არ გვეძლევა, რომ ვიწუწუნოთ. არამედ იმიტომ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ყველაფრის მიუხედავად, წინ იარეთ. მიღწეულზე ნუ შეჩერდებით და გულხელდაკრეფილი ნუ იჯდებით. დღის დასაწყისში გააკეთეთ ყველაზე რთული და უსისმოვნო საქმეები და თქვენ აღარ შეგაწუხებთ არასასურველი აზრები დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ყველაფერი გაკეთებული გექნებათ. ტელევიზორი — ყოველთვის დროის დაკარგვა არის. ნუ უყურებთ მას. 652 10-ს მოსწონს
|