სხვა ქალაქი მოჩვენებები უჩვეულო ისტორიებით 2016, 12 ივლისი, 9:25 პრერიები მიტოვებულ უდაბნოში, მოჩვენებებით სავსე ქალაქები, დაწყევლილ ქვითკირის მკვრივ დასხლებაში დღემდე ცეცხლის მძვინვარება და რამდენი მსგავსი ამბავი გვსმენია, თუმცა რეალობაა ეს თუ მითი და ნამდვილად უკავშირდება თუ არა მოჩვენებებს, დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
წარმოგიდგენთ ა.შ.შ-ს იმ ქალაქებს, რომლებიც მოჩვენებებს დაემსგავსნენ. 1. Bodie, California. თავის დროზე ბოდი ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში და უკანონო ქალაქი მთელს დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალაქი მიტოვებულია, კარგად არის შემონახული საცხოვრებელი სახლები ბრენდული კარ-ფანჯრითურთ. მოსახლეობა აქედან მუდმივი შეტაკებების გამო მიმოიფანტა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოდის წყევლა ნებისმიერს დაატყდება თავს, ვინც გაბედავს ამ ქალაქიდან რამის მოპარვას და მიიჩნევა, რომ ბოდის მოჩვენებები ქალაქს ძარცვისგან წყევლით იცავენ. სწორედ ამის გამო, ბევრს ეშინია ამ ადგილას მოხვედრის. 2. Teksola, Oklahoma. ტეკსოლა მდებარეობს ოკლაჰომასა და ტეხასს შორის. აქ იყო ყველა ფართოდ ცნობილი რკინიგზის გაჩერება 20-ე საუკუნის დასაწყისში. ქალაქი სწრაფი ზრდის პერიოდს გადიოდა 1920 წელს და სწორედ აქ გაიარა მარშრუტმა "66"-მა. რამ განაპირობა ქალაქის დაცარიელება, უცნობია, თუმცა აქ თუ გაივლით, გზისპირა ნიშანს (ბანერს) ნახავთ წარწერით "არ არსებობს დედამიწაზე მსგავსი ადგილი, როგორიც ტეკსოლაა". თუმცა აქ მხოლოდ ცარიელ ქალაქს ნახავთ დაცლილი ქუჩებითა და დანგრეული შენობებით. 3. Centralia, Pennsylvania. კვამლის ღრუბლები პირდაპირ ასფალტის ბზარებიდან ამოდის- დიახ ეს ცენტრალიაა, ყოფილი სამთო ქალაქი, რომელიც დღეს მიტოვებულია. ასფალტის ბზარები კი მაღაროში გაზის მარაგმა განაპირობა, რომელიც ნელი წვის შედეგად კვამლის სახით ამოდის ზედაპირზე და წარმოუდგენელი სანახაობა იშლება თვალწინ. 1962 წელს მომხდარა ძლიერი აფეთქება, მას შემდეგ კი წვა და კვამლი არცერთი წამით არ შეჩერებულა. 1980 წლიდან ყველა შენობა მიტოვებულია და დგას გამაფრთხილებელი ნიშნები, თუმცა ცენტრალიით 61-ე გზატკეცილის გავლით პენსილვანიაში მაინც შეგიძლიათ გადაადგილება. ეს ერთადერთი ირეალური ადგილია, რომელზეც არაერთი ლეგენდა დადის მოჩვენებებზე. 4. North Brother Island, New York. კუნძული ნორტ-ბრაზერი, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს, ცნობილია მეტად ბოროტი ისტორიით. თავდაპირველად ის ყოფილა იზოლირებული ტერიტორია ინფექციური საავადმყოფოს სიფილისით დაავადებული პაციენტებისთვის, შემდეგ აქ მკურნალობას გადიოდნენ ნარკომანები, ბოლოს კი საზოგადოების დაუცველი ფენის თავშესაფარად იქცა. საბოლოოდ საავადმყოფო დაიკეტა 1960 წელს და მას შემდეგ ფრინველების საკურთხევლად იქცა, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მაძიებლებს მოჩვენებებით სავსე, საავადმყოფოს პალატები დაათვალიერონ. 5. Underground City of Seattle. (მიწისქვეშა ქალაქი სიეტლში) სიეტლში მიწიქვეშა ქალაქის უმეტესი ნაწილი 1889 წელს დიდმა ხანძარმა გაანადგურა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღდგენა, თუმცა მხოლოდ გარკვეული ნაწილის, რათა თავიდან აეცილებინათ წყალდიდობა. მრავალი მაღაზია დარჩა ქვევით, ამიტომ ხალხს იქ კიბით გადაადგილება უწევდა, საბოლოოდ კი 1907 წელს ეს მაღაზიებიც დაიკეტა, თუმცა უწმინდური და შავი საქმეების ბიზნესი მალულად კვლავ მიმდინარეობდა. დღეს კი გასასვლელები ფაქტობრივად აღდგენილია და ხდება მიწისქვეშა ტურები დამთვალიერებლებისთვის. 6. Rhyolite, Nevada. რიოლითი დაარსდა 1904 წელს, თუმცა ასევე სწრაფად დაემხო ფინანსური კრიზისის შედეგად 1907 წელს, როგორ სწრაფადაც განვითარდა. ლიქიორისა და ლუდის ათასობით ბოთლით შექმნილი შენობა ოქროს ჭირად მოიხსენიება, რომელიც უდაბნოს შუა გულში მდებარეობს და დღემდე იდეალურადაა შემონახული. 7. Glenroy, New Mexico and Texas. გლენრიო პირველი და უკანასკნელია ქალაქებს შორის, რომელიც ერთდროულად ორ შტატს- ახალ მექსიკასა და ტეხასს შორის მდებარეობს. ერთ დროს ის Rock Island-ისა და წყნარი ოკეანის რკინიგზის სადგურს წარმოადგენდა, შემდეგ კი მარშრუტი 66-ის მთავარი მაგისტრალი გახდა. 1973 წელს კი, როდესაც გაყვანილი იქნა ახალი სამაგისტრო გზები, გლენრიო იქცა მთავარ გზად და მისი მოსახლეობა იძულებით გადაასახლეს. 8. Christmas, Arizona. სათაურიდან გამომდინარე, ალბათ ბევრი თქვენგანი იფიქრებს დღესასწაულს უკავშირდება, თუმცა სახელი შობა მიტოვებული სამთო ქალაქისთვის აფეთქების შემდეგ, 1902 წელს ხელმეორედ გახსნას დაუკავშირდა. ფოსტა ყვაოდა ქალაქში იმ წლის დეკემბერში, მაგრამ ოცი წლის შემდეგ დაიკეტა. დღეს კი ნაპოვნი გაუხსნელი წერილები, მხოლოდ კოლექციონერებს ახარებთ. 501 16-ს მოსწონს
|