სხვა 20 აქტუალური რეტრო-რჩევა ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის 2016, 26 ივლისი, 14:58 მე-19-ე საუკუნის დასაწყისში არც ტელევიზია იყო და არც ინტერნეტი და ამიტომ, სხვადასხვა პროდუქტების რეკლამირების მიზნით, კოლოფებში და შეფუთვებში, სუვინირების სახით, ბარათებს აწყობდნენ (ისევე, როგორც, მაგ., საღეჭ რეზინში “Love is..."). ამ მხრივ, გამონაკლისი, არც სიგარეტის კოლოფები იყო... ბრიტანულმა კომპანია Gallaher Group-მა მსგავსი მარკეტინგული სვლა განახორციელა და თითოეულ კოლოფში, თითო ბარათი ჩადო, განსხვავებული რჩევებით, რომლის ცოდნა არც დღეს იქნება ურიგო! ღვინის ჩაციება, მაცივრის გარეშე გაახვიეთ ბოთლი პირსახოცში და ჩადგით 10 წუთით ცივ წყალში. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ჭურჭელს, რომელშიც ბოთლი დევს, ღია ონკანის ქვეშ მოათავსებთ. ხიჭვის ამოღება იმისთვის რომ ეს “ოპერაცია" სახლის პირობებში ჩაიტაროთ, დაგჭირდებათ ქილა ან ბოთლი განიერი პირით. ჯერ ჩაასხით მასში ცხელი წყალი, შემდეგ ძლიერ მიაჭირეთ სხეულის დაზიანებული ადგილი (ხელი, ფეხი). ასეთი “ხელსაწყო" “გამოწოვს" ხიჭვს, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე. ნამდვილი კარაქის გარჩევა, იაფფასიანი ანალოგებისგან კარაქისა და მარგარინის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ადვილია. ჩვეულებრივ ქაღალდს უნდა წაუსვათ ცხიმი და დაწვათ. მარგარინი, წვის დროს, გამოყოფს ცუდ სუნს, ხოლო კარაქს — სასიამოვნო არომატი აქვს. ბოთლის შიგნიდან გამორეცხვათუ ხელი არ გეტევათ ჭურჭელში და სპეციალური ჯაგრისი არა გაქვთ, ბოთლში ქვიშა ჩაყარეთ, დაასხით წყალი, დაახურეთ საცობი და მანამდე აჯანჯღარეთ, ვიდრე არ გასუფთავდება! ყვავილის გამოცოცხლებათუ თაიგული ჭკნობას დაიწყებს, ამოიღეთ ლარნაკიდან და ჩადგით ცხელ წყალში იქამდე, ვიდრე წყალი არ გაცივდება. შემდეგ მოაჭერით ღეროს ბოლოები და ჩადეთ ცივ წყალში. მელნის ლაქების მოცილებამელნის ლაქების მოსაცილებლად, დასვრილი ქსოვილი რძეში ჩაალბეთ 15-20 წუთით და ლაქა გაქრება. გაბზარული კვერცხითუ კვერცხი გაბზარულია და მისი მოხარშვა გინდათ, მოსახარშ წყალში ცოტა ძმარი ჩაამატეთ და კვერცხის შიგთავსი გარეთ არ გამოჟონავს. ასანთი ქარშიყველას, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, უცდია ქარიან ამინდში ასანთის ანთება. იმისათვის რომ თქვენი ცდა უშედეგოდ არ დამთავრდეს — ასანთის ღერს გვერდები ნაწილობრივ უნდა აათალოთ. ახალი პურის დაჭრაამისთვის დანა მდუღარე წყალში უნდა ჩადოთ და დაელოდოთ, ვიდრე არ გაცხელდება. ასეთი დანით უპრობლემოდ დაჭრით ყველაზე ახალ პურსაც კი. პირველი დახმარებათუ ფეხი იღრძეთ ან იტკინეთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — უნდა დაიდოთ ცივი კომპრესი. ხოლო იმისთვიე, რომ ის არ გაშრეს, აიღეთ ბინტი, მისი ერთი ბოლო წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ, ხოლო მეორე – კომპრესზე დაამაგრეთ. ჭიქების დაცალკევებაერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქები ძალიან ადვილად იმსხვრევა. იმისათვის რომ არცერთი არ გატყდეს, ჩაასხით ზედა ჭიქაშ ცივი წყალი, ხოლო ქვედა – ცხელ წყალში ჩადგით. ამის შემდეგ, ჭიქები ერთმანეთს ადვილად დაშორდება. ლარნაკის დაცვაძვირადღირებული ლარნაკი შემთხვევით რომ არ დაეცეს და გატყდეს, შიგნით ქვიშა ჩაყარეთ. საუკეთესოდ მოხარშული კარტოფილი გაწმინდეთ სათვალის მინები საპნიანი წყლით, მიეცით გაშრობის საშუალება, ხოლო შემდეგ, გაწმინდეთ ხავერდის ქსოვილით. თუ სანთლის დიამეტრი, შანდლისას აღემატებასანთლის გვერდების ჩამოჭრაზე რომ არ იწვალოთ, სანთლის ბოლო ცხელ წყალში უნდა მოათავსოთ, ხოლო შემდეგ, პირდაპირ შანდალში ჩაარჭოთ, რომ პარაფინმა ან ცვილმა გაციება ვერ მოასწროს. კვერცხის შენახვა ხანგრძლივი დროითკვერცხი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, მარილში უნდა მოათავსოთ. მაგრამ, იქიდან ამოღების შემდეგ, მაშინვე უნდა გამოიყენოთ. მაგარი კვანძიმძიმე ნივთების აწევის დროს, გამოიყენეთ კვანძი №1, რაიმეს შეერთებისთვის — «მეთევზეს» კვანძი №2 და ძალიან მტკიცე კვანძი №3. სითხე რომ არ დაიწუწოს ბოთლიდან ამოღების დროს, მაგიდაზე სითხე რომ არ დაიწუწოს, ბოთლი ისეთივე ქაღალდის ცენტრში მოათავსეთ, როგორიც სურათზე არის ნაჩვენები.ფეხსაცმლის წმენდა იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი გაქვთ გასაწმენდი და სპეციალური საცხი და ჯაგრისი არა გაქვთ, ლიმონი გამოიყენეთ. ის შესანიშნავად ასუფთავებს და აპრიალებს ფეხსაცმელს. შუშის ნამსხვრევების უსაფრთხოდ შეგროვება შუშის ნამსხვრევები სახიფათოა როგორც პატარებისთვის ისე უფროსებისთვის. ნამსხვრევების შეგროვება მთლიანად და ფრთხილად არის საჭირო. ამისთვის, საუკეთესო ვარიანტი, სველი ტილოს გამოყენება არის: მას სულ პატარა ნამსხვრევებიც კი ეწებება. შემდეგ, ტილო აუცილებლად უნდა გადააგდოთ. 1755 15-ს მოსწონს 1-ს არა
|