x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან – 6 რჩევა
image


რამდენად ხშირად აწყდებით ისეთ სუნამოებს, რომელიც ვიზუალურად ერთი ერთში ჰგავს ორიგინალს?.. ამასთან ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ის რომელიც საფირმო მაღაზიაში ნახეთ. ფიქრობთ თუ რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეჭვები გაქვთ მის ხარისხთან დაკავშირებით. მწარმოებელი ქვეყანა მითითებულია, made in France, სურნელიც საკმაოდ კარგი აქვს... მაშინ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში?

1. პოლიეთილენის შეფუთვა


image
სუნამოს დაყნოსვას პირდაპირ ვერ შეძლებთ, ამიტომ მისი ორიგინალობის დადგენა ვიზუალური კუთხით სცადეთ:
1. თუ სუნამოს კოლოფი პოლიეთილენითაა შეფუთული, ამ შემთხვევაში ის მჭიდროდ უნდა ეკვროდეს მას.
2. პოლიეთილენის შეფუთვა დამაგრებულია თერმო-მეთოდით და არა წებოთი.
3. ორიგინალი სუნამო არ უნდა იყოს შეფუთული სქელი პოლიეთილენით.

2. კოლოფი


image


ყურადღებით შეისწავლეთ სუნამოს კოლოფი. სულ ცოტა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს არის დასახელება. ყალბ პროდუქტზე ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ სუნამოს დასახელებაში ასოებია გამოტოვებული ან პირიქით, ზედმეტი წერია; ამის შემდეგ საქმე უფრო რთულდება:


1. ნამდვილ ფრანგულ სუნამოზე თქვენ ვერასოდეს აღმოაჩენთ წარწერას "parfume, " რადგან ამის მართებულად წერის ფორმა მხოლოდ "parfum."
2. კოლოფზე არა მხოლოდ მწარმოებელი ქვეყანა უნდა იყოს მითითებული, არამედ ის რომ სუნამო დამზადებულია ამ ქვეყანაში, ანუ არა მარტო "Italy, " არამედ "Made in Italy."
3. ორიგინალ სუნამოზე აუცილებლად უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, მისი შემადგენლობა, მოცულობა.


3. ნიშნები

image

ორიგინალ სუნამოზე ეძებეთ ნიშნები:

1. შტრიხ კოდი, რომელსაც კარგი იქნება თუ შეამოწმებთ. მხოლოდ გადმოწერეთ ტელეფონში საჭირო პროგრამა, რომელიც კითხულობს მას და იმ ადგილს ასახელებს, საიდანაც პროდუქტი მოდის. თუ ის ემთხვევა მწარმოებლის ადგილს, რომელიც სუნამოზეა მითითებული, ამ შემთხვევაში პლიუსს ვწერთ (თუმცა, ამის გაყალბებასაც კარგად ახერხებენ).
2. დააკვირდით ნიშანს recycling. ის მკვეთრი უნდა იყოს.
3. შემდეგ კოლოფზე იპოვეთ რიცხვი, რომელიც დაბეჭდილია მუყაოზე (სურათზე შემოხაზულია, თუმცა, შესაძლოა განსხვავებულად გამოიყურებოდეს). ასეთივე ნიშანს აღმოაჩენთ ფლაკონზე სუნამოს გახსნის შემდეგ.



image

ეს კიდევ სხვა ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კოლოფზე


image


ასე გამოიყურება ეს კოდი ფლანკონზე, რომელიც სერიულ ნომერს წარმოადგენს და არ უნდა წაიშალოს. ამის შემოწმება ძალზე მარტივია – უბრალოდ თითით სცადეთ მისი მოშორება.


4. დამატებითი კონსტრუქცია


image


კოლოფის შიგნით უნდა იყოს დამატებითი კონსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის ფლაკონის მოძრაობას ყუთში. ხშირ შემთხვევაში ის მუყაოსგან არის დამზადებული და ადვილად შეგიძლიათ ამოიღოთ. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის, თუმცა ყველა შემთხვევაში – აუცილებელი დეტალია.

5. ფერი


image
თუ თქვენს სუნამოს მკვეთრად გამოხატული ფერი აქვს, მაშინ მონახეთ ინფორმაცია მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შეადარეთ. ამასთან, დაიმახსოვრეთ რომ ჩვეულებრივ ორიგინალი სუნამოებისთვის დამახასიათებელია ნაზი ფერები. თუ ფერი თუნდაც ინტუიციურად უცნაურად მიგაჩნიათ, ამ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ.

6. ყურადღება მიაქციეთ ფლაკონის თავსახურს


image

თავსახური უნდა იყოს თანაბარი და სიმეტრიული (თუ, რა თქმა უნდა, თავად დიზაინის ჩანაფიქრი არ მოიცავს მის ასიმეტრიულობას). აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალისგან არის დამზადებული თავსახური. ჩვეულებრივ, მსგავსი სახის ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ სუნამოს მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.


ვერ განსაზღვრავთ, იმას თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ ფალსიფიცირებული სუნამოს გამოყენებამ. თუ თქვენ ამას გაცნობიერებულად აკეთებთ, მაშინ გახსოვდეთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმის ხარისხზე, რაც თქვენს სხეულზე ხვდება, ეკონომია არ უნდა გააკეთოთ. ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ.

5
16382
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
16382
  
2016, 6 ივლისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 ივნისი, 9:35
დიდი მადლობა :)
2016, 10 ივნისი, 16:38
შერლოკ ჰოლმსი ანსხვავებდა, ის პროფესიონალი იყო. სასარგებლო სტატიაა და საინტერესო!
2016, 6 ივნისი, 18:05
მადლობა, ხატი
2016, 6 ივნისი, 14:24
საინტერესოა, ამ რჩვევებს აუცილებლად გავითვალისწინებ :)
0 1 5