კაბები წლის ყველაზე ტენდენციური საქორწილო კაბები 2016, 19 მაისი, 10:39 ქორწილი- ეს ხომ მნიშვნელოვანი მოვლენაა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის. დღე, სადაც მანდილოსანი თავს დედოფლად გრძნობს საკუთარი რჩეულის გვერდით და მათი ბედი კვეთს ერთმანეთს. დღე, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა დედოფალს საშუალება საკურთხეველზე ასვლისა და მეტად განცდისა ამ მარადიული სიხარულის. თუმცაღა, მხოლოდ სიხარულთან არ ასოცირდება ეს დიდებული დღე, სანერვიულო და საზრუნავი გაცილებით მეტია ქორწილის თარიღის მოახლოვებასთან ერთად, იმატებს ფიქრი იმაზე თუ როგორი კაბა, ვარცხნილობა, ფეხსაცმელი, აქსესუარი, თაიგული თუ დეკორაცია შევარჩიოთ, განსაკუთრებული ყურადღება ხომ მაინც პატარძალს ექცევა.
ბევრ ქვეყანაში გოგონებს ამ დაუვიწყარ ცერემონიაზე ძირითადად თეთრი კაბები აცვიათ, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რწმენისა და ტრადიციების გამო ქალბატონებს რელიგიური შეხედულებების მიხედვით ერჩევათ კაბები. ჯერი კი მაინც თეთრ კაბებზე ჩერდება და ჩვენი მოდის სახლები და პავილიონები არ იშურებენ დროს, რათა წლის ცხელ-ცხელი ტენდენციები გვამცნონ. ეს-ესაა გამოქვეყნდა კრებული, თუ როგორი კაბებია საქორწილოდ აქტუალური 2016 წელს და მინდა წარმოგიდგინოთ. მაშ, გთავაზობთ 2016 წლის საქორწილო კაბების ტენდენციებს და მჯერა ბევრ თქვენგანს დაეხმარება ამ ლამაზი დღის უფრო გალამაზებაში. მე კი ისღა დამრჩენია დაგიტოვოთ ფოტოკრებული და გისურვოდ მარადიული სიყვარული და ულევი ბედნიერება. 1. White Lace Midi Dress, SHOSHANNA. მისი ფასია 410$. 2. Long Sleeve Lace Mini Dress, ASOS BRIDAL. მისი ფასია 272$. 3. White Lace Trim Midi Dress, SELF PORTRAIT. მისი ფასია 514$. 4. White Strapless Dress, BOOHOO. მისი ფასია 44$. 5. Jeweled A-Line Dress, CYNTHIA ROWLEY. მისი ფასია 325$. 6. White Long Sleeve Lace Dress, ELOQUII. მისი ფასია 120$. 7. White Mock Neck Long Sleeve Dress, MISSGUIDED. მისი ფასია 102$. 8. White Lace Dress, CUT TO THE LACE. მისი ფასია 78$. 9. White Mesh Sleeve Dress, KIYONNA. მისი ფასია 188$. 10. White Beaded Dress, PARKER. მისი ფასია 618$. 11. White Plunging Neckline Dress, SAU. მისი ფასია 388$. 12. White Cape Dress, SIMPLY. მისი ფასია 102$. 13. Victorian inspired Lace Dress, ALEXIS. მისი ფასია 484$. 14. White Cascading Ruffle Dress, LANE BRYANT. მისი ფასია 100$. 15. White Short Sleeve Lace Dress, MODCLOTH. მისი ფასია 250$. 16. White Halter Dress, MARA HOFFMAN. მისი ფასია 228$. 17. One Shoulder Dress, KEEPSAKE. მისი ფასია 220$. 18. Lace Midi Dress, JARLO. მისი ფასია 195$. 19. Off-the-Shoulder Dress, FREE. მისი ფასია 450$. 20. Lace Long Sleeve Dress, FLEUR DU MAL. მისი ფასია 798$. როგორც ხედავთ ძველმა ტრადიციულმა ფუშფუშა კაბებმა დაკარგეს ტენდენცია და ბოლო რამოდენიმე წელია- სადა, მოკლე, არა მხოლოდ თეთრი და უმეტესად წელის სილუეტის გამომხატველი მაქმანიანი კაბებია ტრენდული. 412 16-ს მოსწონს
|