პატარა არგენტინული სოფელი ვილა-ეპეკუენი (ესპ. Villa Epecuén), რამდენიმე დღეში, სიცოცხლით სავსე დასახლებიდან ქალაქ-მოჩვენებად იქცა. იქ მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, მოსახლეობამ მიატოვა საკუთარი სახლები და დღეს ის თავისი შიშისმომგვრელი პეიზაჟებით, მხოლოდ ფოტოგრაფების ყურადღებას იქცევს.
![თანამედროვე ატლანტიდა image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016051811110173439.jpg)
![თანამედროვე ატლანტიდა image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016051811111473439.jpg)
თავისი არსებობის მოკლე ხანის მანძილზე (60 წელზე ცოტა მეტი), ვილა-ეპეკუენამ სახელის განთქმა მოასწრო და პოპულარულიც გახდა. ამის მიზეზი მისი გეოგრაფიული მდებარეობა იყო: სოფელი გასული საუკუნის 20-იან წლებში ააშენეს, ამავე სახელის ტბის შორი-ახლოს, რომელის წყალი დიდი რაოდენობით მარილებს შეიცავდა და სამკურნალო თვისებებით იყო ცნობილი. ტბის წყალში მარილის კონცენტრაცია 10-ჯერ აღემატება ოკეანის წყალის მარილიანობის კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელს. უამრავი ტურისტი ჩადიოდა სოფელში მკურნალობის მიზნით. უკვე 70-იან წლებში, პატარა ქალაქი (სოფელი) ცნობილ კურორტად იქცა არა მარტო არგენტინაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
![თანამედროვე ატლანტიდა image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016051811141973439.jpg)
![თანამედროვე ატლანტიდა image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016051811134973439.jpg)
ასე გამოიყურებოდა ადრე ეს ადგილი.
თუმცა, 1985 წელს გამოუსწორებელი რამ მოხდა – ხანგრძლივი წვიმების შედეგად, კაშხალი დაინგრა. ამ ავარიამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია – მთლიანად დაიტბორა ყველა შენობა-ნაგებობა, დასახლება ყველა მოსახლემ დატოვა და წყალმა ხანგრძლივი დროის მანძილზე დაიკავა ყოფილი კურორტის ტერიტორია. წყლის დონემ 2009 წელს ოდნავ დაიწია. ამან პაბლო ნოვაკს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა და დღეს ის ამ დასახლების პუნქტის ერთადერთი მკვიდრია.
![თანამედროვე ატლანტიდა image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016051811172273439.jpg)
ძველი დიდების დაბრუნებას ეს პუნქტი ვეღარ შეძლებს, მაგრამ ფოტოგრაფების ყურადღება, უკვე მიიქცია.