სხვა ისტორია, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა 2016, 21 მაისი, 11:39 ყოველ ღამე, ჯონ ანგერს, თავისი 19 წლის ძაღლი – შეპი, თბილწყლიან ტბაზე მიჰყავდა, რომ მისთვის, რამოდენიმე საათით, დაძინების შესაძლებლობა მიეცა. ძაღლი მძიმე ფორმის ართრითიტ იტანჯება, რომლის გამო, მას ისეთი ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რომ დაძინება არ შეეძლო. ძაღლი ვერც დადიოდა. ის წინა ფეხებით გადაადგილდება და უკანა ფეხებს მიითრევდა. მისი უკანა თათები, ფაქტიურად, უძრავ მდგომარეობაში იყო...
ვეტერინარმა ჯონს ძაღლის დაძინება შესთავაზა, რომ ცხოველი არ დატანჯულიყო. მაგრამ, ჯონმა ვერ შეძლო, სიკვდილისთვის ვერ გაწირა მეგობარი, რომელმაც ის თვითმკვლელობისგან იხსნა. ძაღლზე მზრუნველობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და ხელში აყვანილი, ყოველ დღე მიჰყავდა ტბაზე. ის ძაღლის სხეულს, რამდენიმე საათის მანძილზე, წყლის ზედაპირზე აჩერებდა, რითაც დაძინების საშუალებას აძლევდა საწყალ ცხოველს.
მკურნალობის ძირითადი კურსის დასრულების შემდეგ, მას მშვიდად ეძინა და უკეთესად დადიოდა. როდესაც ჯონი მიხვდა, რომ შეგროვილი თანხა საჭიროზე მეტი იყო, Schoep’s Legacy Foundation ფონდი დააარსა. ფონდი შინაური ცხოველების იმ პატრონებს დაეხმარებოდა, რომლებსაც ეკონომიური მდგომარეობის გამო, არ შეეძლოთ თავიაანთი ავადმყოფი ცხოველების მკურნალობა. «ცხოველებსაც აქვთ ღირსეული სიბერის უფლება. ახლა ჩვენი ჯერია გავცეთ» – ამბობდა ჯონი. ამ ისტორიიდან, ერთი წლის შემდეგ, 20 წლის ასაკში, ყველასათვის ცნობილი ძაღლი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, ჯონ თავის ფეიზბუკ გვერდზე გამოაქვეყნა. რამოდენიმე საათში, პოსტზე 60 000-ზე მეტმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი. სიკეთის, ხელგაშლილობის და გულმოწყალების წყალობით, შეპმა ერთი წელი იცოცხლა. მაგრამ, ეს ტრაგიკული ისტორია, კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება ადამიანების გულებში. 766 11-ს მოსწონს
|