x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ბანანის მეშვეობით დაიკელით კვირაში 5 კილოგრამი
ჭარბი წონა ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი კი იტანჯება გარკვეული აკრძალებით- საკვებისა თუ სასუსნავის მხრივ, ხოლო ვისაც გააჩნია გარკვეული სახსრები, ის თავს უთუოდ იტვირთავს სატრენაჟორო თუ სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ. ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის- ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება.


დღევანდელ სტატიაში კი მინდა გაგაცნოთ იაპონელი ექიმის Hitoshi Watanabe-ს მრავალმხრივად გამოცდილი, ე.წ. ბანანის ეფექტური დიეტა, რომლის საშუალებითაც მარტივად, კვირაში 5 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ. ბატონმა ჰიტოსმა დიეტა საკუთარი გამოცდილების შემდეგ დანერგა პრაქტიკაში და მასზე მთელი ამერიკა დაჯდა, რა თქმა უნდა ეფექტიც არ აყოვნებს.


image


რატომ გახდა ეს დიეტა ასე პოპულარული? ექიმი ჰიტოსი გვარიგებს, რომ ჩვენ მხოლოდ ის მოგვეთხოვება საუზმე შევცვალოთ ბანანითა და თბილი წყლით, მაგრამ საინტერესოა, ადვილია კი ეს პროცესი? რა თქმა უნდა ადვილია, დილით საუზმეზე თუ ბანანსა და ოთახის ტემპერატურის წყალს მიირთმევთ, ის დააჩქარებს მეტაბოლიზმს და მას შემდეგ მირთმეული სადილი, შესაბამისად აღარ გაგვასუქებს. გარდა ამისა კი, ბანანი შეიცავს ბევრ სახამებელს (კრახმალი), რომლის მეშვეობითაც ვგრძნობთ ნაყროვანებას, შედეგად კი ცხიმი იწვება. ოთახის ტემპერატურის წყალი კი აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემას და შედეგად მცირდება შიმშილის გრძნობა.




დიეტის პროცესში როგორ მოვიქცეთ?


1. აუცილებლად დაწექით დასაძინებლად ღამის 12 საათამდე.

2. არავითარ შემთხვევაში არ დანაყრდეთ უზომოდ.

3. გამორიცხეთ რაციონიდან რძის პროდუქტები და ალკოჰოლი.

4. ფიზიკურად იაქტიურეთ სურვილისამებრ.

5. ერთადერთი რისი დალევაც არ გეკრძალებათ, ეს არის წყალი.




დიეტის მენიუ:


საუზმე: ერთი ან რამოდენიმე (სურვილისამებრ) მოუმწიფებელი ბანანი და ოთახის ტემპერატურის წყალი ერთი ჭიქა.


სადილი: საკუთარი სურვილით მიირთვით რაიმე.


წახემსება: ხილი.


ვახშამი: ასევე საკუთარი სურვილით ივახშმედ, მაგრამ არ იკვებოთ საღამოს 20:00 საათის შემდეგ და რაც მთავარია, გამორიცხეთ ყოველგვარი დესერტი.



image


დიეტის დადებითი მხარეები:


* ზრდის მეტაბოლიზმს და ამცირებს ზედმეტი საკვების მიღებას დღის მანძილზე;

* კოფეინის გამორიცხვა ეხმარება სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებას და აქვეითებს მადას;

* ადრეული და მსუბუქი საუზმე ხელს უშლის ჭარბი კალორიების დაგროვებას;

* რძის პროდუქტებისა და დესერტის გამორიცხვა ხელს უწყობს ნაკლები ცხიმი და შაქარი მიიღოთ;

* ბანანი მდიდარია ხილის მინერალებითა და ვიტამინებით.




დიეტის უარყოფითი მხარეები:


* ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი ადვილად ვერ იღებს სუფთა ნახშირწყლებს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჰიპოგლიკემია აქვს;

* ნებაყოფლობითი ფიზიკური დაუტვირთაობა.


imageimage


P.S. სულ ეს არის, აი ამ მარტივი მეთოდით შეგიძლიათ კვირაში 5 კილოგრამის დაკლება და ასე ნანატრ ზაფხულს კი შეგეძლებათ იდეალურ ფორმაში დახვდეთ და მოირგოთ თქვენი საოცნებო სამოსები. (წარმატებებს გისურვებთ)

1
837
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
837
  
2016, 6 მაისი, 11:21
კაი დიეთას გეტყვით ჭამეთ მხოლოდ სოსისი მოხარშული 1 თვის განმავლობაში ცოტა პურით თან საღამოს ან დილით ცოტა ივარჯიშეთ და თვის ბოლოს მინიმუმ 10 კგ გექნებათ დაკლებული :) მე 15 დავიკელი 3 კვირაში
0 1 1