x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ!
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ორგანიზმზე ზრუნვა უნდა მოხდეს რეგულარულად. არსებობს ძალიან ბევრი და სხვადასხვა პროცედურა, რომლისთვისაც დრო და სახსრები ყოველდღიურად არ გაგვაჩნია, თუმცა არსებობს ისეთი პროცედურები, რომლებიც მოკლე დროსა და მარტივ პირობებს მოიცავს. ნუ დაზარდებით ყოველი დილა ამ ხუთ წუთიანი, ოთხი პროცედურით დაიწყოთ, რომელიც ბევრ სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას.


პროცედურის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის უნდა მოხდეს ყოველ დილას, რეგულარულად. თავდაპირველად შესაძლოა გაგიჭირდეთ, თუმცა შემდეგ ჩვევაში გაგიჯდებათ და დამერწმუნეთ, დადებითი შედეგიც იზეიმებს მალევე. პროცედურებისთვის კი დაგჭირდებათ ლიმონი, თაფლი, წყალი და წყალბადის ზეჟანგი.



1. ენის გასუფთავება. დილის კბილების გახეხვის შემდეგ ალბათ ძალიან ბევრ ჩვენგანს ავიწყდება ენის დასუფთავება, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია უხსოვარი დროიდან, ეს ხომ ავიცენამ მოგვიწოდა. კბილის ჯაგრისის მეორე მხარეს ენის დასასუფთავებელი პატარა განყოფილებაა, გნებავთ მისი საშუალებით, გნებავთ სპეციალური შაბერის მეშვეობით დაისუფთავეთ ენა აუცილებლად.

image



რატომ უნდა გავისუფთავოთ ყოველ დილას ენა?


1. ამით თქვენ მოიშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც ხვდება კუჭში და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.

2. არასასიამოვნო სუნი პირიდან, სწორედ რომ ენაზე არსებული ბაქტერიების მიზეზი შეიძლება იყოს, რომლებიც ასევე პირის ღრუს სხვდასახვა დაავადებებს იწვევენ.




2. ერთი ფინჯანი ცხელი წყალი. ბევრმა თქვენგანმა არ იცის წყლის ბალანსი როგორ აღადგინოს ძილის შემდეგ. აუდუღებელი, გაფილტრული წყალი უბრალოდ შეაცხელეთ, ჩააგდეთ ლიმნის ნაჭერი, ან ჩააწურეთ (სურვილისამებრ) და დალიეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე.

image


რა სარგებელი აქვს ლიმნიან ცხელ წყალს?


1. ანორმალიზებს მომნელებელ სისტემას და ამზადებს ორგანიზმს საკვების მისაღებად.

2. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს წონის დაკარგვას.

3. წმენდს ღვიძლს.

4. ლიმონი შეიცავს ძალიან ბევრ მიკროელემენტს- კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ასევე ვიტამინ B და C-ს .





3. მიიღეთ თაფლი საკვებამდე. დილით უზმოზე, საკვების მიღებამდე ათი წუთით ადრე მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და მიაყოლეთ ცოტა წყალი.

image


რატომ ვიწყებთ დილას თაფლით?


1. თაფლი მინერალებისა და ვიტამინების წყაროა. შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზასა და გლუკოზას, რომელიც გაძლევთ ენერგიას და ასევე ეხმარება ტვინს აქტივობისა და შრომისუნარიანობის გააქტიურებაში.

2. ზრდის იმუნურ სისტემას.

3. ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, ხელს უშლის ორგანიზმს დაბერებაში.




4. გამოივლეთ წყალბადის ზეჟანგი პირის ღრუში. საუზმის შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგი. (3%-ნი წყალბადის ზეჟანგის 5-7 წვეთი გააზავეთ 50 მლ აუდუღებელ წყალთან და გამოივლეთ პირის ღრუში.)

image


რა სარგებელი აქვს წყალბადის ზეჟანგის პირის ღრუში გამოვლებას?


1. აქრობს არასასიამოვნო სუნს პირიდან.

2. ათეთრებს კბილებს.

3. ის ეწევა კარიესის, სტომატოლოგიური და ღრძილების დაავადებების პრევენციას.




P.S. ნუ დაიზარებთ ამ მარტივ პროცედურებს და იგრძნობთ თქვენი ჯანმრთელობა ძალიან მალე როგორ გაუმჯობესდება. ჯანმრთელობას გისურვებთ.

1
4354
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4354
  
2017, 22 ნოემბერი, 9:40
მიმეწონაა...
0 1 1