x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ფოტოშოპის დარეგულირების სისტემა

ფოტოშოპის ფუნქციები და პარამეტრები იმდენად კარგად არის დარეგულირებული, რომ ახალბედა მომხმარებლები უპრობლემოდ მუშაობენ. მაგრამ პროგრამა იძლევა მისი ზოგიერთი ფუნქციის პარამეტრებში კორექციის შეტანის საშუალებას, პროგრამის ნაყოფიერების ამაღლებისა და მომხმარებლის დროის ეკონომიის მიზნით.

ფუნქციებისა და პარამეტრების მარეგულირებლები თემატურად სხვადასხვა ჯგუფებში არის განაწილებული, ხოლო ამ ჯგუფების სია, Edit მენიუს Preferences (მარეგულირებლები) ქვემენიუშია არის მოცემული.

image

ქვემენიუდან რომელიმე პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა Preferences, რომლის მარცხენა მხარეს მოთავსებულია Preferences Title (მარეგულირებელი ჯგუფების სახელები) მენიუ. ეს არის ნავიგატორი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია, ერთი ჯგუფის მარეგულირებლიდან, სხვა ჯგუფის მარეგულირებელზე გადასვლა Edit მენიუს გარეშე. გარდა ამისა, ჯგუფიდან ჯგუფზე გადასვლა შესაძლებელია სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა მხარეს განლაგებული ღილაკების საშუალებით: Next ღილაკი ხსნის სადიალოგო ფანჯრის მომდევნო ჯგუფის გვერდს, ხოლო Prev – აბრუნებს წინა ჯგუფის მარეგულირებლების გვერდს.

პარამეტრების დარეგულირების შემდეგ, უნდა დავაჭიროთ OK ღილაკს. ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები ავტომატურ რეჟიმში იწყებს ფუნქციონირებას, მაგრამ არის გამონაკლისები, რომლებიც მხოლოდ პროგრამის გადატვირთვის, მისი ხელმეორედ გახსნის შემდეგ ამუშაბდება.

image

General (ძირითადი)

image

ბრძანებით: მენიუ Edit → Preferences → General, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა Preferences, რომლის General ჯგუფში გაერთიანებულია იმ ფუნქციების და პარამეტრების მარეგულირებლები, რომლებიც განსაზღვრავენ პროგრამის ფუნქციონირებას მთლიანად და ის მარეგულირებლები, რომლებიც შინაარსობრივად ვერ მოხვდნენ თემატურ ჯგუფებში.

image

სადიალოგო ფანჯრის Color Picker (ფერთა პალიტრა) ჩამოსაშლელ მენიუში, შეგვიძლია ავირჩიოთ ფერთა პალიტრა პროგრამაში მუშაობისთვის. ამოსარჩევად ორი ვარიანტია: Adobe და Windows. განსხვავება ამ პალიტრებს შორის ფერთა მომცველობაშია: Adobe ფოტოშოპის „მშობლიური“ პალიტრაა და მასში ფერთა არჩევა შეიძლება ფერთა ყველა მოდელში, Windows პალიტრა კომპიუტერის ოპერაციული სისტემის ფერებს ასახავს და შეუძლია გადმოსცეს მხოლოდ 48 სტანდარტული და 16 შეკვეთილი ფერი.

Image Interpolation (გამოსახულების ინტერპოლაცია) – ამ მარეგულირებელთან დაკავშირებულია გამოსახულების ინტერპოლაცია ანუ გამოსახულებისთვის ზომის შეცვლა. ჩამოსაშლელ მენიუში ინტერპოლაციის სხვადასხვა ვარიანტებია მოცემული:

1) Nearest Neighbor – გამოსახულების გადიდების დროს ახალი პიქსელი იღებს მეზობელი პიქსელის ფერს, ხოლო შემცირების დროს, „ზედმეტი” პიქსელების მექანიკური გადაყრა ხდება. ეს ალგორითმი ყველაზე სწრაფი და ნაკლებად ეფექტურია.

2) Bilinear – უფრო ნელა მუშაობს ვიდრე წინა ალგორითმი და შედეგიც უკეთესია. გამისახულების გადიდებისას ხდება ფერებს შორის საზღვრების გადარეცხვა, რაც გამოსახულებას სიმკვეთრეს უკარგავს. უკეთესი შედეგი მიიღება გამოსახულების შემცირების დროს.

3) Bicubic – ყველაზე რთული და ხარისხიანი ალგორითმია. ამ რეჟიმში პროგრამა ასაშუალოებს რვა პიქსელის ფერს და ისე ახდენს ცვლილებას. პროგრამაში ავტომატურ რეჟიმში სწორედ ეს ალგორითმია დაყენებული. ალიგრითმს ფრჩხილებში ახლავს კომენტარი – best for smooth gradients, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ალგორითმის გამოყენების შემთხვევაში, მიიღება ფერების გადასვლის მაქსიმალირი ხარისხი, გამოსახულების როგორც გადიდების, ისე შემცირების დროს.

თუ საჭიროა გამოსახულების 3-ჯერ და უფრო მეტად გადიდება ან შემცირებ, მაშინ გამოიყენება:

4) Bicubic Smoother (best for elargement) – ბიკუბური გადარეცხვით (საუკეთესოა გამოსახულების გადიდებისათვის).

5) Bicubic Dharper (best for reduction) – ბიკუბური სიმკვეთრის ამაღლებით (საუკეთესოა გამოსახულების შემცირებისათვის).

Options (მარეგულირებლები) ველში სხვადასხვა სახის გადამრთველების ნაკრები არის წარმოდგენილი:

* Auto-Update Open Documnts (გახსნილი დოკუმენტის ავტომატური განახლება) – ამ გადამტრთველის ჩართვის შემთხვევაში, ავტომატურად მოხდება გახსნილი დოკუმენტის განახლება და შეტანილი ცვლილებებების მყარ დისკზე ჩაწერა.

* Beep When Done (ხმოვანი შეტყობინება ოპერაციის დასრულების შემდეგ) – როდესაც ეს გადამრთველი არის ჩართული, პროგრამა ყოველი ოპერაციის დასრულების შემდეგ, გამოსცემს ხმას.

* Dynamic Color Sliders (დინამიური შკალები) – გადამრთველი უზრუნველყოფს, ფერთა პალიტრებში, ბერკეტიანი შკალების მოქმედების შედეგების რეალურ დროში ასახვას და ის ყოველთვის ჩართული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული შკალები პალიტრებში ფუნქცებს დაკარგავენ.

* Export Clipboard (ექსპორტი ბუფერიდან) – გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება ბუფერში კოპირებული ინფორმასიის ფოტოშოპის დოკუმენტში გადმოტანა და პირიქით, ფოტოშოპში გახსნილი დოკუმენტიდან, პროგრამის გარეთ გახსნილ დოკუმენტში ჩასმას.

* Use Shift Key for Tool Switch (ხელსაწყოების შეცვლა Shift ღილაკის გამოყენებით) – ინსტრუმენტთა პანელზე, ერთ ჯგუფში შემავალი რამოდენიმე ხელსაწყო ერთი პიქტოგრამით გადმოიცემა და თითოეულ ჯგუფში შემავალ ყველა ხელსაწყოს კლავიატურის მხოლოდ ერთი ღილაკი შეესაბამება. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გადამრთველი ჩართულია, ჯგუფში შემავალი ხელსაწყოების გააქტიურება Shift ღილაკის და ჯგუფის შესატყვის ღილაკზე დაჭერით ხდება, თუ არ არის გააქტიურებული, საკმარისია მხოლოდ ხელსაწყოს ჯგუფის აღმნიშვნელ ღილაკზე დაჭერა.

* Resize Image during Paste/Place (გამოსახულების ზომის შეცვლა ჩასმის დროს) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, გამოსახულებაში ჩასმული გამოსახულების ან ფრაგმენტის ზომა შესაბამისობაში მოდის გამოსახულების ზომასთან, ანუ თუ ჩასასმელი ფრაგმენტის ზომა აღემატება იმ გამოსახულების ზომას, რომელშიც ის გადაგვაქვს, პროგრამა ავტომატურად შეამცირებს ფრაგმენტს ისე, რომ გამოსახულების ფანჯარაში სრულად გამოჩნდეს. გადამრთველის გათიშვის შემთხვევაში, ჩასმული ფრაგმენტი სრულად დაფარავს გამოსახულებას (პროგრამის პორტატულ ვერსიებში, ამ და კიდევ ზოგიერთი გადამრთველის ფუნქცია დაბლოკილია).

* Animated Zoom (მასშტაბირება ანიმაციით) – ეს გადამრთვეკლი უზრუნველყოფს გამოსახულების მაშტაბის ზრდას უწყვეტ რეჟიმში, Zoom ხელსაწყოთი მაუსის მარცხენა ღილაკით გამოსახულებაზე დაჭერის შემთხვევაში. მასშტაბი მანამ გაიზრდება, სანამ თითს არ ავუშვებთ მაუსის ღილაკს. თუ გადამრთველი გათიშულია, მასშტაბირება მაუსის მარცხენა ღილაკის დაწკაპუნებით არის შესაძლებელი. ყოველი დაწკაპუნების შემდეგ, მასშტაბი გარკვეული პროსენტით იზრდება.

* Zoom Resizes Windows (დოკუმენტის ფანჯრის ზომის ცვლილება მასშტაბის შეცვლასთან ერთად) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, მასშტაბის შეცვლასთან ერთად, იცვლება დოკუმენტის ფანჯრის ზომა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმრნტი ცალკე ფანჯარაში არის გახსნილი.

* Zoom with Scroll Wheel (მასშტაბირება მაუსის ბორბლით) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, მასშტაბირება შესაძლებელი ხდება მაუსის ბორბლის მეშვეობით, რაც ძალიან პრაქტიკული და მომგებიანია დროის ეკონომიის თვალსაზრისით. ეს გადამრთველი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს.

* Zoom Point Clicked to Center (მასშტაბირება ცენტრის გათვალისწინებით) – თუ ჩართულია ეს გადამრთველი, Zoom ხელსაწყოს გამოყენებისას, გადიდებული ფრაგმენტის ცენტრი იქნება იმ ადგილზე, სადაც მაუსით მოხდება დაწკაპუნება.

* Enable Flick Panning (გამოსახულების „ხელის“ კვრით გადაადგილება) გადამრთველის გააქტიურების შემდეგ, Hend (ხელი) ხელსაწყოს გამოყენებით, შესაძლებელია გამოსახულების ნებისმიერი მიმართულებით გაცურება. ამისათვის საჭიროა: მაუსის მარცხრნა ღილაკით გამოსახულებაზე დაჭერა, ბიძგით მიმართულების მიცემა და ღილაკიდან ხელის აშვება. გამოსახულება მითითებული მიმართულებით ინერციით გააგრძელებს მოძრაობას.

History Log (ჟურნალი) ველში მოცემულია მარეგულირებლები, რომლებიც გამოიყენება რედაქტირების ჟურნალის შესაქმნელად. ჟურნალში ოქმის სახით ფიქსირდება გამოსახულებაზე განხორციელებული მოქმედებები. აღნიშმული გადამრთველის გააქტიურების შემდეგ, ხელმისაწვდომი ხდება შემდეგი ფუნქსიები:

Save Logs Items To (ოქმის ჩანაწერის შენახვა როგორც) გადამრთველების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის შენახვის ფორმის არჩევა:

* Metadata (მეტამონაცემები) – ინახავს იცნობებს რედაქტირების შესახებ გრაფიკულ ფაილში და ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია Adobe Bridge მოდულის გამოყენებით ან File Info (ინფორმაცია ფაილზე) სადიალოგო ფანჯარაში. ამ პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ფაილის ზომა საგრძნობლად იზრდება.

* Text File (ტექსტური ფაილი) – ინახავს ინფორმაციას ტექსტის სახით. ტექსტური ფაილის შესანახი საქაღალდის არჩევა შესაძლებელია Choose (არჩევა) ღილაკზე დაჭერით.

* Boch (ორივე ვარიანტი) – აერთიანებს, ზემოთ განხილულ, ორივე ვარიანტს.

Edit Log Items (ჟურნალის შინაარსი) ჩამოსაშლელ მენიუში, შესაძლებელია იმის დაფიქსირება, თუ რამდენად დეტალური უნდა იყოს ჩანაწერი. მოცემული პუნქტებიდან უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი:

* Sessions Only (მხოლოდ სეანსები) – ინახავს რედაქტირების თარიღებს და დროს.

* Concise (მოკლედ) – მოკლედ ინახავს ინფორმაციას, რომლის ნახვაც შეიძლება History პალიტრაში.

* Detailed (დეტალურად) – ინფორმაცია უფრო დეტალურად იწერება და ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია History და Actions პალიტრებში.

Reset all Warning Dialogs (ყველა გაფრთხილების აღდგენა) – ამ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, აღსდგება ყველა გამაფრთხილებელი სადიალოგო ფანჯარა, რომელშიც ადრე ჩართული გვქონდა Don’t Show Again (აღარ მაჩვენო გაფრთხილება) გადამრთველი.

image

Interface (ინტერფეისი)

image

ამ სადიალოგო ფანჯარაში შესაძლებელია პროგრამის ინტერფეისის ზოგიერთი პარამეტრის დარეგულირება:

image

General (ძირითადი) ველში შეგვიძლია ინტერფეისის ელემენტებისთვის ასახვის ფერისა და სტილის შეცვლა. ამისათვის მოცემულია Color (ფერი) და Border (ჩარჩო) ჩამოსაშლელი მენიუები, რომლებსაც კორექციები შეაქვთ Standard Screen Mode (სტანდატტული ფანჯრის რეჟიმი), Full Screen with Menus (სრულეკრანიანი რეჟიმი მენიუებით) და Full Screen (სრული ეკრანი) ეკრანული რეჟიმების ინტერფეისების გარეგნობაში.

ამავე ველში მოცემულია გადამრთველები, რომლებიც ასევე გამოიყენება ინტერფეისის ელემენტების ფერისა და სტილის დასარეგულირებლად:

* Use Grayscale Application Icon (შავ-თეთრი პიქტოგრამების გამოყენება ინსტრუმენტთა პანელზე) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ინსტრუმენტთა პანელზე, პიქტოგრამები ასახული იქნება ნაცრისფერი ფერით.

* Show Channels in Color (არხების ფერში ჩვენება) – თუ გადამრთველი ჩართულია, Channels (არხები) პალიტრაში არხები აისახება არხების შესაბამის ფერებში და არა ნაცრისფერ ტონებში.

* Show Menu Colors (მენიუს ფერებით ჩვენება) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, მენიუს ზოგიერთი პუნქტები ფერში აისახება.

Panels & Documents (პალიტრები და დოკუმენტები) ველში შეგვიძლია პალიტრებისა და დოკუმენტის ფანჯრის პარამერტების დარეგულირება:

* Auto-Collapse Iconic Panels (პალიტრის ავტომატური დახურვა პიქტოგრამის დონეზე) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, პალიტრები ავტომატურად დაიხურება, როგორც კი ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანთ.

* Auto-Show Hidden Panels (დამალული პალიტრების ავტომატური ჩვენება) – უზრუნველყოფე დამალული პალიტრების ავტომატურ ჩვენებას.

* Remember Panel Locations (პალიტრების განლაგების დამახსოვრება) გადამრთველის ჩართვის შემდეგ, პროგრამა დაიმახსოვრებს ჩვენს მიერ განთავსებული პალიტრების მდებარეობას და ყოველ ჯერზე არ დაგვჭირდება სამუშაო არის ახლიდან მოწყობა.

* Open Documents as Tabs (დოკუმენტის გახსნა სანიშნ პანელზე) გადამტთველი უზრუნველყოფს დოკუმენტის განთავსებას სანიშნ პანელზე, რაც ძალიან მოსახერხებელია, პროგრამაში გახსნილი დოკუმენტების დათვალიერების დროს.

* Show Tool Tips (ხელსაწყოების მინიშნების ჩვენება) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, ხელსაწყოსთან ან ღილაკთან მაუსის მიტანისას, ჩნდება ტექსტური შეტყობინება ხელსაწყოს მოკლე აღწერილობით.

UI Text Options (ინტერფეისის ტეხსტური დარეგულირება) ველში მოცემულია ორი პარამეტრი:

* UI Language (ინტერფეისის ელემენტების ენა) ჩამოსაშლელ მენიუში მხოლოდ ინგლისური ენა არის დაფიქსირებული, მაგრამ შესაძლებელია ფოტოშოპის ენების ნაკრების ინსტალაცია და ამ მენიუდან ნებისმიერი ენის არჩევა (ქართულენოვანი ფოტოშოპი ჯერ-ჯერობით არ არის).

* UI Font Size (ინტერფეისის ელემენტების შრიფტის ზომა) ჩამოსაშლელ მენიუში, მოცემულია შრიფტის ზომის სამი ვარიანტი: Small (პატარა), Medium (საშუალო) და Large (დიდი).

ჩამოსაშლელი მენიუების მარჯვენა მხარეს მოთავსებულია შეტყობინება იმის შესახებ, რომ ამ ველში განხორციელებული ცვლილებების ეფექტის ნახვა, ფოტოშოპის პროგრამის გადატვირთვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

imageFile Handling (ფაილის მართვა)

image

აღნიშნულ ჯგუფში წარმოდგენილია მარეგულირებლების ნაკრები, რომელიც დაკავშირებულია ფაილების მართვასთან:

image

File Saving Options (ფაილების შენახვის პარამეტრები) ველში მოთავსებულია ფაილების შენახვის წესების მარეგულირებლები:

Image Previews (გამოსახულების წინასწარი ჩვენება) ჩამოსაშლელი მენიუ არეგულირებს გამოსახულების, მისი შემცირებული მინიატურის შენახვის საკითხს, რომელიც Open სადიალოგო ფანჯარაში გამოჩნდება გამოსახულების მონიშვნისას. ამ მენიუში ამოსარჩევად სამი პუნქტია:

Always Save (ყოველთვის შენახვა) – ყველა ფაილს ინახავს ეკრანზე წარმოსადგენი მინიატურით.

Never Save (არასოდეს) – ფაილის შენახვა წინასწარი დათვალიერების შესაძლებლობის გარეშე.

Ask When Saving (შეკითხვის დასმა შენახვის წინ) – შენახვის წინ, პროგრამა დასვამს კითხვას, მინიატურის შექმნასთან დაკავშირებით.

ამავე ველში მოთავსებულია File Extension (ფაილის სახელის გაფართოება) ჩამოსაშლელი მენიუ, რომელშიც შესაძლებელია, ფაილის შენახვისას, ფაილის სახელზე დამატებული ფორმატის შრიფტის სტილის შერჩევა:

Use Upper Case (ზედა რეგისტრის გამოყენება) – ფორმატი იწერება ზედა რეგისტრის (დიდი) ასოებით.

Use Lower Case (ქვედა რეგისტრის გამოყენება) – ფორმატი იწერება ქვედა რეგისტრის (პატარა) ასოებით.

File Compatibility (ფაილების შეთავსება) ველში წარმოდგენილია შემდეგი გადამრთველები:

* Prefer Adobe Camera Raw for Supported Raw Files (უპირატესობის მინიჭება Raw ფორმატის მხარდამჭერი Adobe Camera Raw ფორმატისთვის) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, Raw ფაილებთან მუშაობისას, გამოყენებული იქნება პროგრამის საკუთარი Raw ფორმატი და არა Raw – ის სხვადასხვა ვერსიები.

აღნიშნული გადამრთველის ზემოთ, მოთავსებულია Camera Raw Preferences…(Raw კამერის მართვა) ღილაკი. მასზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა Raw კამერის პარამეტრების მარეგულირებლებით.

* Ignore EXIF profile tag (ფაილის გაცვლის გრაფიკული მონაცემების (EXIF) იგნორირება) გადამრთველი იგნორირებას უკეთებს ციფრული ფოტოკამერის გპარამეტრებს.

* Ask Before Saving Layered TIFF Files (შეკითხვის ფანჯრის გამოსვლა ფაილის TIFF ფორმატში შენახვის წინ) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, TIFF ფორმატში ფაილის შენახვის დროს, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა შენახვის პარამეტრების მარეგულირებლებით.

* Maximize PSD and PSB File Compatibility (PSD და PSB ფორმატების მაქსიმალური შეთავსებულობა) ჩამოსაშლელი მენიუდან შეგვიძლია ავირჩიოთ PSD და PSB ფორმატების შეთავსებულობით (PSD ფორმატის ფაილის, პროგრამის მოძველებულ ვერსიებში და სხვა გრაფიკულ პროგრამებში გახსნის საშუალება) შენახვის წესი:

Never (არასოდეს) – არ ინახავს შეთავსებულ ფაილებს.

Always (ყოველთვის) – ყოველთვის ინახავს ფაილებს შეთავსებით.

Ask (კითხვის დასმა) – გამოდის სადიალოგო ფანჯარა შეკითხვით, შეთავსებით შენახვასთან დაკავშირებით.

P.S. შეთავსებულობით შენახული ფაილების ზომა უფრო დიდია, ვიდრე შეუთავსებლობით შენახული ფაილების.

Version Cue (ვერსიების მართვის სისტემა) ველში მხოლოდ ერთი გადამრთველია:

Enable Version Cue (ვერსიების კონტროლის ჩართვა), რომლის გააქტიურების შემთხვევაში, ფოტოშოპში შენახული ფაილების გახსნა შესაძლებელი იქნება კომპანია Adobe – ს სხვა გრაფიკულ პროგრამებში.

Recent file list contains (ბოლო დროს გამოყენებული ფაილების სია) მარეგულირებელის ველში ჩაწერილი რიცხვი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების სიას, რომელის სახელებიც ხელმისაწვდომი იქნება File მენიუს Open Recent (ბოლო დროს მოხმარებული დოკუმენტების გახსნა) ქვემენიუში.

image

Performance (ეფექტიანობა)

image

ფოტოშოპის მუშაობის სიჩქარე დამოკიდებულია კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაზე და პროცესორზე. Performance ჯგუფის მარეგულირებლები გამოიყენება პროგრამის მუშაობის ნაყოფიერების ასამაღლებლად.

image Memory Usage (მეხსიერების გამოყენება) ველში მოცემულია კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების მონაცემები მოცემულ მომენტში (აღნიშნული მონაცემები ყველა კომპიუტერისთვის ინდივიდუალურია) და მათი დარეგულირების გზები:

Available RAM – ხელმისაწვდომი მეხსიერება;

Ideal Range – იდეალური დიაპაზონი ფოტოშოპის ფუნქციონირებისთვის;

Let Photoshop Use – ფოტოშოპისთვის მოხმარების დაშვება. თუ ამ პარამეტრის მაჩვენებელი დაბალი იქნება, პროგრამა ძალიან ნელა იმუშავებს, ხოლო თუ ძალიან გავზრდით მეხსიერების მოხმარების პროცენტს, სხვა პროგრამების მუშაობა შეფერხდება. History & Cache (ისტორია და ქეში) ველში მოცემულია ორი მარეგულირებელი:

History States (მოქმედებების ისტორია) – არეგულირებს ფოტოშოპში მუშაობისას, History პალიტრაში შენახული მოქმედებების რაოდენობას. რაც უფრო დიდია ამ პარამეტრის მაჩვენებელი, მით უფრო ნელა მუშაობს პროგრამა და დიდია, პროგრამის მიერ, შეცდომების დაშვების ალბათობა.

Cache Levels (ქეშის დონე) – განსაზღვრავს დროებითი მეხსიერების სიდიდეს. მასზე დამოკიდებულია პროგრამის სიჩქარე დიდ ფაილებზე მუშაობისას. რაც უფრო დიდია აღნიშნული პარამეტრის მაჩვენებელი, მით უფრო დიდი ოპერატიული მეხსიერება ესაჭიროება პროგრამას.

Scratch Disks (სამუშაო დისკები) ველში მოცემულია კომპიუტერის მყარი დისკების ჩამონათვალი. ფოტოშოპი მუშაობის დროს, დროებით ფაილებს ინახავს მყარ დისკზე. პროგრამის ინსტალაციის შემდეგ, პროგრამის სამუშაო დისკად, ავტომატურ რეჟიმში ფიქსირდება C: დისკი, მაგრამ იმისათვის რომ პროგრამამ თავისუფლად იფუნქსიონიროს, რეკომენდირებულია მისი გადართვა არასისტემურ დისკზე. ამისათვის უნდა გავთიშოთ C: დისკის გადამრთველი და ჩავრთათ D: დისკის გადამრთველი. თუ კომპიუტერში ორზე მეტი მყარი დისკია, იმ დისკის ჩამრთველი უნდა გავააქტიუროთ, რომელზეც უფრო მეტი თავისუფალი ადგილი არის.

GPU Setting (გრაფიკული პროცესაბის მარეგულირებელები) ველი არეგულირებს კომპიუტერში არსებული გრაფიკული დამაჩქარებლების მუშაობას.

* Enable OpenGL Drawing გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, პროგრამა მყარი დისკების გარდა, გამოიყენებს კომპიუტერის ვიდეო კარტასაც, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს მუშაობი პროცესს.

P.S. თუ აღნიშნული ველი აქტიური არ არის და შეუძლებელია გადამრთველის ჩართვა, ე. ი. კომპიუტერის ვიდეო კარტა არ შეესაბამება ფოტოშოპის პროგრამას და საჭიროა ახალი ვიდეო კარტის დაყენება. Cursors (კურსორები) Cursor ჯგუფში გაერთიანებულია მარეგულირებლები, რომლებიც განსაზღვრავენ მაუსის მაჩვენებლის სახეს.

image

Cursors (კურსორები)

image

Cursor ჯგუფში გაერთიანებულია მარეგულირებლები, რომლებიც განსაზღვრავენ მაუსის მაჩვენებლის სახეს.

imageკურსორები შინაარსის მიხედვით ორ ჯგუფად არის გაყოფილი : Painting Cursor (ხატვის ხელსაწყოები) ველში შეგვიძლია კურსორის სახის შერჩევა ხატვის ხელსაწყოებისათვის, ხოლო Other Cursor (სხვა კურსორები) ველში – დანარჩენი ხელსაწყოებისათვის:

Standart (სტანდარტული) – ისე გამოიყურება, როგორც ხელსაწყოს პიქტოგრამა ხელსაწყოების პანელზე.

Precise (ზუსტი) – კურსორს ჯვრის ფორმა აქვს, რაც ობიექტის მიზანში ზუსტად ამოღების საშუალებას იძლევა.

Normal Brush Tip (ფუნჯის ჩვეულებრივი ზომა) – კურსორი უჩვენებს ხელსაწყოს შერჩეულ ფორმას და ზომას.

Full Size Brush Tip (ფუნჯის გადიდებული ზომა) – კურსორის ზომა აღემატება ფუნჯის რეალურ ზომას (გადიდებული სახე აქვს).

ბოლო ორი ვარიანტისათვის, ველში მოცემულია Show Crosshair in Brush Tip (ფუნჯის ცენტრში ჯვრის ჩვენება) გადამრთველი, რომლის გააქტიურების შემთხვევაში, კურსორის ცენტრში, ჩნდება პატარა ჯვარი, ხელსაწყოს ცენტრის მისათითებლად.

image

Transparency & Gamut (გამჭვირვალობა და ფერის მომცველობა)

image

ფოტოშოპში გამოსახულების ფერის გამჭვირვალე ფონისაგან გარჩევის მიზნით, ფენის გამჭვირვალობა გადმოცემულია ბადის (ჭადრაკის დაფა) სახით. მოცემული ჯგუფის მარეგულირებლების გამოყენებით, ხდება კორექციების შეტანა გამჭვირვალე ფონის ასახვის ფორმაში.

imageTransparency Settings (გამჭვირვალობის დარეგულირება) ველის მარეგულირებლები, ფენის გამჭვირვალე ადგილების ასახვის ხერხში კორექციების შესატანად გამოიყენება:

Grid Size (ბადის ზომა) ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია ბადის ზომის შესაძლო ვარიანტები: None (ბადის გარეშე), Small (პატარა), Medium (საშუალო) და Large (დიდი);

Grid Colors (ბადის ფერი) მენიუში შეგვიძლია ფერის არჩევა: მოცემულია 8 გამზადებული ფერი და Custom (შეკვეთილი) პუნქტი, რომლის ამორჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოსული ფერთა პალიტრა ნებისმიერი ფერის არჩევის შესაძლებლობას იძლევა.

Gamut Warning (CMYK ფერის მომცველობის გარეთ მოხვედრილი ფერების ასახვა) ველში შეგვიძლია იმ ფერის დაფიქსირება, რომლითაც გადმოცემული იქნება RGB მოდელის ის ფერები, რომლებიც გამოსახულების CMYK მოდელში გადაყვანის შემთხვევაში, CMYK ფერის მომცველობაში ვერ მოხვდებიან და დამახინჯდებიან (ახლოს მდგარი ფერებით მოხდება მათი ჩანაცვლება).

Color (ფერი) ველზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა და შეგვიძლია ნებისმიერი ფერის არჩევა, ხოლო ამ ფერის გამჭვირვალობის დარეგულირებლად, მოცემულია Opacity (გამჭვირვალობა) ველი.

იმისათვის რომ აღნიშნული მარეგულირებლის ფუნქცია გამოვიყენოთ, მენიუ View > Proof Setup (ფერის სინჯი) ქვემენიუში, უნდა ავირჩიოთ Working CMYK (CMYK ფორმა) პუნქტი. ამის შემდეგ, იგივე მენიუდან ავირჩიოთ Gamut Warning და ჩვენს მიერ არჩეული ფერით, გამოსახულებაზე გამოჩნდება ის ობიექტები, რომელთა ფერი, მოდელის შეცვლის შემთხვევაში, ახლოს მდგარი ფერებით შეიცვლება (მენიუში იგივე პუნქტის არჩევით, ფერი გამოსახულებიდან გაქრება).

image

Units & Rulers (საზომი ერთეულები და სახაზავები)

image

ფოტოშოპის პროგრამაში მუშაობის დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს, წინასწარ განსაზღვრული ზომის გამოსახულების ან ცალკეული ობიექტის შექმნა. Units & Rulers ჯგუფის მარეგულირებლებით დაფიქსირებული პარამეტრები, სწორედ ამ შემთხვევებისათვის გამოიყენება.

imageUnits (ზომის ერთეულები) ველში ორი ჩამოსაშლელი მენიუა:

I. Rulers (სახაზავები) მენიუში მოცემულია ზომის სტანდართული ერთეულები: pixels (პიქსელები), inches (დიუმები), cm (სანტიმეტრები), mm (მილიმეტრები), points (წერტილები), picas (პიკები), percent (პროცენტები);

შენიშვნა: კონკრეტული დავალების შესრულებისას, თუ საჭირო გახდა, ამ მენიუში არჩეული ერთეულის შეცვლა, გამოსახულებაზე გამოტანილ სახაზავზე, მაუსის მარჯვენა ღილკაის დაჭერით გამოსული მენიუს საშუალებით შეიძლება.

II. Type (შრიფტები) მენიუში მოცემულია შრიფტის საზომი ერთეულები: pixels (პიქსელები), points (წერტილები), mm (მილიმეტრები), პროგრამის მომხმარებლების უმრავლესობა points პარამერტს ანიჭებს უპირატესობას.

Column Size (სვეტის ზომა) ველის პარამეტრებს სხვა გრაფიკულ რედაქტორებში, განსხვავებული დატვირთვა აქვთ. ამ ველის მარეგულირებლების მონაცემები: Width (სვეტის სიგანე) და Gutter (შუალედი სვეტებს შორის), ფოტოშოპის პროგრამა, Image მენიუს, Image Size (გამოსახულების ზომა) და Canvas Size (ტილოს ზომა) ბრძანებების შესრულების დროს იყენებს.

New Document Preset Resolutions (რეზოლუციის განსაზღვრა ახალი დოკუმენტებისთვის) ველში შესაძლებელია პარამეტრების მონაცემების დაფიქსირება ახლად შექმნილი დოკუმენტებისათვის. აღნიშნული მონაცემები, ყოველთვის დადგენილ სტანდარტულს უნდა შეესაბამებოდეს: Print Resolution (ბეჭვდვის რეზოლუცია) უნდა იყოს 300 pixels/inch – ის ტოლი, ხოლო Screen Resolution (ეკრანზე ჩვენების რეზოლუცია) – 72 pixels/inch-ის ტოლი.

Point/Pica Size (წერტილ/პიკის ზომა) ველში შეგვიძლია განვსაზღვროთ წერტილების რაოდენობა გამოსახულების 1 დიუმზე ანუ წერტილის ზომა გამოსახულებაში. ტრადიციულად, მიჩნეული არის, რომ 1 დიუმზე 72, 27 წერტილია, მაგრამ ფოტოშოპისა და სხვა გრაფიკული რედაქტორებისათვის, ეს მაჩვენებელი 72 წერტილამდე შეამცირეს. აღნიშნულ ველში მოცემულია წერტილების რაოდენობის ორივე ვარიანტი. პრაქტიკული თვალსაზრისით, რეკომენდირებულია I ვარიანტის არჩევა.

image

Guides, Grid & Slices (მიმართულების ხაზები, ბადე და ფრაგმენტები)

image

image

Guides, Crid & Slices ჯგუფის მარეგულირებლები ინტერფეისის ზოგიერთი დამხმარე ელენენტის პარამეტრების შერჩევისათვის გამოიყენება. მიმართულების ხაზების ოპტიმიზაციისათვის სადიალოგო ფანჯარაში ორი ველია: Guides (მიმართულების ხაზები) და Smart Guides (ჭკვიანი მიმართულების ხაზები). აღნიშნული ველების Color ჩამოსაშლელი მენიუდან შესაძლებელია ხაზების ფერის არჩევა, ხოლო Style მენიუდან – ხაზის სტილის: Lines (ხაზები), Dashed Lines (შტრიხები).

Crid (ბადე) ველი იძლევა ბადის პარამეტრების დარეგულირების საშუალებას:

Color ჩამოსაშლელი მენიუდან შესაძლებელია ბადის ფერის არჩევა, ხოლო Style მენიუდან – სტილის: Lines (ხაზები), Dashed Lines (შტრიხები), Dots (წერტილები).

Gridline every (ხაზის სიხშირე) პარამეტრი განსაზღვრავს ბადის სიხშირეს ანუ ბადის ძირითადი ხაზების დაშორებას წინასწარ შერჩეული განზომილების ერთეულით (მოცემულ შემთხვევაში, ხაზებს შორის მანძილი 2 სმ-ს ტოლია).

ძირითადი ხაზების გარდა, ბადეში შუალედური ხაზებიც არის და მათ რაოდენობას განსაზღვრავს Subdivisions (შინაგანი ხაზები) პარამეტრი (მოცემულ შემთხვევაში, ამ პარამეტრის მაჩვენებელი 4 -ის ტოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბადის ძირითად ხაზებს შორის 2 სმ -იანი შუალედი, 4 ნაწილად არის გაყოფილი, ანუ ბადის ერთი დიდი კვადრატი, მოიცავს 16 პატარა კვადრატს).

Slices (ფრაგმენტები) ველში, Line Color (ხაზის ფერი) ჩამოსაშლელი მენიუდან შეგვიძლია ავირჩიოთ ფრაგმენტების ხაზის ფერი, ხოლო Show Slice Number (ფრაგმენტის ნომრის ჩვენება) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ყოველ გამოყოფილ ფრაგმენტზე, ნომერიც გამოჩნდება.

image

Plug-Ins (შინაგანი მოდული ანუ ფილტრები)

image

imageფოტოშოპის პროგრამაში, ფილტრებისთვის სპეციალური საქაღალდე არის გამოყოფილი და მასში მოთავსებული ყველა ფილტრი ავტომატურად ჩანს პროგრამის შესაბამის მენიუში. Plug-Ins მარეგულირებელი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ საჭიროა პროგრამაში დამატებითი ფილტრის (ფილტრების) ინსტალაცია.

* Additional Plug-Ins Folder (საქაღალდის დამატება შიდა მოდულისათვის) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, აქტიური ხდება Choose…(არჩევა) ღილაკი, რომელიც გამოიყენება იმ საქაღალდის მოსაძებნად, რომელშიც მოთავსებულია საინსტალაციო ფილტრი (ფილტრები).

ინსტალირებული ფილტრი, Filter მენიუში, პროგრამის გადატვირთვის შემდეგ გამოჩნდება.

image

Type (შრიფტები)

image

image

Type Options (ტექსტის პარამეტრები) ველში მოცემულია გადამრთველები, რომლებიც განსაზთვრავენ პროგრამის ტექსტური რედაქტორის პარამეტრებს:

* Use Smart Quotes (ჭკვიანი ბრჭყალების გამოყენება) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, ტექსტზე მუშაობისას, კლავიატურული ბრჭყალები, ავტომატურად გადაიქცევა პოლიგრაფიულ ბრჭყალებად.

* Show Asian Text Option (აზიური ტექსტების პარამეტრების ჩვენება) გადამრთველი ასახავს ჩინურ, იაპონურ და კორეულ შრიფტებს.

* Enables Missing Glyph Protection (არარსებული შრიფტების სიმბოლოების დაცვის ჩართვა) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, თუ გახსნილ დოკუმენტში არის შრიფტი, რომელიც ოპერაციულ სისტემაში არ მოიპოვება, ფოტოშოპის პროგრამა ავტომატურად ჩაანაცვლებს ოპერაციულ სისტემაში არარსებულ შრიფტებს, სისტემაში არსებული შრიფტებით.

* Show Font Names in English (შრიფტების სახელების ინგლისურ ენაზე ასახვა) გადამრთველი შრიფტების წინასწარი დათვალიერების მენიუში, შრიფტების სახელებს ინგლისურ ენაზე ასახავს.

* Font Preview Size (შრიფტის ნიმუშების ზომა) გადამრთველი და ჩამოსაშლელი მენიუ განსაზღვრავს შრიფტების ნიმუშების ზომას, შრიფტების წინასწარი დათვალიერების მენიუში.

0
92
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0