x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის

ცოცხალი მცენარეები ოთახს სიმყუდროვეს და კარგ განწყობას მატებენ. ხოლო ყვავილებს, რომლებსაც შეზღუდული ყვავილობის პერიოდი არა აქვს ანუ მთელი წლის მანძილზე ყვავიან, შეუძლიათ განუმეორებელი ატმოსფერო შექმნან სახლში. ამასთან, ამ ყვავილებს განსაკუთრებული, სხვა ყვავილებისგან განსხვავებული მოვლა, არ ესაჭიროება!

წარმოგიდგენთ 7 ულამაზეს მცენარეს, რომელსაც მთელი წლის ან თითქმის მთელი წლის მანძილზე აქვს ყვავილობის პერიოდი:


1. პელარგონია


image

image

პელარგონია არის მცენარე, რომელიც მთელი წლის მანძილზე, პრაქტიკულად შესვენების გარეშე, ყვავის. ამასთან, ყვავილის შერჩევა ფერის მიხედვითაც შეგიძლიათ. არსებობს ყვავილის უამრავი ფერი: ქათქათა თეთრიდან დაწყებული, ბორდოსფერით, თითქმის შავით დამთავრებული.

image

პელარგონიას არ უყვარს ორპირი ქარი. ზომიერად უნდა მორწყათ ანუ მაიშინ, როდესაც ნიადაგი კარგად გაშრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთლები დაულპება და მწერი გაუჩნდება.

image2. ბეგონია

image


image

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბეგონია ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ყვავილია, სახლის ყვავილების მოყვარულებს შორის. სახეობებიის მიხედვით, ეს მცენარე დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყვავილევბი ერთმანეთისგან ფერთა პალიტრით და ზომით განსხვავდებიან.

იმისთვის რომ ბეგონიამ მთელი წლის მანძილზე ლამაზი ყვავილებით გაგახაროთ, ოთახში 15-20 გრადუსიანი ტემპერატურული რეჟიმი უნდა შეინარჩუნოთ.

image3. ჩინური ვარდი

image

image

image

თუ ოცნებობთ, რომ ფანჯრის რაფაზე ვარდი გაახაროთ, მაშინ ჩინური ვარდი შეიძინეთ.

ამ ყვავილს ბევრი სინათლე და ხშირი მორწყვა უყვარს. თუ ამ უბრალო წესებს დაიცავთ, ვარდი ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგახარებთ თავისი ულამაზესი ყვავილობით.
image4. ციკლამენი

image

image

image

ეს არის ყვავილი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ყვავის. განსაკუთრებული ყვავილობით გამოირჩევა, ევროპული და სპარსული ციკლამენები. განსხვავებული, წაგრძელებული ფორმის ყვავილები, კაშკაშა, მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.

იმისათვის, რომ ციკლამენმა ყვავილობა არ შეწყვიტოს, უნდა დადგათ კარგად განათებულ ადგილზე და ზომიერად მორწყათ.

image5. კლეროდენდრუმი

image

image

image

სახლის ყვავილების მოყვარულებს შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კლეროდენდრუმი. მისი ყვავილობის პერიოდი ადრე გაზაფხულზე იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.

კლეროდენდრუმმა ხანგრძლივი დროის მანძილზე რომ გაგახაროთ, მიწა ქოთანში მუდმივად ნოტიო უნდა იყოს და დროდადრო, ყვავილობის დროს, სასუქიც უნდა მიაწოდოთ.

image6. ანტორიუმი

image

image

image

ის თავისი მომხიბვლელობით, პრაქტიკულად, მთელი წლის მანძილზე გაგახარებთ. ანტორიუმი ადრე გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას და დროდადრო ახალ-ახალი ყვავილები გამოაქვს.

მცენარეს არ უყვარს ორპირი ქარი და პირდაპირი მზის სხივები. არის სითბოს მოყვარული (ტემპერატურული რეჟიმი – 20 გრადუსი).

image7. ორქიდეა

image

image

image

რომელ მცენარეს ისურვებდა თავის კოლექციაში ნებისმიერი სახლის ყვავილების მოყვარული? რა თქმა უნდა, ორქიდეას! ყველაზე ხანგრძლივი დროით, ორქიდეებს შორის, ფალენოპსისი ყვავის. მცენარე წელიწადში 2-3-ჯერ ყვავდება. ამასთან, ყვავილი 3 თვის მანძილზე ჩერდება მცენარეზე.

ორქიდეის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. მას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, მაგრამ მოსწონს კარგად განათებული ადგილები.

3
6785
16-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6785
  
2016, 13 აპრილი, 14:43
ლალი მადლობა,
2016, 13 აპრილი, 10:37
რატომ უნდა ერქვას ყვავილს ,,ციკლამენი,, ან ,,კლეროდენდრუმი,,)))))
0 1 3