სისხლის სამართალი დედამ შვილი იმიტომ მოკლა რომ, "Facebook" -ზე სამძიმარი მიეღო და თანაგრძნობა გამოეხატათ ინტერნეტმომხმარებლებს 2016, 9 აპრილი, 10:46 ახალგაზრდა დედა წლების განმავლობაში განზრახ წამლავდა შვილს მხოლოდ იმის გამო, რომ მუდმივად ყურადღების ქვეშ ყოფილიყო სოციალურ ქსელში.იგი გამუდმებით უღებდა ფოტოებს ავადმყოფ შვილს და ანთავსებდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში.მან სპეციალური გვერდიც შექმნა დედების საიტზე.
26 წლის ლეისი სპირსი(Lacey Spears) გამუდმებით წერდა სოციალურ ქსელებში თავის შვილის გარნეტის ავადმყოფობის შესახებ.ორი წლის იყო ბიჭუნა, როდესაც პირველად სერიოზულად დაავადდა, თუმცა ხანგრძლივი კვლევის მიუხედავად ექიმებმა ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. ლეისი სპირსმა ცალკე ბლოგიც შექმა სახელწოდებით "გარნეტის მოგზაურობა", სადაც ახალგაზრდა ქალი დაწვრილებით აღწერდა გარნეტის ავადმყოფობის ისტორიას. ამასთანავე ლეისის სამი აკაუნტი ჰქონდა "Facebook"-ზე გახსნილი, აგრეთვე ჰქონდა გვერდები "Myspace"-ზე და "Twitter"-ზე. იყო უამრავი თანგრძნობის კომენტარები, ვთქვათ ასეთი:"უფალი დაიფარავს გარნეტს, ჩვენ ვილოცებთ მისი გულისთვის" და ა.შ... ასეულობით მოწონებები და გაზიარებები. ასე გრძელდებოდა სამი წელი, გარნეტი გამოჯანმრთელდებოდა მცირე ხნით, შემდეგ კი კვლავ საავადმყოფოში ხვდებოდა. 2014 წელს 5 წლის გარნეტი კვლავ მოხვდა ნიუ-იორკის Maria Fareri -ის საავადმყოფოში, ექიმებმა ბიჭუნას უმკურნალეს და ლეისი სპირსს განუცხადეს, რომ გარნეტი სავსებით ჯანმრთელია და მალე საავადმყოფოდან გაწერენ, თუმცა ამის წინააღმდეგი იყო დედამისი, აცხადებდა, რომ ბავშვი ავადაა და მეტი ყურადღება იყო საჭირო. მართლაც მოულოდნელად გარნეტის მდგომარეობა გაუარესდა, მალევს მოხდა ტვინის გათიშვა და ბიჭუნა გარდაიცვალა. "დღეს 10:20 წუთზე ჩემი ბიჭუნას სული უფალს მიბარდა" ასეთი პოსტი დადო სოციალურ ქსელში ლეისიმ. ამასობაში კი ექსპერტიზამ ბიჭუნას სხეულში აღმოჩინა ნატრიუმის დიდი დოზა.ამის შემდეგ მედიკოსებმა პოლიციას გამოუძახეს. დაიწყო გამოძიება და პოლიციამ შოკისმომგვრელი ფაქტები აღმოაჩინა, როგორც გაირკვა დედა წლების განმავლობაში განზრახ წამლავდა შვილს ნატრიუმის მცირე დოზით, ბოლოს კი დედამ შვილს მომაკვდილებელი დოზა ჩაუყარა საკვებში. ამათანავე როგორც გაირკვა ლეისი ქრონიკული მატყუარა იყო.იგი წერდა სოციალურ ქსელებში, რომ მის შვილს თითქოს სისხლის დაავადება ჰქონდა, რაც ტყუილი იყო, თითქოს მამა პოლიცელი ჰყავდა და მოკლეს, ან ბავშვის მამა სპორტსმენი იყო, მიიღო ტრავმა და სამუდამოდ დაინვალიდდა.მეტიც ერთ მის მეზობელს გაანდო, რომ თურმე საკუთარი მამა მასზე სექსუალურ ძალადობას ანხორციელებდა და მეტიც...შვილი საკუთარი მამისგან გაუჩნდა!(სინამდვილეში ბავშვის მამა მისი ყოფილი მეზობელი იყო) "ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველა მძიმე ვიდეოკადრები იყო, რომელიც მინახია"-განაცხადა დეტექტივმა, როდესაც პალატაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის კადრები იხილა-"როგორ უყრის დედა საკუთარ შვილს საწამლავს საკვებში, ელოდება როდის დაეწყება შეტევები და შემდეგ წივილ-კივილით ექიმებს უხმობს." სასამართლომ ლეისი სპირსს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ქალი დაავადებულია ე.წ "მიუნჰაუზენის სინდრომით". 758 7-ს მოსწონს 1-ს არა
|