x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
§24. გეოგრაფიული რუკების კლასიფიკაცია. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

რუკა (ბერძ. Chartes - ფურცელი, გრაგნილი) – დედამიწის ზედაპირის, ციური სხეულების და ცის სფეროს შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება არის სიბრტყეზე, მათემატიკური საფუძვლით, გეოგრაფიული კოორდინატების სისტემით, მასშტაბით და სპეციალური ნიშნებით – რუკის ენით.

რუკა არის გეოგრაფიული ინფორმაციის ერთ–ერთი და შეუცვლელი წყარო. ის აგროვებს და იცავს გეოგრაფიულ ინფორმაციას. მისი საშუალებით, შეიძლება გეოგრაფიული ობიექტის და სახელმწიფოს საზღვრების განსაზღვრა, ინფორმაციის მიღება მოსახლეობის რაოდენობის, განსახლების და საქმიანობის შესახებ.

რუკებს განასხვავებენ: მასშტაბის, ასახული ტერიტორიის მომცველობის, შინაარსის, დანიშნულების, სირთულის და ფორმატის მიხედვით.

image

I. რუკების კლასიფიკაცია მასშტავის მიხედვით. რუკაზე ნებისმიერი გეოგრაფიული ობიექტი შემცირებული სახით არის ასახული. წილად რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს ობიექტის შემცირების ხარისხს, მასშტაბი ეწოდება. მასზე არის დამოკიდებულუი, თუ რამდენად დეტალურად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია რუკაზე.

მასშტაბის მიხედვით, რუკა შეიძლება იყოს:

წვრილმასშტაბიანი 1: 1 000 000 და უფრო წვრილი

საშუალომასშტაბიანი 1 : 200 000 – 1 : 1 000 000

მსხვილმასშტაბიანი 1 : 10 000 – 1 : 200 000

ყველა რუკაზე მასშტაბი სანტიმეტრებში არის მოცემული ანუ რუკაზე, ყოველ სანტიმეტრს, გარკვეული რაოდენობის სანტიმეტრები შეესაბამება ბუნებაში. მაგრამ, დედამიწის ზომიდან გამომდინარე, სანტიმეტრებში ლაპარაკი მოუხერხებელია. ამიტომ, რუკის კითხვის დროს, მასშტაბი მეტრებში ან კილომეტრებში (რუკის მასშტაბს გააჩნია) გადაჰყავთ:

1 : 10 000 – 1 სმ – 100 მ.

1 : 100 000 – 1 სმ – 1 კმ.

1 : 1 000 000 – 1 სმ – 10 კმ.

მსხვილმასშტაბიან რუკებზე, იმფორმაცია დეტალურად არის წარმოდგენილი. მასშტაბის შემცირებასთან ერთად, მცირდება დეტალურობის ხარისხიც.

imageრუკაზე ასახვის მიხედვით, მასშტაბი სამი სახის არის:

რიცხვითი – 1 : 25 000 000

სახელდებული – 1 სმ-ში 250 კმ.

ხაზოვანი – image

ხაზოვანი მასშტაბი, სახაზავის მსგავსად, 1 სმ-იან მონაკვეთებად დაყოფილი ხაზია. ნულოვანი მაჩვენებლის მარცხნივ, მოცემულია რუკის მასშტაბის ზომა, ხოლო მარჯვნივ, რეალური მანძილი ბუნებაში, რომელიც დანაყოფების ზრდასთან ერთად, იზრდება.

ხაზოვან მასშტაბზე, 1 სმ-იანი დანაყოფი, 0-ის მარცხნივ, არის მასშტაბის ფუძე, ხოლო უფრო პატარა მონაკვეთები მასში – ფუძის სიზუსტე. ის იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ რუკაზე გაზომილი მანძილი, ხაზოვან მასშტაბზე, სრულ სანტიმეტრს ვერ ავსებს.

imageimageimageII. რუკის მასშაბის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი, მასზე ასახული ტერიის სიდიდე ანუ რუკის ტერიტორიული მომცველობა არის. რაც უფრო დიდი ტერიტორია არის ასახული რუკაზე, მით უფრო წვრილმასშტაბიანია რუკა.

რუკა, მასზე ასახული ტერიტორიის მომცველობის მიხედვით, შეიძლება იყოს:

1. მსოფლიო და ნახევარსფეროების;

2. კონტინენტების, ოკეანეების და მსხვილი ბუნებრივი რეგიონების;

3. ქვეყნების, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების და დასახლების პუნქტების.

image

III. შინაარსის მიხედვით, რუკები იყოფა – ზოგადგეოგრაფიულ და თემატური რუკებად:

1. ზოგადგეოგრაფიულია რუკები, რომლებზეც ხილვადად დაკვირვებადი ობიექტები (რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, მცენარეები, დასახლების პუნქტები და სხვა ობიექტები ანუ ის, რასაც თვალი ხედავს) არის ასახული.

2. თემატურ რუკებზე ხილვადად დაუკვირვებადი ობიექტები და მოვლენები არის ასახული ანუ ისეთი ინფორმაცია, რომელიც კვლევის ჩატარების შედეგად მიიღება. მაგ., დედამიწის გეოლოგიური აგებულება, ატმოსფეროს ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა, ჰავის და ნიადაგის ტიპები, მოსახლეობის სიმჭიდროვე და ა. შ.

image

ზოგადგეოგრაფიული რუკები, მასშტაბის მიხედვით, იყოფა: ტოპოგრაფიულ, სამიმოხილვო-ტოპოგრაფიულ და სამიმოხილვო რუკებად.

რუკა, რომლის მასშტაბი 1 : 10 000-დან – 1 : 200 000-მდეა – ტოპოგრაფიულია.

1 : 200 000 1 : 1 000 000 სამიმოხილვო-ტოპოგრაფიული.

1 : 1 000 000 და უფრო წვრილმასშტაბიანი – სამიმოხილვო.

image

თემატური რულები იყოფა სამ ჯგუფად: ბუნების, საზოგადოების და ბუნების და საზოგადოების ურთიერთობის რუკებად.

ბუნების რუკები:

1.ზოგადი ფიზიკურ-გეოგრაფიული – ფიზიკური, ლანდშაფტების, ბუნებრივი ზონების,

სასარგებლო წიაღისეულის და სხვა;

2. გეოფიზიკური – გრავიტაციული, მაგნიტიზმის, გეოქიმიური, სეისმურული;

3. მეტეოროლოგიური და კლიმატოლოგიური – ატმოსფეროს ტემპერატურის და წნევის, ნალექების, ქარების, ამინდის პროგნოზის და სხვა;

4. ოკეანოლოგიური – ზღვების და ოკეანეების;

5. ჰიდროლოგიური – ხმელეთის წყლების;

6. ნიადაგების – ნიადაგის ტიპების;

7. ბოტანიკური – ფლორის;

8. ცხოველთა სამყაროს – ფაუნის;

image

საზოგადოების მოვლენების რუკები:

1. მოსახლეობის – მოსახლეობის განსახლების, სქესის და ასაკის, მიგრაციების, ეროვნული შემადგენლობის და სხვა;

2. ეკონომიკური – მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების და ა. შ;

3. სოციალური ინფრასტრუქტურის – განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურის და სპორტის, ტურიზმის და სხვა;

4. პოლიტიკური – პოლიტიკუტი და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული;

5. ისტორიული – ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპების, ომების, ტერიტორიების გადანაწილების და სხვა;

image

ბუნების და საზოგადოების ურთიერთობის რუკები:

1. ბუნების დაცვის;

2. გეოეკოლოგიური;

image

IV. დანიშნულების მიხედვით, რუკა შეიძლება იყოს: სასწავლო (საშ. სკოლების, უმაღლესი სასწავლებლის, ახლომხედველების და უსინათლოების), სამეცნიერო, სამეურნეო–საპროექტო, საცნობარო, სამხედრო, საზღვაო-სანავიგაციო, ტურისტული და

ა. შ.

image

V. სირთულის მიხედვით, რუკები იყოფა: ანალიზურ, სინთეზურ და კომპლექსურ რუკებად.

image

ანალიზური რუკა გადმოსცემს ობიექტის ან მოვლენის მხოლოდ ერთ მხარეს (ატმოსფეროს ტემპერატურა, ქარის მიმართულება, მოსახლეობის სიმჭიდროვე...).

imageსინთეზური რუკა სრულ წარმოდგენას იძლევა, მასზე ასახული ობიექტის თუ მოვლენის შესახებ. ასეთ რუკაზე (ლანდშაფტის, კლიმატური დარაიონების ...) ასახულია მოვლენა, რომელიც სხვადასხვა ელემენტების (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა, ნალექი, ნიადაგის ტიპები, მცენარეული საფარი) ურთიერთკავშირით მიიღება, მაგრამ მათ შესახებ, რუკაზე მონაცემები დატანილი არ არის.

imageკომპლექსური არის რუკა, რომელზეც ასახულია ობიექტის ან მოვლენის რამოდენიმე თვისება, მხარე ან ურთიერთკავშირში მყოფი რამოდენიმე მოვლენა (მაგ., სინოპტიკური რუკა, რომელზეც მოსალოდნელ ამინდთან ერთად, ასახულია ამ ამინდის შემქმნელი თითოეული კომპონენტი: ქარის სჩქარე, ღრუბლიანობა, ნალექები და ა. შ.).

ტოპოგრაფიული რუკები, რომლებზეც ერთდროულად ასახულია ოლქის სხვადასხვა ელემენტები, ასევე კომპლექსური რუკების კატეგორიას განეკუთვნება.

image

VI. ფორმატის (გამოყენების თვალსაზრისით) მიხედვით განასხვავებენ: დიდი ზომის კედლის და პატარა ზომის სამაგიდო რუკებს. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ციფრული რუკებიც, რომლებიც ნებისმიერ მასშტაბში შეიძლება იყოს წარმოდგენილი

image

image

image

§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/

§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69945-§16-სასაათე-სარტყლები-და-თარიღთა-ცვლის-ხაზი-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი) . თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70081-§17-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-I-მზის-ქარი-და-მ/88/

§18. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი II – სისტემები – მთვარე-დედამიწა და მზე-დედამიწა) თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70832-§18-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-II-სისტემები-მთვ/88/

§19. ზოგადი ცნობები დედამიწის, მზის და მთვარის შესახებ. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70580-§19-ზოგადი-ცნობები-დედამიწის-მზის-და-მთვარის-შესახებ-თავი-III-პლანეტა-/108/

§20. ტერმინები და განმარტებები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70950-§20-ტერმინები-და-განმარტებები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფ/108/

§21. კარტოგრაფიის საგანი და განვითარების ისტორია. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება.
http://intermedia.ge/სტატია/71270-§21-კარტოგრაფიის-საგანი-და-განვითარების-ისტორია-თავი-IV-კარტოგრაფია-და/108/

§22. გლობუსი, გრადუსთა ბადე და კოორდინატთა სისტემა. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება.
http://intermedia.ge/სტატია/71966-§22-გლობუსი-გრადუსთა-ბადე-და-კოორდინატთა-სისტემა-თავი-IV-კარტოგრაფია-დ/88/


§23. კარტოგრაფიული პროექციები. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

http://intermedia.ge/სტატია/72001-§23-კარტოგრაფიული-პროექციები-თავი-IV-კარტოგრაფია-და-ადგილზე-ორიენტირებ/108/

0
2249
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0